ვისაც ზუსტი ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ, გამომეხმაურეთ.
ვერაფრით გავარკვიე რა განსხვავებაა კოლეჯსა და უნივერსიტეტს შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში (პრინციპში არც ზოგადად ვერკვევი მაინცდამაინც).
ვსაუბრობ პრაღის კოლეჯზე...
თავად კოლეჯის ინტერნეტ მისამართია:
https://www.praguecollege.cz/home "COLLEGE"
შევდივარ საიტზე და თვალსაჩინოდ წერია: A university of opportunity...
როგორც საიტზეა მითითებული, ეს არის ბრიტანეთის უნივერსიტეტის ხარისხის კოლეჯი, რომელიც არის საერთაშორისო ცნობადობის (კიარადა, ანუ საერთაშორისო დიპლომი აქვთ)...
როგორც აქვე წერია, ამბობენ, რომ აქვთ ბაკალავრის, მაგისტრისა და პროფესიონალური და საბაზისო ხარისხები (ბოლო ორი არ მესმის

) ...
1.თუ ეს არის კოლეჯი, მაშინ რა სხვაობაა კოლეჯისა და ჩვეულებრივი უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს შორის;
2. რას ნიშნავს პროფესიონალური და საბაზისო ხარისხები;
პროგრამებში ჩამოთვლილია:
postgraduate - ალბათ ესაა სამაგისტრო (მაგრამ, როგორც წესი Master ჰქვია :/ );
undergraduate - აქ ალბათ, ბაკალავრიატს გულისხმობენ;
და რაც ყველაზე მეტად მაიინტერესებს: certificates and diplomas -
ნუ, სერთიფიკატი გასაგებია, მაგრამ დიპლომი??? რა ხარისხის დიპლომი იქნება??? სწორედ ამ ხარისხის პროგრამების ჩამონათვალშია ის, რაც მე მინდა და იქნებ ვინმემ გამარვკიოთ რა ხდება? :/
I'm not what happened to me ..
i'm what i choose to become !!