აი მაგის ყიდვას არაფრით არ ვურჩევ არავის. ჯერ ერთი, ჩინეთიდან და ჰონკონგიდან არასდროს მსგავსი დეტალი ნორმალური ხარისხის არ ჩამომსვლია, მეორეც, მაგას ან შეიძლება საერთო ად ქონდეს ლჯ-ის ლოგო(არ ჩანს ფოტოზე), ან ქონდეს ეგეც და ვერაიზონის ლოგოც(მე მქონდა მსგავსი შემთხვევა-ვიყიდე სპრინტის ეკრანი და ჩამოვიდა ვერაიზონის, პრინციპში მიდის ერთმანეთზე, მაგრამ ტეხავს სპრინტის ტელეფონზე ვერაიზონი რომ აწერია წინიდან) და მესამეც-აქ აღარ მწამს, რომ ნორმალურად ჩასვავენ ჩარჩოში. ვაგზალზე ჩავასმევინე მეგობრის ტელეფონზე ვითომ ყველაზე მაგარს(სახელი აღარ მახსოვს, ერთი წლის უკან იყო) და ქვედა მარცხენა კუთხე მთლიანად აიწია ეგრევე და სინათლეც გამოდიოდა ღამე ისე, რომ ფანრიან ნოკიას არ ჩამორჩებოდა

ისე რომ, ჯობია ცოტა მეტის გადახდა და ჩარჩოიანი ეკრანის ყიდვა, ისიც ყველასგან არა...
რაც შეეხება ამ ტელეფონს, ნაჩუქარი ფასია მართლა, თუნდაც არც მოყვეს ყუთი. აპ თემას.
This post has been edited by vaska_06 on 23 Mar 2015, 10:36