მინდოდა უბრალოდ აქაც რომ დამეწერა
საქველმოქმედო კონცერტი რომელიც ყვარლის კულტურის სახლში 19 დეკემბერს ჩატარდა პატარა გოგონას გადასარჩენად მოეწყო. საქველმოქმედო საღამო “ნაბიჯი თანადგომისკენ” პროექტის “ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებების” ფარგლებში დაიგეგმა ს.ს.ი.პ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო განათლების კლუბ “ლიდერების” და ბლოგის “ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებების” შექმენელის მიერ. გაიყიდა ბილეთები 1-2 ლარად, იქვე იდგა “შემოწირულობის” ყუთიც. 400 კაციანი დარბაზში არცერთი თავისუფალი ადგილი არ იყო. დეკემბრის ამ აცრიატებულ დღეს ყვარლელი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა, მახსენდებოდა მუხრან მაჭავარიანის ლექსი: “ჩემი სიხარული უფრო სიხარულობს, შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს. თითქმის სიხარულობს ჩემი მწუხარებაც, შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს”. ღონისძიებაზ ე მისვლით ჩვენ ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უკვე ვთვით ჩვენი სათქმელი. ჩვენ ვჩუქნით გოგონას ბედნიერ შობას, ახალწელს, გაზაფხულს, სიყვარულს, გამარჯვებას. ჩვენი თაობა გაბრწყინებული საქართველოს შემოქმედია. რომელსაც ერთი ადამიანის ტკივილი ათასებით საზრუნავ საგნად უქცევია და მანამ ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, სანამ ბავშვების სიცოცხლის უწყვეტობის უძვირფასეს გამოხატულებას, მის დილას და გაზაფხულს რეალობად არ ვაქცევთ, სანამ იმ ერთ სახესაც, რომელსაც თამარ მეკალოიშვილი ჰქვია, ცრემლს არ შევუშრობთ და ბედნიერებას არ ვაზიარებთ.
ღონისძიებაზე მოსული ადამიანები დეკემბრის ამ აცრიატებულ დღეს სითბოთი და სიყვარულით ავსებდით ყვარელს, გმადლობთ ამისათვის.
ჩვენი საიტის ლინკიღონისძიების გახსნა - ვიდეო This post has been edited by super10 on 22 Jan 2015, 18:06