რატომ მარტო ქართულს???
ძალიან კოხტა სტადიონი ააშენეს დიდ დიღომში იმდღეს ვნახე და გულს უხარია.
ავჭალაშიც კარგია.
საიმოვნებით ვივლი იქ თამაშების სანახავად?
მაგრამა ეხლა წარმოიდგინეთ
თუ მარტო ის თამაშები ვაჩვენეთ რომლებიც კორპუსებს შორის ჩადგმულ სტადიონზე ხდება.
კამერა ტრიბუნაზე ხო უნდა დადგეს ნორმალური გადაღება რომ იყოს.
და მაყურებელი უყურებს თამაშს ტვ-ში რომელსაც მაყურებელი არ ყავს. უფრო სწორად ყავს 300 კაცამდე მაგრამ ისენი კადრში არ ჩანან.
უყურებს ცუდი ნათქვამია რომ გადართავს არ გააჩერებს იქ ცოლი აწუწუნდება და გადართავენ ქალბატონ დილაზე.
ბავშვებსაც იმდენი გასართობი აქვთ დღეს ჩართავენ კომპებს და იქ ითამაშებენ პესს-ს ან ფუტბოლ მენეჯერს.
ამით რაგბის პოპულარობას ქვეყანაში ჩვენ ვერ გავზრდით.
ზოგიერთი ძველ მორაგბეს კი არ სიამოვნებს არისტოკრატული თამაშია რაგბიო.
მდაბიოებმა დაიწყეს მისი ყურებაო.
მე რომ მივალ სტადიონზე თუ ასორმოცდაათივე კაცი თუ არ ვიცანი ისე ყურებას რა მუღამი აქვსო.
ყველას ცნობდე და ნაცნობებს ხვდებოდე სტადიონზე რა ქელეხია მამაცხონებული
თუ ჩვენ გვინდა უფრო მეტი წარმატება ჯერ იმას უნდა მივაღწიოთ რომ მოსახლოების 10% მაინც უყურებდეს რაგბს.
ეხლა ეს არის ჰა-ჰა 2-3%.
რუსეთთან თამაშს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა.
ამიტომ გვჭირდება რომ გაიზარდოს მისი პოპულარობა.
განსაკუთრებით რაიონებში.
თბილისში კიდე ჰოო, ასე თუ ისე ასატანი სიტუაცია.
მაგრამ მე ესე მჯერა რომ ჩვენ გვაქვს დაკონსერვებული საბადო რომელსაც არ ვხსნით.
და თუ არ გავხსნით ფასი კი არ მოემატება ნავთობივით პირიქით ეს ნედლეული გაუფასურდება.
ეს არის საქართველოს რაიონებში მცხოვრები ჯეელობა.
რომლებმაც ისე იციან რაგბი როგორც კრიკეტი და ამერიკული ფეხბურთი.
ამ ბიჭებს უნდა ვაჩვენოთ თუ რა მაგარი სპორტია რაგბი.
და მართლა მაგარია ეს დალოცვილი.
წელიწადში ერთი თამაშით რუსეთთან ხო ვნახეთ რომ ვერ ხედავენ.
თუ მათ ეს ნახეს როგორც აქ მპოსტავთა უმეტესობამ თავის დროზე, გაიზრდება ინტერესი.
აღარ იქნება ისეთი ზეპური კი ბატონო და არისტოკრატული.
მაგრამ ჩვენ გვექნება წარმატება.
ჩვენ რას ვაკეთებთ იცით
ომი რომ გვქონდეს და მარტო თბილისელბი და ქუთაისელები რომ გავიწვიოთ ჯარში.
გამიგრძელდა
მოკლედ მოვჭრი
პირველმა არხმა უნდა აჩვენოს სანამ კომერციულად მომგებიანი არ გახდება და მერე სხვები გადიანაწილებენ:
4 ერის პირველობა ტურში ერთი მატჩი მაინც
6 ერის პირველობა იგივე პრინციპით
ზე-15 თუ ჯგუფური ეტაპი არა დასკვნითი მაინც აუცილებლად
ნოემბრის ტესტების დროს რამოდენიმე ტოპ თამაში
+ რაგბი ლიგიდან
სულ რომ არ ვითამაშოთ ეს სახოება
ყურება აუცილებელია
სთაით ოფ ოროჯინის
სამივე თამაში
და ენერელის გრანდ ფინალის
თუ ესენი ვერ ნახა ჩვენთან ხალხმა
ეროვნული ჩემპიონატის თამაშები გინდ გიჩვენებია გინდ არა
ახალს ვერავის ვერ დააინტერესებ
და ვინც დაინტერესებულია ის ისედაც დადის სტადიონზე და უყურებს
დამერწმუნეთ ამის მერე ეროვნული ჩემპიონატის პოპულარობაც გაიზრდება
სპონსორებიც გამოჩნდებიან
და აქეთ დაუწყებენ ხვეწნას ტელევიზიები კლუბებს ვაჩვენებთ თქვენ თამაშებსო
მესმის ეს ხანგძლივი პროცესია
შეიძება 20 წლის მერეც მოხდეს ან უფრო გვიან
მაგრამ სადრაც 10 წლის წინ უნდა დაგვეწყო ესა
დავაგვიანეთ
მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
რაღაცაში მაინც გამოადგეს ხალხს ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი
რა ჯანდაბათ მინდა ჩემპიონთა ლიგას რომ მაჩვენებენ
და თან მამადლიან
მაგას ისედაც ვნახავთ როგორმე მინაშას გარეშე