მე ყველაზე მეტად ძველ ლაღიძესთან რომ არის მანდ მევასება ჭამა. ახალი აზია ქვია.
ზირანი აქვთ კარგი, თუ ცხარე კერძები მოგწონთ. შემწვარი ხორცია სუნელებით და ოდნავ ცხარე არის მაგრამ მაგარია

ბრინჯს აკეთებენ მაგრად. სამეფო ბრინჯი ქვია (საფირმო კერძია) და მაგრად ასწორებს. იდეაში ბევრნაირი აქვთ ბრინჯი, მაგრამ მე პირადად ეს მომწონს ყველაზე მეტად.
გუმბაო - ხორცი, კიტრი, მიწისთხილი სოუსში. გემრიელია, მაგრამ ამ მიწისთხილს ვერ დავუმუღამე ამ კერძში

ცოტა ამოვარდნილად მეჩვენება კონტექსტიდან.
ქათმის მწვადი (თუ არ ვცდები თიებანი ქვია, მაგრამ ასე რომ უთხრათ მიხვდებიან) - კარგი რაღაცაა. წვრილ ჩხირებზე აცმული ქათამი სოუსში.
ვეგეტარიანულს ვერაფერს გეტყვით, მე უფრო ხორცის მჭამელი ვარ და ეგეთებით არ ვინტერედები ხოლმე

და კიდევ, კარტოფილით თუ დაინტერესდით - სხვა მაგიდაზე თუ დაინახეთ თივასავით მოყრილი ეგაა

ფრის პონტშია შემწვარი, ძალიან წვრილად დაჭრილი კარტოფილი და აქვს ოდნავ მოტკბო გემო (მე არ მომწონს დიდად).
კიდევ აქვთ წვრილად დაჭრილი საქონლის ხორცი მოტკბო-მომჟავო სოუსში. ესეც მომწონს ოღონდ სახელი არ ვიცი.
თუ რამე გამახსენდა კიდევ მოგწერთ