ცომისთვის:
ფქვილი 2 კგ მოსაზელად (1კგ ფარშზე) + ცოტა ფქვილი საფანელად
მარილი
წყალი რამდენიც დასჭირდება
ცომი უნდა მოზილო დიდი ხნით, ბევრჯერ გადაზილო და რომ მორჩები 15-20 წუთით "დაასვენო"
შიგთავსი:
შერეული ფარში, მსუქანი, კარგი იქნება მჭლეში თუ ღორის სალას გაატარებინებ
ხახვი
წიწაკა
წყალი
ზოგი სხვა არაფერს უკეთებს...ზოგი ქონდარს, ზოგი ძირას, მე გეტყვი ძალიან ძალიან მაგარს რეჰანი გაუკეთე ცოტა თუ გაქვს ხმელი...
დანარჩენი შენი მარჯვე ხელებია... ადუღებულ მარილიან წყალში ჩაყრი და რომ ამოდუღდება 8-9 წუთი ადუღებ
ბევრი წყალი არ ჩაასხა ქვაბში დიდი ხანი არ უნდა იყოს ამოუდუღებლად წყალში ხინკალი
ამოღებისას ცივი წყალი მოასხი ცოტა რომ ერთმანეთს არ დაეკრას
პილპილი
არაყი
ლუდი
გემრიელად მიირთვი
This post has been edited by Nobodys Fault but Mine on 28 Jan 2015, 10:30