#43490474 · 18 Jan 2015, 22:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგი აქაც გადმოვაკოპირებ - რთული ამბავია ეგ რომელი რაიონია ეგეთი, რომ იმხელა ბრუნვა გქონდეს, რომ წვალებად ღირდეს ნებისმიერი რაიონი სეზონურად მუშაობს, ზამთარში არა, ზაფხულში კი. მე მაქვს 8 წლიანი გამოცდილება მაგ სფეროში და არ დავიზარებ ჩემს სათქმელს დავწერ ჩემს საცხობებში, ცხვებოდა ყველაფერი რისი გამოცხობაც შეიძლება მქონდა 2 საცხობი თითი 24 000 დოლარი დაჯდა, ეხლა ერთი დამრჩა პარტნიორებთან ერთად ძირითადად ვაცხობდით „ქვის“ პურს (ბატონს) და დამატებით ყველაფერს რაც შენ ჩამოთვალე მე გირჩევ გააკეთო კარგი ხარისხის თონე რომელიც ჯდება 2000 ლარამდე და დაგჭირდება ერთი ცომსაზელი, მეორადს 1000 დოლარად იყიდი ერთიც კარგი მცხობელი უნდა მოძებნო, რაც ადვილი საქმე არ არის და სალარო აპარატი დადგა (ნახმარს 150 ლარადაც იყიდი) შოთი-ლავაში ერთ ტომარაზე დაგრჩება 30-40 ლარი თუ კარგი ადგილი გაქვს ადგილზე 2 ტომარას გაყიდი ჯობია თავიდან ბევრი ფული არ ჩადო და დაიწყე მარტივად და მერე საქმე დაგანახებს ღირს თუ არა რაიმეს დამატება ლობიანს და ხაჭაპურს ერთი 200 დოლარიანი ფეჩიც ეყოდა და მაგის დადგმასაც ბევრი არაფერი არ უნდა ხო თონე გაზზეა უფრო იაფი - გაზის აბონენტი რომ გახდე 1000 ლარი უნდა
|