გუშინწინდელ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მემარცხენე რადიკალების გაერთიანებამ სილიზა, რომელთა მთავარი დანაპირებიც იყო საგარეო ვალების ჩამოწერა. საგარეო ვალებს ასე ადვილად არ ჩამოაწერინებს ევროპის ცენტრალური ბანკი. საბერძნეთის ევროზონიდან გარიცხვაზე აქამდეც იყო საუბრები რადგან ეკონომიკა უკვე კოლაფსისკენ მიდის და ევროს სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის
მგონი მალე დააპაშოლებენ საბერძნეთს ევროზონიდან(თავისით თუ არ გავიდნენ მანამდე)
მოკლედ დაველოდოთ მოველნებს საინტერესო პროცესები დაიწყება აწი, საბერძნეთუს გასვლა ყველა ვარიანტში უარყოფითად იმოქმედებს ევროზეც
* * *
საბერძნეთის პრემიერი უარზეა ბიბლიაზე დაიფიცოს
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მემარცხენე ძალთა კოალიციის ლიდერმა ალექსის ციპრასმა უარი განაცხადა პრემიერის ფიცის დადების დროს რელიგიური რიტუალის შესრულებაზე. როგორც Reuters-ი იუწყება, ის უარზეა ბიბლიაზე დაიფიცოს.
ციპრასმა განაცხადა, რომ ურჩევნია სამოქალაქო ფიცი დადოს. „ბატონო პრეზიდენტო, გარწმუნებთ, რომ ყოველთვის დავიცავ საბერძნეთის კონსტიტუციას და კანონებს, ბერძენი ხალხის საკეთილდღეოდ“ - ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
გამოცემა The Independent-ი იუწყება, რომ ციპრასი ათეისტია.
ბერძნული სახელმწიფოს ტრადიციის მიხედვით, არქიეპისკოპოსის ლოცვის შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი ბიბლიაზე დებდა ფიცს. პრემიერი წმინდა სამების სახელს იფიცებდა, რომ დაიცავდა ქვეყნის კონსტიტუციას და ერთგულად ემსახურებოდა ბერძენ ხალხს. ალექსის ციპრასმა ტრადიციული რიტუალის შესრულებაზე უარი განაცხადა.
გუშინ, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში, რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ, მემარცხენე ძალთა კოალიციამ გაიმარჯვა და საკანონმდებლო ორგანოში 149 ადგილი მიიღო. მემარცხენეებს მხოლოდ ორი ხმა დააკლდათ, რომ მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად განეხორციელებინათ.
http://ipress.ge/new/1380-saberdznetis-pre...bliaze-daificos
ჰიტლერთან ომი ამერიკის და ჩერჩილის შეცდომა იყო, ნაციონალ სოციალისტური იდეების საბაზრო ეკონომიკასთან შეთანხმება შეიძლებოდა (C) temart