სალამი. მოკლედ ვიყიდე ორი რიუტერი ალტაში. ერთია D-Link და მეორე TOTO Link. ერთი ერთმა მეგობარმა წაიღო და დააყენა სახლში, მეორე მეორე მეგობარმა. ვერც ერთ როუტერზე ვერ დავაყენეთ პაროლი. უფრო სწორად კი ვაყენებ, მაგრამ პაროლის დადების შემდეგ აღარ არის ინტერნეტი, პაროლის გარეშე არის ინტერნეტი ორივეზე. ერთს კავკასუსი აქვს და მეორეს ახალი ქსელების ინტერნეტი.
დავრეკეთ ინტერნეტ პროვაიდერებთან და კავკასუსმა ტელეფონით რაც შეძლო მიკარნახა და ვერანაირად ვერ ავამუშავეთ, მეორემ საერთოდ გამოგზვანა ტექნიკური და 3 საათი იწვალეს და ვერც იმათმა დააყენეს. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მიზეზი: დავიჯერო ორივე როუტერი დაზიანებული შემხვდა? თუ შეიძლება ოპერატორების ამბავი იყო, რომ მათი როუტერი ვიყიდო და დავაყენო (ახალმა ქსელებმა მითხრეს ჩვენ დაგიყენებთო ჩვენსას და იმუშავებსო 100%)?
მოკლედ იქნებ ვინმეს გქონიათ რამე მსგავსი და იცით მიზეზი რა შეიძლება იყოს.
Trying to work on YOUTUBE... :)