საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა იურისტებთან კონსულტაციას გადის.
როგორც სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა, მას აინტერესებს, თავის დროზე, როდესაც წელიწად ნახევრის მუშაობის შემდეგ პოსტის დატოვება მოუხდა, რამდენად კანონიერი იყო. სფფ-ს პრეზიდენტი სამართლიანობის აღდგენას და კუთვნილი ორ წელიწად-ნახევრის დაბრუნებას ითხოვს.
“მე რომ მიშვებენ ეს ოპონენტები, სხვა კითხვა მაქვს, ახლა საქართველოში ხომ დადგა სამართლიანობის დრო. წელიწადსა და 6 თვეში რომ გამიშვეს პირველი არჩევნებიდან, დამიბრუნონ ის ორ წელიწად-ნახევარი ახლა, აღადგინონ სამართლიანობა, რა არის ამაში ცუდი? თუ სამართლიანობაზეა ლაპარაკი და თუ ამის აღდგენა გვინდა, დამიბრუნონ ჩემი ორ წელიწად-ნახევარი. ახლა იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებს ამ საკითხზე და მაინტერესებს, სამართლიანობა ერთი მხრივ არის თუ ყველასთვის”, – აცხადებს ზვიად სიჭინავა.
http://primetimenews.ge/news/%E1%83%96%E1%...83%98%E1%83%90/