gugaGveშენ თითქოს ღადაობ თითქოს არც. ვერ გავიგე რამდენად გაწუხებს ეს ამბავი მოკლედ.
თუმცა თუ სერიოზულად ფიქრობ ამ თემაზე, მაშინ ის ხალხი ვინც შენ დაგცინის, შენი მეგობარი ნამდვილად არ არის ან შენთვის სასარგებლო ადამიანების წრეში არ ხარ და ვერ ხვდები.
თუ დაბალი თვითშეფასება გაქვს, დიდი შანსია ისეთი ადამიანების წრე გაქვს და ისეთი ცხოვრება გაქვს აწყობილი, რომ მუდმივად მსხვერპლის როლში იგდებ თავს და სხვებს შენი დამცირების შესაძლებლობას აძლევ - სხვადასხვა ფორმით
მოკლედ, თუ თვითშეფასების ამბავია, უფრო ფართოდ გაქვს ეს თემა დასანახი და გადასაჭრელი, ვიდრე მხოლოდ მეგობრების მიერ დაცინვაა. შესაძლოა მნიშვნელოვნად მოგიწიოს აზრების და წარმოდგენების გადახედვამ.
თვითშეფასების თემა იმიტომ გამახსენდა, რომ ერთის მხრივ ამბობ ახლო მეგობრები არიან და ვერ ვაწყენინებო, მეორეს მხრივ - მოდიხარ და უცხო ხალხს გვეკითხები აქ როგორ მოვიქცეო. ძალიან კარგია რომ ეძებ კითხვებზე პასუხს, მაგრამ შენს ახლო მეგობრებთან რომ ლაპარაკი არ შეგიძლია შენთვის მნიშვნელოვან საკითხზე და წინასწარვე რომ იცი რომ ვერ გაგიგებენ, ეგ სწორედ იმას მიუთითებს, რომ ის ხალხი შენი მეგობარი არ არის. ისინი შენით უბრალოდ სარგებლობენ, სიამოვნებას იღებენ შენი ასეთი ხასიათით. მათზე სუსტად აღგიქვამენ და მოსწონთ შენთან ურთიერთჴბა, იმიტომ რომ შენ გვერდით თავად ძლიერები ჩანან. რომ დაგცინიან და ამას ძმაკაცობით და სიყვარულით ხსნიან, ეს ზუსტად ამის მანიშნებელია.
მოკლედ, დაფიქრდი