2016 წლისთვის პლანეტის უმდიდრესი მოსახლეობის 1%–ის ხელში დანარჩენი 99%-ის ქონებაზე მეტი სიმდიდრე აღმოჩნდება – ასეთია ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი პროგნოზი. ინფორმაციას BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ცდილობს, დავოსში მსოფლიოს საერთაშორისო ფორუმის გამართვამდე, რომელიც ყველაზე გავლენიან ადამიანებს აერთიანებს, ყურადღება გაამახვილოს მსოფლიოში მზარდ უთანასწორობაზე.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1%-ზე კაცობრიობის საერთო სიმდიდრის 48% მოდიოდა.
„თუ უმდიდრესი ადამიანების წილი კვლავ განაგრძობს ზრდას, 2016 წლისთვის, პლანეტის მოსახლეობის 1%, მსოფლიოს სიმდიდრის 50%-ის მფლობელი იქნება“, – მითითებულია ანგარიშში.
Oxfam-ის ხელმძღვანელის უინი ბიანინის განცხადებით, უთანასწორობამ შემაძრწუნებელ მასშტაბებს მიაღწია და ყველაზე მდიდარსა და ყველაზე ღარიბს შორის სხვაობა სწრაფად იზრდება.
შექმნილ ვითარებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია მსოფლიოს ხელისუფლებებს გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლისა და სახელმწიფო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
მისი კიდევ ერთი რეკომენდაციაა, კანონმდებლობით განსაზღვროს შრომის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი და საარსებო მინიმუმი, რათა ხელი შეეწყოს შემოსავლების უფრო თანაბარ გადანაწილებას.
წყაროკონკრეტულად საქართველოში როგორ არის ნეტავ ამ მხრივ საქმე?
გაუმარჯოს კაპიტალიზმს

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის საუკეთესო მეთოდს