Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(48)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
როგორ წამართვა საქსტატმა ენა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43285949
· 27 Dec 2014, 23:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორ წამართვა საქსტატმა ენა
რამდენჯერმე გადავიფიქრე ამ წერილის დაწერა - ვიცი, რომ არცერთი მედიასაშუალება, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უფლებადამცველი ყურს არ შეიბერტყავს ჩემს და ათასობით ჩემნაირის სატკივარზე, არადა ადგილი აქვს ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციას. იმის გამოც ვყოყმანობდი, რომ ახლა სხვადასხვა ჯურისა და წარმოშობის ჩასაფრებული ორგანიზაციები, რომელთაც არა პრობლემის მოგვარება, არამედ მისი გამწვავება სწადიათ, ხელზე დაიხვევენ და სათავისოდ გამოიყენებენ ამას. უამრავი სხვა ფაქტორიც მაყოვნებდა თუ მაჩერებდა, თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრ ტალახს მესვრიან ამ წერილის გამო, თუმცა დიდი ფიქრის შემდეგ მაინც გადავწყვიტე ჩემი უფლების დარღვევაზე და აშკარა დისკრიმინაციაზე არ გავჩუმდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. საქმე ეხება საქსტატის მიერ 2014 წლის ნოემბერში ჩატარებულ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას, სადაც მე მშობლიური ენის გრაფაში გაკეთებული ჩანაწერის გამო შემექმნა დაბრკოლებები და გავხდი ჩვეულებრივი დისკრიმინაციის ობიექტი.
აღწერისას, სრულიად გაცნობიერებულმა იმაში, რომ გარდა მორალური თუ შინაგანი მოწოდებისა და ვალდებულებისა, მქონდა კანონიერი უფლება გამეკეთებინა ეს, მშობლიურ ენად მივუთითე „მეგრული.“(იხ. სურათი 1) პრობლემები დაიწყო აქედან.
აღმწერს შტაბში განუცხადეს, რომ ვერ მიიღებდნენ ჩემს არჩევანს, რადგან არ აქვთ უფლება ამ გრაფაში მეგრულის ჩაწერის. აღმწერთან რამდენიმე გასაუბრებისა და შტაბის ზედამხდველისთვის შეგონებების დაბარების შემდეგაც ვერ მივიღე პასუხი, თუ რატომ არ მქონდა მე უფლება, მშობლიური ენის გრაფაში მიმეთითებინა ის ენა, რომელსაც მივიჩნევ პირველად ენად, შესაბამისად მშობლიურ ენადაც.
გადავწყვიტე, საქსტატის ვაკის რაიონის შტაბს ვსტუმრებოდი და ადგილზე აღმომეფხვრა ეს გაუგებრობა (რადგანაც, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა იყო აბსოლუტურად ლოკალური, ერთი ადამიანის შეხედულებებიდან გამომდინარე და არა ზოგადად საქსტატის თუ სახელმწიფოს საკითხთან დამოკიდებულების შედეგი). მოვიპოვე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სპეციალურად 2014 წლის აღწერისთვის გამოცემული ინსტრუქცია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის კითხვარების შევსების შესახებ (იხ. სურათი 2), სადაც 36-ე გვერდზე გადავაწყდი საკმაოდ საინტერესო ახსნას კითხვარის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც მშობლიურ ენას ეხებოდა. კერძოდ, 154-ე პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: „აღენიშნება ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგანი, ან გრაფაში - „სხვა“, მიეთითება იმ ენის დასახელება, რომელსაც თავად გამოსაკითხი აღიარებს მშობლიურ ენად“. ხოლო, ამავე პუნქტის „ა“ ნაწილში მოცემულია დამატებითი განმარტებაც: „მშობლიურ ენად, მიეთითება იმ ენის დასახელება, რომელსაც გამოსაკითხი ჩვეულებრივ იყენებს შინამეურნეობაში“(იხ. სურათი 3).
შესაბამისად, დაიმედებულმა იმით, რომ ხელთ მქონდა ყველაზე ძლიერი იარაღი, კანონი, რომლითაც პრობლემას მოვაგვარებდი, 18 ნოემბერს მივაშურე ვაკის შტაბს. ადგილზე დამხვდა ვაკის რაიონის კოორდინატორი, ირაკლი დიხამინჯია, ფრიად სასიამოვნო და კონსტრუქციულად განწყობილი პიროვნება, რომელმაც შეძლო და მოისმინა ჩემი პრობლემა, თუმცა მასთან საუბარი მაინც არ გამოდგა პროდუქტიული, რადგან ის ჯიუტად იმეორებდა, რომ მისი სურვილის მიუხედავადაც კი, მეგრულის ჩაწერა არ შეიძლებოდა მშობლიური ენის გრაფაში, ხოლო მიზეზად ასახელებდა სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის ერთ-ერთს ასეთს: „მეგრულის ჩაწერა იმიტომ არ შეიძლება, რომ ქართული ენა არის ჩვენი ყველას ეროვნული ენა“. წარმოგიდგენიათ? უწყება, რომელსაც მე ველაპარაკებოდი მათ მიერვე გამოცემული კანონის ენით, მპასუხობდა სადღეგრძელოთი.
როცა მივხვდი, რომ ბატონ ირაკლისთვის „ეროვნულობის“ მომენტი მნიშვნელოვანი იყო, ვეცადე ოდნავ შემეცვალა საუბრის გეზი და მას პატარა ლინგვისტური ექსკურსი ჩავუტარე. ავუხსენი, რომ ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, გერჰარდ დეეტერსის მიერ შედგენილი და საენათმეცნიერო სამყაროს მიერ საყოველთაოდ აღიარებული ლინგვისტური თეორიის შედეგად, ჯერ არსებობდა ერთი პროტოქართველური ენა, რომელსაც გამოეყო ყველა სხვა დანარჩენი, ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური. ხოლო, მეორე არანაკლებად ცნობილი ქართველოლოგი, გიორგი კლიმოვი გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე წინარეფუძეენიდან პირველი გამოცალკევებული ენის, სვანურის გამოყოფას ათარიღებდა ძვ.წ. XIX საუკუნით, ხოლო ნარჩენი ლინგვისტური ერთეულის ქართულ და ზანურ ენებად დაშლას ძვ.წ. VIII საუკუნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგრული და ქართული ასაკით ტოლი ენებია, ხოლო სვანური მათზე ორივეზე უფრო ძველია მთელი 11 საუკუნით! შესაბამისად, თანამედროვე სახელმწიფოსა და საზოგადოების პირობებში არ შეიძლება ვინმეს აუკრძალო მისი მშობლიური ენის წარმოჩენა, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ეს ენა და რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს ამისთვის, მითუმეტეს, მიზეზი, რომელსაც ჰქვია სეპარატიზმის შიში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სამწუხაროდ არ გაჭრა, ბ-ნი ირაკლი იმეორებდა ერთსა და იმავეს, ოღონდ არცერთ მის პოზიციაზე არგუმენტი არ ჰქონდა... შუა საუბრისას, უცებ, ბ-ნმა ირაკლი დიხამინჯიამ ტელეფონი აიღო და დარეკა. მიესალმა მის ზემდეგს, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, გახლდათ ბ-ნი ზაზა ქორიძე, მოსახლეობის აღწერისას საქართველოს ველის კოორდინატორი (თუ თანამდებობას ზუსტად ვერ ვწერ, მომიტევეთ).
მოკლე საუბრის შემდეგ, დიხამინჯიამ ტელეფონი გადმომცა და ჩემსა და ქორიძეს შორის საუბარიც შედგა. ასევე უშედეგო და საკმაოდ დაძაბული, რადგან ბ-ნმა ზაზამ არ შეისმინა არცერთი ჩემი არგუმენტი. მან განმიცხადა, რომ ჩემს მიერ მითითებული მონაცემი მაინც შეიცვლებოდა და მის ნაცვლად ჩაიწერებოდა „ქართული ენა“ და საბოლოო ბაზაშიც ასეთი სახით შევიდოდა. ჩემს არგუმენტზე, რომ მათ კანონი უკრძალავთ აღსაწერის პიროვნების მიერ ანკეტაში მითითებული მონაცემის თვითნებურ შეცვლას, ბ-ნ ზაზას გაბრაზება დაეტყო და მიპასუხა, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს მოწადინებას, რადგან მეგრული დიალექტის (!) ჩაწერის საშუალებას მათ ყველაფერთან ერთად არ აძლევდათ საკანონმდებლო ბაზა, სადაც ქართულისგან განსხვავებით მეგრულს კოდი არ აქვს მინიჭებული. ამაზე მე ვუპასუხე, რომ როგორც ქართულს, ასევე მეგრულ და სვანურ ენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ISO-ს მიერ აქვთ მინიჭებული უნიკალური კოდები, მეგრულის შემთხვევაში .xmf, ხოლო სვანური შემთხვევაში .sva, (ენათა კოდების ISO 693-3 ნახვა შესაძლებელია SIL
http://www-01.sil.org/iso639-3/codes.aspInternational
-ის ვებგვერდზე - ). ბ-ნმა ზაზამ აქაც მიპასუხა, რომ მან არ იცის ISO კოდის შესახებ, ხოლო მხედველობაში აქვს შიდა კოდი, რომელიც გამოიყენება საქსტატის მუშაობისას.
რათქმაუნდა, მე კვლავ განვუმარტე ბ-ნ ზაზას, რომ ISO კოდის ცნობა სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის, რა დროსაც მან მაუწყა ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რაც მანამდე დიხამინჯიასგანაც მოვისმინე - თითქოს, საქართველოს პარლამენტში მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც ცალსახად კრძალავდა აღწერის დოკუმენტში მშობლიურ ენად მეგრული მოხსენიებას. თუმცა, ბ-ნმა ზაზამ ვერც კანონპროექტის სახელწოდება მითხრა, ვერც მისი მიღების თარიღი, ვერც შინაარსი, ხოლო თხოვნაზე, წარმოედგინათ კანონი ჩემთვის, საკმაოდ უკმეხად მიპასუხა, რომ ინტერნეტში შემეძლო მომეძია. საუბრის ბოლოს კი, როდესაც ავუხსენი, რომ იმ პიროებში, როცა არ ვიცი კანონის სახელწოდებაც კი, ვერ მოვძებნი ფიზიკურად და შესაძლებელია თუ არა თქვენმა კოლეგამ, ბნმა დიხამინჯიამ ჩემთვის მოიძიოს და გადმომცეს-მეთქი, მიპასუხა, რომ იყო ამის შესაძლებლობა და აქ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ცალკე, ბ-ნ დიხამინჯიას გავაცანი ჩვენი საუბრის შინაარსი და ვუთხარი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა კანონის სახელწოდება, ან ელექტრონული მისამართი სადაც მისი მოძიება შეიძლება, რათა მცოდნოდა თუ ვის უნდა ვედავო აღნიშნული პრობლემის თაობაზე, საქსტატს, რომელიც ჩემს პირდაპირ დისკრიმინაციას ეწევა და კანონსაც არღვევს თუ პარლამენტს, რომელიც საქსტატს ხელ-ფეხს უხსნის დისკრიმინაციასა თუ კანონის დარღვევაში. მიუხედავად ირაკლი დიხამინიას დაპირებისა, მე დღემდე არ ვიცი, თუ რომელი კანონის საფუძველზე ჩამომერთვა აღწერის ანკეტაში ჩემი მშობლიური ენის დაფიქსირების უფლება.
ასე დასრულდა ჩემი და საქსტატის „დავა“. გამარჯვებული დარჩა ისევ სახელმწიფო, უფრო სწორედ გამარჯვებული დარჩა ვიწროპროვინციალური შეხედულებები და ფობია, რომელსაც, როგორც ჩანს სახელმწიფო ახალისებს. მინდა ვთქვა, რომ მე მარტო არ ვარ ასეთი - უამრავ ადამიანს აღსაწერად მოსულმა საქსტატის მუშაკმა უარი განუცხადა მეგრულის ჩაწერაზე, ხოლო ბევრს საერთოდ არ ჰკითხეს, ავტომატურად ქართული ჩაუწერეს მშობლიური ენის გრაფაში. ხოლო, ძალიან ბევრმა თვითონ თქვა უარი მეგრულის ჩაწერაზე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მეგრულს თვლიან მშობლიურ ენად, მაინც ალბათ „არასწორი“ იქნებოდა მისი ჩაწერა, ვინ იცის ყურს საიდან გამოაბამენო. ეს ხო ხვდებით რასაც ნიშნავს? ერთი ფობიის მიერ გამოწვეული მეორე საპასუხო ფობია.
მე კი გადავწყვიტე, ფობიას არა შემხვედრი ფობიით, არამედ პროტესტით ვუპასუხო, გულწრფელი და მართალი პროტესტით! ბოლოსდაბოლოს, დროა ეს სახელმწიფო და საზოგადოება, დაფიქრდეს, კარგად გაანალიზოს და შემდგომ აღიაროს, რომ დაცვა, მოფრთხილება და შენარჩუნება არამხოლოდ მატერიალური კულტურის ძეგლებს, არამედ არამატერიალურსაც სჭირდება.
არ შეიძლება სახელმწიფოს არ ჰქონდეს ოფიციალური პოლიტიკა 4000 წლის ასაკის სიმდიდრეზე, ხოლო არაოფიციალურად დისკრიმინაციას ახალისებდეს. არ შეიძლება გამუდმებით ეშინოდეს სახელმწიფოს ჩემი, მეგრული ენის მშობლიურად მიმჩნევი ადამიანისა და არ შეიძლება მე მუდმივად მიწევდეს იმის მტკიცება, რომ მე თუ მეგრულს მშობლიურ ენად ვაღიარებ, მტერი არ ვარ ამ ქვეყნის, და არც რუსული პოლიტიკის ნებსით თუ უნებლიედ გამტარებელი ამ ქვეყანაში, პირიქით, ეს რუსეთი მისი იმპერიული პოლიტიკით ისე მძულს როგორც არავის თქვენ! დროა, მივხვდეთ, რომ ენა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ აგერ უკვე 4000 წელია, არ შეიძლება ჩვენი საბჭოთა პერიოდში შეძენილი ფობიების გამო გადაშენების საფრთხეს დავუქვემდებაროთ, აკი UNESCO-ს შეფასებით, მეგრული, ლაზური, სვანური ენები Definitely Endangered (გადაშენების უდავო საფრთხის ქვეშ) კატეგორიაში იმყოფებიან! და ასეც რომ არ იყოს, მე, ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს აბსოლუტური უფლება მივიჩნევდე მშობლიურ ენად იმ ენას, რომელიც რეალურად წარმოადგენს ჩემს მშობლიურ ენას და ეს მხოლოდდამხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია! წერილის ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ წინასწარვე შეგუებული ვარ იმ ლაფსა და ტალახს, რომელსაც ახლა მავანნი გამოსტყორცნიან ჩემი მიმართულებით. თუმცა, ვერ ვეგუები და მწყინს ის ფაქტი, რომ ამ წერილს არ გამოეხმაურება არავინ, არცერთი მედიასაშუალება, არცერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, არც სახალხო დამცველი, არც საერთაშორისო ორგანიზაციები, არცერთ ტელევიზიაში არცერთი ტოქშოუ ეთერის თუნდაც მცირედ ნაწილს არ დაუთმობს ამ პრობლემის განხილვას. თუკი, ერთ კარგ ქართულ სერიალში სავარაუდო ანტიპროაბორტისტული მესიჯის გაშვებას გარკვეული პიროვნებების მიერ მრავალდღიანი გამძაფრებული განხილვა შეიძლება მოჰყვეს, ჩემს და ათასობით ჩემნაირის დისკრიმინაციაზე კაციშვილი ხმას არ ამოიღებს. თითო-ოროლა ადამიანის გარდა, არც არავინ გააზიარებს ამ წერილს, ძალიან ლიბერალებიც კი, ვისაც წესით პირდაპირ ევალება, იმიტომ, რომ ამ თემას ტაბუ ადევს და ეს ტაბუ საერთოა ყველასთვის, ქსენოფობისთვის თუ ლიბერალისთვის. ხო, უდაბნოში ვღაღადებ.
ბმული:
http://www.tabula.ge/ge/tablog/91263-rogor...a-saqstatma-ena
საინტერესო წერილია...
This post has been edited by
ფორცხოლი
on 27 Dec 2014, 23:50
--------------------
. .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narikuda
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
narikuda
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13516
წევრი No.: 118731
რეგისტრ.: 23-July 10
#43286050
· 27 Dec 2014, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მერე ვერ ჩოუმეგრულე იმ დიხამინჟიას?
ამიტომ წადი სამარგალოშიდა იქ მალამოსავით დაედება შენს გულს მეგრული. ან გადი ვაგზალზე მეგრელების ბაზრობაზე და მანდ სხვა ენას არ სცნიბენ საერთოდ. რა გინდა რომ დამჯდარხარ ამ შუაგულ ვაკეში? წამო 1 იანვარს მივდივარ ხობში და წაგიყვან თუ გინდა.
--------------------
გემშვიდობებით ყველას. მე წავედი ფორუმიდან მეგობრებო.
სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა.
მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#43286229
· 28 Dec 2014, 00:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
narikuda
QUOTE
რა გინდა რომ დამჯდარხარ ამ შუაგულ ვაკეში? წამო 1 იანვარს მივდივარ ხობში და წაგიყვან თუ გინდა.
ხობში მეგრელი ეროვნება დასაშვებია და ენა მშობლიური და ტიფლისში არა ?)
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43286263
· 28 Dec 2014, 00:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
ხობში მეგრელი ეროვნება დასაშვებია და ენა მშობლიური და ტიფლისში არა ?)
მაგ წერილის ავტორს
,,მეგრელი ეროვნება"
არსად აქვს ნახსენები.
ეს ისე.
This post has been edited by
ფორცხოლი
on 28 Dec 2014, 00:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#43286349
· 28 Dec 2014, 00:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფორცხოლი
QUOTE
მაგ წერილის ავტორს ,,მეგრელი ეროვნება" არსად აქვს ნახსენები.
იმიტომ რომ იქ გრაფაში წერია "საკუთარი ეროვნების ენა" და "სხვა".
რომ დაწერდა ეროვნება - მეგრელი ,დაასახელებდა ენა- მეგრული.
ხოდა ერთ ადგილს რომ ეთამაშება იმიტომ დარჩა თვითონ "ნაეროტიკალი" )
თუ ენა გაქვს მშობლიური მეგრული ,რატომ უნდა გრცხვენოდეს მეგრულ ეროვნებას ? ენა სამარცხვინო და საშიში არაა ქვეყნისთვის და ეროვნება დაუშვებელია ?
მართალი ქნეს მროველისტებმა რომ წაშალეს ქარჩავას ნაწერი "მშობლიური-მეგრული"
მროველისტებს ნახევარზომები ვერ შეაჩერებენ,ესენი ვერ გამკურნალდებიან ,მათი გამოსწორება შეუძლებელია.
ხვალ რომ ეს საძაგელი დასავლეთი ჩამოიშლება და მატუშკა რასია შემოვა აი ნახავ ქარჩავას ციხეში და მეგრულ ჟურნალ-გაზეთებს ბუხარში )
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
წერილები: 4577
წევრი No.: 62378
რეგისტრ.: 26-May 08
#43286367
· 28 Dec 2014, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მშობლიურ ენად, მიეთითება იმ ენის დასახელება, რომელსაც გამოსაკითხი ჩვეულებრივ იყენებს შინამეურნეობაში“(იხ. სურათი 3).
ანუ, შინამეურნეობაში ესპერანტოს თუ ვიყენებ, ეგ უნდა ჩავწერო?
--------------------
"When The Power Of Love Overcomes The Love Of Power, The World Will Know Peace" Jimi Hendrix
"Heroes are remembered but legends never die" George Herman Ruth
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43286470
· 28 Dec 2014, 00:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
იმიტომ რომ იქ გრაფაში წერია "საკუთარი ეროვნების ენა" და "სხვა".
რომ დაწერდა ეროვნება - მეგრელი ,დაასახელებდა ენა- მეგრული.
,,საკუთარი ეროვნების ენა" სად ნახე? :დ
გარკვევით წერია -
მშობლიური ენა
.
გახსენი ბმული და სურათები ნახე სტატიის ბოლოში.
QUOTE
თუ ენა გაქვს მშობლიური მეგრული ,რატომ უნდა გრცხვენოდეს მეგრულ ეროვნებას ?
აბა, აბა... როგორ გვრცხვენია მეგრელებს, რომ იცოდე. :დ
პ.ს. საქმესთან ახლოს, თუ შეიძლება.
რა მეგრელი ეროვნება...
This post has been edited by
ფორცხოლი
on 28 Dec 2014, 00:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IuzerNeimi
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
IuzerNeimi
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 863
წევრი No.: 193159
რეგისტრ.: 28-October 14
#43286577
· 28 Dec 2014, 00:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ფორცხოლი @ 27 Dec 2014, 23:47 )
ასე დასრულდა ჩემი და საქსტატის „დავა“. გამარჯვებული დარჩა ისევ სახელმწიფო, უფრო სწორედ გამარჯვებული დარჩა ვიწროპროვინციალური შეხედულებები და ფობია, რომელსაც, როგორც ჩანს სახელმწიფო ახალისებს.
სახელმწიფო არ დარჩენილა გამარჯვებული. სამარცხვინოა ეს ყველაფერი და საერთოდ ამ ქვეყნის სათავეში თავიდანვე მოექცნენ იდიოტები და ნაძირლები და თავისნაირების გარდა არაფის აკარებენ სადავეებთან. ეს არის ჩვენი უბედურება, მარტო ამ საკითხში კიარა, ყველაფერში -ყველა პრობლემის სათავე არიან ასეთი ადამიანები. ჭკვიან და პატიოსან ხალხს გზა ჩაკეტილი აქვთ. მლივნელების, ფარისევლების და იდიოტები ეპოქაა საქართველოში.
--------------------
თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
წერილები: 4577
წევრი No.: 62378
რეგისტრ.: 26-May 08
#43286647
· 28 Dec 2014, 00:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სტატიის საყრდენი ხომ ეს არის
QUOTE
კერძოდ, 154-ე პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: „აღენიშნება ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგანი, ან გრაფაში - „სხვა“, მიეთითება იმ ენის დასახელება, რომელსაც თავად გამოსაკითხი აღიარებს მშობლიურ ენად“. ხოლო, ამავე პუნქტის „ა“ ნაწილში მოცემულია დამატებითი განმარტებაც: „მშობლიურ ენად, მიეთითება იმ ენის დასახელება, რომელსაც გამოსაკითხი ჩვეულებრივ იყენებს შინამეურნეობაში“(იხ. სურათი 3).
ხოდა, ამაზე ვინმემ მიპასუხეთ რა
QUOTE
შინამეურნეობაში ესპერანტოს თუ ვიყენებ, ეგ უნდა ჩავწერო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
karlsoni
ხატიონი
ჯგუფი: Members
karlsoni
ხატიონი
ჯგუფი: Members
წერილები: 51170
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04
#43286653
· 28 Dec 2014, 00:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უჩივლოს საქსტატს. . . .
მოითხოვოს რომ შეიტანონ ცვლილება. . . .
+ მორალური ზიანის ანაზღაურება.
თუ მას მიაჩნია რომ მისი მშობლიური ენა მეგრულია (ბუნებრივიცაა), ამის დაფიქსირების უფლება უნდა ჰქონდეს.
პ.ს.
ტაბულას წუნკალი #### . . . .
რას გადამიყვანეთ მაგ ბმულზე. . . . ?
უკეთესი გამოცემა ვერ ნახა, მაგ ინტრიგნებთან რომ არ დაეჭირა საქმე?
This post has been edited by
karlsoni
on 28 Dec 2014, 00:53
--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43286805
· 28 Dec 2014, 01:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anano:)
შენ თუ ესპერანტოს მიიჩნევ მშობლიურ ენად, შეგიძლია ეგ ჩაწერო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aivenho
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
aivenho
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22806
წევრი No.: 118735
რეგისტრ.: 23-July 10
#43286873
· 28 Dec 2014, 01:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გადავწყვიტე, საქსტატის ვაკის რაიონის შტაბს ვსტუმრებოდი
კარენოი თბილისლებს ჩაგრავეეეეენ
--------------------
Homo sum, humani nihil a me alienum puto
180 პოლიტმატიმარი ჩეიდევით 180 © მადეირა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
წერილები: 4577
წევრი No.: 62378
რეგისტრ.: 26-May 08
#43286921
· 28 Dec 2014, 01:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ფორცხოლი @ 28 Dec 2014, 01:08 )
Anano:)
შენ თუ ესპერანტოს მიიჩნევ მშობლიურ ენად, შეგიძლია ეგ ჩაწერო.
მიუხედავად იმისა, რომ ჟამნი ამ ენაზედ არ შეიწირების?
ვიჩივლებ მაშინ მეც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BUFFALOBILL
დაღვინებული member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
BUFFALOBILL
დაღვინებული member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5587
წევრი No.: 168887
რეგისტრ.: 15-June 13
#43286942
· 28 Dec 2014, 01:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ მენგრელიანებს ასე თუ უტყდებათ ქართველობა ახლოს ხართ მაინც საზღვართან და აუცვით
ანაკლია არ გაიყოლოთ
ლაზიკა მაქ ასაშენებელი მანდვე
აჰათ მტერი აქვეა რა პუტინი რა რუსეთი
მიმაგრებული სურათი
--------------------
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gorostrodnidi
ჯიმავალერი
ჯგუფი: Members
gorostrodnidi
ჯიმავალერი
ჯგუფი: Members
წერილები: 9698
წევრი No.: 88897
რეგისტრ.: 14-April 09
#43286956
· 28 Dec 2014, 01:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1000000 პროცენტიანია ეს კაცი!
მოიმიზეზეს ბიჭებმა კოდი.
რუსულს, აზერბაიჯანულს და ა.შ. რომ აწერინებს პრობლემა არ აქვთ ხო?
--------------------
ფულით ყველაფერს იყიდი, სხვა დანარჩენისთვის Eurocard MasterCard არსებობს!
Любой высокодоходный бизнес начинается с продажи совести.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(48)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0580 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.