ამ თემის გახსნისკენ ქორდამ მიბიძგა, ვინც გუშინ დიდი თავდაჯერებით მიმტკიცებდა, 10 წელიწადში ატლეტიკოს სახსენებელიც არ იქნებაო
ნოსტრადამუსობა და ვანგას დედის #####ა ამ განყოფილებაში ყველას გვიყვარს
ამჯერად გავცდეთ ამ სეზონის ჩემპიონატების და ლიგის გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობას და ვცადოთ გამოცნობა, რა იქნება 10 წლის შემდეგ - ვინ იქნება უფრო ძლიერი, ვინ - უფრო სუსტი, ვინ დაიკარგება ლიდსივით და ვინ გამოიჩეკება მანჩესტერ სიტივით, რომელი ქვეყნის ჩემპიონატი უფრო საინტერესო საყურებელი იქნება და საერთოდ, რას ელოდებით 2025 წლისთვის
იმედია 10 წლის შემდეგ ფორუმიც იარსებებს ჩვენც ცოცხალი ვიქნებით

მერე შევამოწმოთ, ვის უკეთესი ყნოსვა ჰქონდა
ოღონდ, სანამ მომავალზე დავიწყებდეთ მარჩიელობას, ჯერ იმას გადავხედოთ, ზუსტად 10 წლის წინ რა ხდებოდა და ამ პერიოდში რა შეიცვალა
1) ლა ლიგას ძველი და ახალი ცხრილები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2) პლ-ს ძველი და ახალი ცხრილები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
3) სერიალის ძველი და ახალი ცხრილები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
4) ბუნდესის ძველი და ახალი ცხრილები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
5) ლიგის ძველი პლეიოფი და ახალი გუნდები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესპანეთი: სადღაა მაშინდელი მეოთხეადგილოსანი ბეტისის სახსენებელი

მეხუთეადგილოსანი ესპანიოლი და დეპორტივო აუტსაიდერები არიან, ვილარეალი სამეულს კარგა ხანს ვერ გაეკარება ახლოს, სარაგოსა, ალბასეტე, ნუმანსია კარგა ხანი ვერ ამოვლენ ზემოთ. ვალენსიასა და სევილიას შორის არსებული დაახლოებით 6-წლიანი ომი ესპანეთის მესამე გუნდობისთვის, ვარდების ომის მსგავსად, სხვა გუნდის - ატლეტიკოს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შეძლო ბარსა-რეალის ჰეგემონიის დამხობა. ახალი გუნდებიდან ასევე შეიძლება მალაგასა და რაიო ვალეკანოს გამორჩევა, რომლებიც პრიმერას სრულფასოვან ბინადრებად იქცნენ და ალბათ რამდენიმე წელიწადს არ გავარდებიან. საინტერესოა რა მოუვათ სოსიედადს, ეიბარს, სელტას, ვინ იქნება ესპანეთის მესამე გუნდი 10 წლის შემდეგ, ისევ იარსებებს დუოპოლია თუ ტრიუმვირატად გადაიქცევა
ინგლისი: მანიუ-ჩელსი-არსენალი-ლივერის კლასიკურ ოთხეულში ლივერპული სიტიმ ჩაანაცვლა. არსენალი და მანჩესტერი კრიზისში არიან მწვრთნელებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ლივერპულმა ორჯერ გამოანათა სულ. ბოლტონი, მიდლსბრო, ჩარლტონი, ბლექბერნი, პორტსმუთი (როგორ მიყვარდა

) მაშინდელმა აუტსაიდერებმა - სოტონმა, ნორვიჩმა, პალასმა, ასევე ქპრმ, სუონსიმ და სხვა გუნდებმა ჩაანაცვლეს, ნიუკასლი ნიუკასლად დარჩა
იტალია: იუვე-რომა ისევ ზევით არიან, მაგრამ ინტერისა და მილანის ნაცვლად ახლა ნაპოლი ცდილობს კონკურენციის გაწევას. ამ ორმა მილანურმა გუნდმა თითო-თითო ლიგა კი დადო ბოლო დეკადაში, მაგრამ ლივერპულისა არ იყოს, კარგა ხანი ვერ გაიმეორებენ ამ მიღწევას. ჩემპიონატის შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა, მაგრამ ჯამში სერიალი ვარსკვლავებისგან დაიცალა და ცოტა ხანში პორტუგალია-საფრანგეთი-რუსეთის კონკურენციაში აღმოჩნდება
ბუნდესი: იტალიისგან განსხვავებით ყველაზე დიდი პროგრესი ამათ განიცადეს. ვერდერმა და ჰერტამ დაკარგეს ძველი ამბიციები, დორტმუნდმა კი არნახული პროგრესი აჩვენა. კაიზერსლაუტერნი, ბოხუმი, არმინია და ჰანზა მარტო ბუნდესის თემაში ახსოვთ :დ
ლიგა: მილანი, ვერდერი, ლიონი, პსვ, ლივერპული კარგა ხანს ვერ ეღირსებიან პლეი-ოფში თამაშს, არა თუ ფინალში გასვლას. იუვენტუსი რეალს ვეღარ გამოაგდებს, ინტერი - პორტოს, ბაიერნი მაშინაც არსენალს ტყნავდა

ჩემი ფრედიქშენი ასეთია: 10 წლის შემდეგ ლა ლიგის კონკურენტი ბუნდესლიგა იქნება, ინგლისი კი დაახლოებით იქ აღმოჩნდება, სადაც ახლა ბუნდესია. იტალიას საფრანგეთი გაუსწრებს, ჰოლანდიის დონე აიწევს, რუსეთში ჩაყრილი მილიონები კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.
ესპანეთში 4 გუნდი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის ისე, როგორც ინგლისში იყო 10 წლის წინ, გერმანია ისევ ერთგუნდა იქნება, ინგლისში ჩელსი-სიტი-მანიუს სამეულს კარგა ხანს ვერ წაართმევენ. არსენალი და ლივერპული ათეულში გაიჩითებიან. სოტონი აღარ იარსებებს, ისევე როგორც სოსიედადი, შტუტგარტი და ჰამბურგი. FFP როგორ იმუშავებს ჯერ არ ვიცით, მაგრამ არამგონია სიტი-ჩელსი-პსჟს მსგავსი უეცარი აღმასვლა კიდევ განიცადოს რომელიმე გუნდმა. ლიგის ნახევარფინალებში აუცილებლად იქნება ხოლმე 2 ესპანური გუნდი მაინც