#43531471 · 22 Jan 2015, 20:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ ბევრისთვის ნაცნობია მსგავსი კითხვები საკუთარ თავისკენ მიმართული თუ ზოგადათ დასმული : ,,მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი , არჩევანი იმაზე გამეკეთებიან და არა ამაზე ამ დღეში ხომ არ ვიქნებოდი“ და ასე შემდეგ . ალბათ ბევრსაც უნანია მისი არჩევანის შემდგომ განვითარებული მოვლენების კულმინაციური მომენტები, მაგრამ დრო უკან ვეღარ დაუბრონებია იმ საწყისზე სადაც შეიძლებოდა არჩევანი სხვა რამეზე შეეჩერებინა (თუმცა როგორ უნდოდა). შეიძლება არჩევანის მომენტი გავაიგივოთ ნების თავისუფლებასთან, მაგრამ იმ ფაქტის გახსენება, რომ არჩევანის დროს აუცილებელი ყურადღება ექცევა შენთვის სარგებლიანობის მომენტს, ეს შეიძლება ერთგვარი ჩარჩოში მოქცეული მდგომარეობა თავისუფლებისგან ნაწილობრივ შეზღუდვა იყოს - ისევე როგორც უფლისგან მოცემული თავისუფალი ნება უკვე დადგენილ საზღვრებშია გაწერილი და მიგითითებს თუ რა იქნება შენთვის დამღუპველი არჩევანის შემდეგ და რა არა, თუმცა ეს ჩემი აცდენილი აზრია რაც სხვა საორჭოფო თემაში გადადის და ხშირად ჩიხისკენ მივყავარ ... მე მსურს სხვა დატვირთვით მივცე მიმართულება. მე პირადად არჩევანის გაკეთების შემდეგ ხშირად მინანაია, ეს იქნებოდან გინდაც მეგობრებიდან დაწყებული კარიერული სფეროთი დამთავრებული; გულისწორი თუ უბრალოდ მარტივი წვრილმანები. ხშირად გამჩენია კითხვაც იმის შესახებ თუ როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება სხვა არჩევანის გაკეთების შემდეგ. იყო კი ის არჩევანი ჩემი გონების მიერ გადაწყვეტილი? თუ უბრალოდ ასე მეგონა რომ არჩევანი ჩემზეა და სინამდვილეში ,,დედა ბუნება“ მაგრად კაიფობდა ამ დროს, რადგან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო ? რა ვიცი ... რა ვიცი ... ჩემი გონება ვეღარ სწვდება დარაბებს მიღმა სიბნელეს ...
--------------------
Familiarity breeds contempt.
|