ერთ მაღალ მაღალ მთაზე, ყველაზე მაღალ მთაზე რაც კი დედამიწის იმ მხარეში შეიძლება მოხვდე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცხოვრობდა ერთი ბრძენი.
ბრძენს თავს აბეზრებდნენ ხშირი სტუმრობებით, მაგრამ ის მოთმინებით ეკიდებოდა ამას და ამბობდა - მარტოობისთვის მოვედი ამ შორეულ წერტილში, მაგრამ ეტყობა მარტოობა არ არის ჩემი ხვედრი თუ აქაც ხალხი მოდისო
ბრძენს ბუენბასთან განსაკუთრებული სულიერი ერთობა ჰქონდა, ღმერთს არ უარყოფდა მაგრამ მიიჩნევდა რომ ღმერთი თავად საგნებშია და თუკი ადამიანი ჩასწვდება საგნებს, იგი იქ ღმერთს აღმოაჩენს და სწორედ ეს არის ადამიანის დანიშნულება.
ერთხელაც ბრძენს ერთი მდიდარი კაცი ესტუმრა, რომელიც განთქმული იყო თავისი სისპეტაკითა, ზნეობითა და ღვთისმოსავობით
კაცმა ჰკითხა - მე ყველაფერს ვასრულებ, ყველას ვეხმარები, ცუდს არ ვაკეთებ და ბუნებასთან და ღმერთთად ისეთ ერთობას მაინც ვერ ვაღწევ რასაც თქვენი მიაღწიეთო, მითხარით რა უნდა გავეკეთო?
ბრძენმა მიუგო - შენ ღმერთს იქ არ ეძებ სადაც საჭიროა, ღმერთი ჩვენს სამყაროში იმყოფება და არა მიღმიერში და თუკი შენ ნამდვილი ღვთაებრიობის განცდა გინდა მაშინ საგნებისგან კი არ უნდა დისტანცირდე არამედ შეიცნო ისინი თავიანთ სიმრავლეში და სრულყოფილებაში. არ თქვა უარი არაფერზე რამეთუ არ არსებობს კარგი და ცუდი, არსებობს მხოლოდ ერთობა და ეს ერთობა ღმერთია. თუკი შენ გინდა დაუმეგობრდე ღმერთს მაშინ ჯერ ბუნებას დაუმეგობრდი და იგემე ყველაფერი რასაც აქამდე შენთვის ცუდის და კეთილის სახელით იყო ცნობილი.
ხოდა ამ ჭიქით მოდით ლგბტ-ს გაუმარჯოს რომლებიც ადამიანის სხეულის ბუნებას თავის მრავალფეროვანებასა და სრულფასოვნებაში იცნობენ

თქვენ გაიმარჯოთ ჯიგრებო...
This post has been edited by elRellano on 23 Jan 2015, 21:51