ფეისბუქზე ერთი ფართო მასებისთვის უცნობი პოეტის ლექსს გადავაწყდი
როგორც გავარკვიე ეს პოეტი ქალბატონი იზოლდა იოსებიანი ქალაქ ყვარელში ცხოვრობს და იგი კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელია.
აი ეს არაჩვეულებრივი ლექსი.
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
არ მიაყენო არვის ზიანი.
მათხოვარი რომ მათხოვარია,
მასშიც ეძებო ადამიანი !
თუ მის ღირსებას ფეხქვეშ გათელავ,
სულში რომელსაც უმღერს იანი,
მაშინ მხეცი ხარ, კაცი კი არა,
არც უნდა გერქვას ა დ ა მ ი ა ნ ი !
სჯობს,სულში ია – ვარდი ახარო,
ეს არასოდეს არის გვიანი.
შეძლებ, განდევნო სული ბოროტი,
თუკი კაცი ხარ, ა დ ა მ ი ა ნ ი !
ბოროტ ზრახვებზე მაღლა დადექი,
ეს არასოდეს არის გვიანი,
მეც წაგაქეზებ: ,, მიდი, ამაღლდი,
შენ ხომ კაცი ხარ , ა დ ა მ ი ა ნ ი !”
ნუ დააფასებ ამპარტავნებას.
თავმდაბლობა სჯობს, გულდარდიანი.
სული ეძებე : სათნო, კეთილი,
კაცში ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი !
ყველა ბალახი , ბალახი არის .
ვაჟას უყვარდა დეკა- ღვიანი.
ილიას სევდას მთანიც კვნესიან:
,, ყველა კაცია ადამიანი ?! “
გაზულუქებულს ნუ გაუღიმებ,
სული არა აქვს სანდო , მთლიანი.
თავმდაბალს, სათნოს გულით მიენდე,
მხოლოდ ის არის ად ა მ ი ა ნ ი !
ცრუსა და მავნეს ნუ დააფასებ,
არ მიაყენო შენს სულს ზიანი,
უბრალო კაცის რწმენით იცხოვრე,
იყავი მართლა ა დ ა მ ი ა ნ ი !
იქნებ , შეცდომაც ბევრი მოგსვლია ,
მაგრამ არასდროს არის გვიანი:
კაცში ეძებო პატიოსნება
და მათხოვარში - ა დ ა მ ი ა ნ ი !
სხვის ტახტრევანზე გული ნუ გწყდება
,,დრონი მეფობენ, არა – მეფენი!”
ამაღლებული სულით იცხოვრე,
კარგ ადამიანს როგორც შეჰფერის !
ყოველი სიტყვა აწონე ისე ,
სხვისი სული არ დააზიანო !
შენთვის არავის დაესვას კითხვა:
,, რა დაგიშავე, ადამიანო ?!”
ჩემი ოცნება , აუხდენელი ,
დიდი ხანია რჩება ოცნებად :
კაცში ფასობდეს სინდის – ნამუსი,
თავმდაბლობა და პატიოსნება!
ვინც მზედ იღვრება დაჩაგრულთათვის,
ღიმილზე- ღიმილს არ აგვიანებს,
იღბალთან ლელო გაატანინე,
უფალო, ასეთ ადამიანებს !
წყარო: ლინკი This post has been edited by super10 on 23 Jan 2015, 23:46