4-5 წელია ასე მჭირს, მაგალითად შევხედე ცას, კედელს რამე სურათს პეიზაჟს რომელიც არ არის ლამაზი, უბრალოდ სურათია, მომენტებში ეს ყველაფერი , გინდ მომენტი , ნებისმიერი საგანი ძრავს ჩემში რაღაც გრძნობას , ვიცი რომ რთული გასაგებია მაგრამ ვცდილობ რომ აგიხსნათ. 5 წუთის წინ ამ სიმღერას ვუსმენდი
https://www.youtube.com/watch?v=tu9NPb2G_pM და 2:23 წამზე ამ კადრმა გამახსენა ის მომენტი რომელიც რეალურად შეიძლება არც ყოფილა, ამ მომენტში მე ვიყავი ჩემი სახლის მისაღებ ოთახში , მზიანი დღე იყო აქა -იქ სქელი ღრუბლებით და ვუყურებდი ამ ცას და ამ დროს იგივე გრძნობა დამეუფლა რაც ამ მომენტის ნახვის დრო, ვიყავი პატარა, ეს მომენტი გამახსენა, გუშინ შევხედე კედელს , ღამე იყო და "ნაჩნიკი" მენთო , კედლის კუნჭულმა კი გამახსენა რაღაც ოთახი რომელსაც ვერც დავხატავ მაგრამ ჩემს ტვინში არის და ეს ოთახი რაღაც მისტიურს იწვევს ჩემში, არ ვიცი რატომ მემართება , უბრალოდ მაინტერესებს რამე ფსიქოლოგიური ახსნა აქვს ამას ?