ცივილიზაცია ვითარდება, კომფორტი იზრდება. ასევე იზრდება სიბინძურე, დაავადებები, გონება იზღუდება, დეგრადირდება.
სიამოვნებით ვიყიდიდი ერთ ლამაზ სოფელში სახლს კამკამა მდინარესთან ახლოს ტყის პირას. დილაობით ოჟანგბადით გაჟღენთილ ჰაერს ჩავისუნთქავდი, ვირბენდი ტყეში, ვივარჯიშებდი და შემდეგ ვიბანავებდი კამკამა მდინარეში (ონკანის წყალთან შედარებით მდინარის წყალი ცოცხალია და ორგანიზმს აჯანსაღებს).
მერე შევჭამდი ნატურალურ პროდუქტს (ხილს, ბოსტნეულს, რძეს, ხაჭოს და ა.შ.).
მომოვიდოდა შემოქმედებითი მუზა. ვიპოვიდი ჩემს თავს და ვიქნებოდი სრულ ჰარმონიაში.
მექნებოდა ჩემი მცირე მეურნეობა. არავინ არ იქნებოდა ჩემი უფროსი, საზოგადოების ჩაკეტილ სისტემას სრულიად მოწყვეტილი ვიქნებოდი. ათასში ერთხელ ჩამოვიდოდი, დავხედავდი საზოგადოებრივ წნეხში მოყოლილ გაუბედურებულსახიან, თვალებჩაყრილ მუშაკებს და ვეტყოდი: "რას გევხარ, წამოდი სოფელში"
მოკლედ ამ თემაში მხოლოდ ცივილიზაციის განვითარების მოწინააღმდეგეები და საზოგადოებრივი ავადმყოფური სისტემის მოწინააღმდეგეები შემოდით
This post has been edited by brevalo on 22 Jan 2015, 14:42