#43622500 · 31 Jan 2015, 23:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lashatt2 SPI (Stateful Packet Inspection) firewall არის სავარაუდოდ მარტივი L7 firewall, რომელიც ყველა პაკეტს უყურებს და მარტივი რაღაცეებისგან დაგიცავს. იმდენად ძველია, არამგონია რამე ღირებულს აკეთებდეს. პირიქით საკმაოდ დაგრუზავს მარშრუტიზატორის პროცესორს. Filter Anonymous Internet Requests თუ ჩართულია, ინტერნეტიდან არ დაიპინგება მარშრუტიზატორი. ჩართვის აზრს ვერ ვხედავ, ზოგჯერ თვითონ გჭირდება რომ ნახო, არის თუ არა კავშირზე. Filter Multicast - ნებისმიერი მოსული mcast პაკეტები დაიდროფება. Filter Internet NAT Redirection - ეს არის ე.წ. nat hairpin, ანუ როდესაც ჩართულია შიდა ქსელიდან მისივე გარე/პაბლიკ IP მისამართზე გადამისამართებულ პორტზე მიკითხვისას პაკეტები დაიდროფება. თუ გამორთულია, მაშინ სერვერს მისივე შიდა ქსელიდან გარე IP მისამართიდანაც მიწვდები და შიდა IP-დანაც. Filter IDENT - არქაული პროტოკოლის ფილტრია, რომელიც დღევანდელ დღეს მხოლოდ IRC-ში გამოიყენება მგონი. დატოვე ჩართული.
|