M-I-K-I
ანტიპოლიტზომბერი

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7742
წევრი No.: 154286
რეგისტრ.: 21-September 12
|
#43541528 · 23 Jan 2015, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა ხნის წინ იყო თემა 10 სულიან ოჯახზე რომელიც სათბურში ცხოვრობს.. ინფორმაცია მათზე-> http://info9.ge/sazogadoeba/videoreportazh...html?lang=ka-GEჰოდა ველოსიპედისტები ვცდილობთ დავეხმაროთ რამით,ტანსაცმელი,საკვები,სათამაშო,ფული.. ნებისმიერი რამ მთავრობის ქმედითუუნარობა იქნებ მოხალისეებმა აანაზღაურონ ცოტათი ჰოდა ფორუმზეც თუ ვინმეს გსურთ ჩაერთოთ ამ აქციაში,ცოტათი დაეხმაროთ ამ ხალხს.. პოსტი ფბ-დან: | QUOTE | 25 დეკემბრის საქველმოქმედო აქციის შემდეგ, რომლითაც ჩვენ ველომოყვარულებმა ძალიან ბევრ ბავშვს ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ, მინდა კიდევ გავაკეთოთ სიკეთე და სხვასაც გავუზიაროთ ბედნიერება. 21 იანვარს ვიყავი ღვალაძეების ოჯახში, სადაც 10 ბავშვი იზრდება, უმცროსი 2 თვისაა, უფროსი 17 წლის. სამწუხაროდ მათ უწევთ უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრება, მუხიანის დასახლების აგარაკებზე მდებარე სოკოს ყოფილ სათბურში. კვირას, 25 იანვარს, ადამიანები ვისაც აქვს კეთილი გული და სურვილი გაახაროს ბავშვები, საქველმოქმედო აქციით მივდივართ მუხიანში, ბატონი პასრენის ოჯახში და გვინდა, რომ ბავშვებს საჩუქრები მივუტანოთ და გავახაროთ. ვაგროვებ საბავშვო სათამაშოებს, ტანსაცმელს და ზოგადად ყველაფერს რაც ოჯახს გამოადგება. შაბათ საღამომდე უნდა მოვაგროვო და ყველაფერი მზად უნდა მქონდეს მაგ დროისთვის. დახმარება მიიღება ყველასგან, ნათესავი, ახლობელი, მეგობარი, მეზობელი, ნაცნობი, უცნობი, ქართველი, უცხოელი და საერთოდ ნებისმიერისგან. რაც შეეხება მოწოდებას, მაგაზე სანერვიულო არ გექნებათ. მოგაკითხავთ ჩემი ველიკით სადაც მეტყვით, სახლი, სამსახური, მეტროსთან, მოკლედ ნებისმიერ ადგილას. ჩემთვის იდეაულური იქნება სამგორი,ისანი, 300 არაგველი, ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა,ვაკე, საბურთალო, დიდუბე, მარჯანიშვილი, ამ მიდამოებში, მაგრამ თუ სხვაგან იქნება რამე წამოსაღები, ეგეც არ იქნება პრობლემა. თუ ბევრი იქნება და ერთი ჩანთით ვერ წავიღებ, ეგეც არაა პრობლემა, რამდენიმე რეისს გავაკეთებ ან ვინმეს წამოვიყოლებ. ყველას გვაქვს ისეთი ტანსაცმელი რომელიც კარგ მდგომარეობაშია და აღარ ვიცმევთ, ან ძველი სათამაშოები. მნიშვნელობა არ აქვს ერთი მაიკა იქნება თუ ათი, ნებისმიერ შემთხვევაში მოვალ, წავიღებ და შევაგროვებ. თუ ფიქრობთ ერთი ცალია და ტეხავსო, დამიჯერეთ ჩემთან მოსარიდებელი არაფერი გაქვთ. ერთს თქვენგან, ერთს სხვისგან და ასე შემდეგ შევკრიბავ და საბოლოო ჯამში გამოვა საკმარისი.
ოჯახი აპირებს ფონიჭალაში გადასვლას, სადაც ქირის გადახდა აღარ მოუწევთ, უბრალოდ სახლში არ არის 2 ფანჯარა და 1 კარი, გასაკეთებელია. ასევე კომუნალური აქვთ გადასახდელი 360 ლარი, რისი გადახდის შემდეგ ჩაურთავენ ელექტროენერგიას. ვისაც სურვილი გექნებათ თანხით დახმარების, ბატონი პარსენის მობილურის ნომერს მოგცემთ და დაუკავშირდით.
ოჯახში არიან 10 ბავშვი. ანი ღვალაძე 17 წლის იოანე ღვალაძე 16 წლის ზოსიმე ღვალაძე 14 წლის სიმონი ღვალაძე 13 წლის ქრისტინე და მარიამი ღვალაძე, ტყუპები 11 წლისები ბარბარე ღვალაძე 9 წლის ქეთევან ღვალაძე 5 წლის ნიკოლოზ ღვალაძე 2.5 წლის და ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, დავით ღვალაძე 2 თვის.
დღეს ბავშვებთან გასაუბრებისას, მათ შემდეგი ნივთები ითხოვეს. ხატვა უყვართ და სამხატვრო ატრიბუტიკა. ბურთები, ფეხბურთის, კალათბურთის და რაგბის. კალათბურთის ფარი. ბიჭების ყველაზე დიდი სურვილი იყო ველოსიპედი.
ჩემი მობილურია 598 419 333, თუ რამეა შემეხმიანეთ, დაშეარება არ მოგერიდოთ, რაც მეტი ნახავს მით უკეთესი.
ერთად გავახაროთ ეს კარგი ოჯახი! მე მჯერა თქვენი და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სათამაშოს და ტანსაცმელს შევაგროვებთ. აბა თქვენი იმედი მაქვს, გელოდებით. დიდი მადლობა ყველას წინასწარ. |
თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ დაუკავშირდით ამ ნომერზე ტანსაცმელი,სათამაშოები..ნებისმიერი გამოსადეგი რამ.. https://www.facebook.com/events/58705853809...nvited&source=1 This post has been edited by M-I-K-I on 23 Jan 2015, 20:02
--------------------
ნულოვანი ტოლერანტობა , ყველა ციხეში
გლობალისტი კი არა ცრუპენტელა დემაგოგი ხართ თქვენ -©megre
ზოგს ისე აინტერესებს ვისი ვისაშია,თითქოს ყველასი მისაშია @ ვინმე ფორუმელი
|