http://www.adme.ru/zhizn-nauka/7-principov...ovaniya-838510/საერთაშორისო კვლევების მიხედვით, რომელსაც 3 წელიწადში ერთხელ ატარებს ავტორიტეტული ორგანიზაცია PISA, ფინელმა მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მსოფლიოში. ისინი კითხულობენ ყველაზე მეტს პლანეტაზე, დაიკავეს მეორე ადგილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მე-5 - მათემატიკაში. მაგრამ ესაც არ აღაფრთოვანებს ასე ძალიან პედაგოგიურ საზოგადოებას . წარმოუდგენელია რომ ასეთი მაღალი მაჩვენებლების მიღწევის მიუხედავად, ფინელი მოსწავლეები სწავლას ანდომებენ ყველაზე ნაკლებ დროს
სავალდებულო საშუალო განათლება ფინეთში მოიცავს 2 საფეხურიან სკოლას:
დაბალი (alakoulu), 1-დან მე-6 კლასამდე
მაღალი (yläkoulu), მე-7-დან მე-9 კლასამდე.
დამატებით მე-10 კლასში მოსწავლეებს შეუძლიათ თავისი ნიშნების გაუმჯობესება. შემდეგ ბავშვები გადადიან პროფესიულ კოლეჯში ან აგრძელებენ სწავლას ლიცეუმში (lukio), მე-11-მე-12 კლასი ჩვენი გაგებით
ფინური განათლების 7 პრინციპი:
1. სკოლების თანასწორობა
არ არის არც ელიტარული, არც „სუსტი“. ყველაზე დიდ სკოლაში სწავლობს 960 მოსწავლე, ყველაზე პატარაში - 11. ყველა სკოლას გააჩნია ერთნაირი მოწყობილობა, შესაძლებლობები და პროპორციული დაფინანსება. თითქმის ყველა სკოლა - სახელმწიფოა, არის ათიოდე კერძო-სახელმწიფო სკოლა. განსხვავება, გარდა იმისა რომ მშობლები ნაწილობრივად იხდიან თანხას, არის გაზრდილი მოთხოვნები მოსწავლეების მიმართ. როგორც წესი, ეს არის პედაგიური ლაბორატორიები, რომლებიც მისდევენ არჩეულ პედაგოგიურ მეთოდს: მონტესორი, ფრენე, შტაინერის, მორტანის და ვალდორფის სკოლები. კერძოებს მიეკუთვნება დაწესებულებები სწავლების ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე
თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, ფინეთში არსებობს განათლების პარალელური სისტემა „საბავშვო ბაღებიდან უნივერსიტეტამდე“ შვედურ ენაზე. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შვედურ უმცირესობას შეუძლია განათლების მიღება მშობლიურ ენაზე.
ბოლო დრომდე იკრძალებოდა სკოლების შერჩევა, ბავშვის მიყვანა შესაძლებელი იყო „უახლოეს“ სკოლაში. ეს შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა მშობლებს ბავშვები მაინც „უახლოესს“ სკოლაში დაჰყავთ, რადგან ყველა სკოლა თანაბრად კარგია.
2. ყველა საგნის თანაბრად შერჩევა
არ მიესალმებიან ამა თუ იმ საგნის გაძლიერებულ სწავლებას სხვა საგნების ხარჯზე. აქ არ ითვლება რომ მათემატიკა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, მაგ. ხელოვნება. პირიქით, ერთადერთ გამონაკლისს განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების კლასების შექმნისათივს არის მათი მიდრეკილება ხელოვნებისკენ, მუსიკისკენ ან სპორტისკენ.
ბავშვის მშობლები
ის თუ რა პროფესიის არის ბავშვის მშობელი, მასწავლებელი იგებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. მასწავლების კითხვა ან ანკეტის შევსება მშობლების სამუშაო ადგილის შესახებ, აკრძალუალია.
მოსწავლეები
ფინელები არ აჯგუფებენ მოსწავლეებს ბავშვებს ნიჭიერების ან კარიერული მიდრეკილებების მიხედვით
ასევე არ ხდება „კარგ“ და „ცუდ“ მოსწავლეებად დაყოფა. მოსწავლეების შედარება ერთმანეთთან აკრძალუალი. ბავშვები, როგორც გენიალურები, ასევე გონებრივად შეზღუდულები, ითვლებიან „განსაკუთრებულებად“ და ყველასთან ერთად სწავლობენ. საერთო კლასებში ასევე სწავლობენ ბავშვები ინვალიდის ეტლებით. ჩვეულებრივ სკოლაში შეიძება შექმნილი იყოს მხედველობა და სმენადაქვეითებული მოსწავლეების კლასებიც. ფინელები ცდილობენ იმათ მაქსიმალურ ინტეგრირებას, ვისაც სჭირდება განსაკუთრებული დამოკიდებულება. ფინეთში სხვაობა „ძლიერ“ და „სუსტ“ მოსწავლეებს შორის არის ყველაზე მცირე მსოფლიოში
არ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ მასწავლებლები. ნებისმიერი გადაცდომა ნორმიდან შედეგად მოიტანს კონტრაქტის გაწყვეტას მასწავლებელთან. ფინელი მასწავლებლები ერთნაირად მშიშვნელოვნები არიან - ფიზიკის მასწავლებელიც, ლირიკის მასწავლებელიც და შრომის მასწავლებელიც.
უფროსის (მასწავლებელი, მშობელი) და ბავშვის თანასწორუფლებიანობა
ფინელები ამ პრინციპს ეძახიან „მოსწავლის პატივისცემას“. ბავშვებს პირველი კლასიდან ასწავლიან მათ უფლებებს და იმას, რომ მათ შეუძლიათ საჩივრით მიმართონ სოციალურ მუშაკს. ეს ასტიმულირებს ფინელ მშობლებს რომ გაიგონ, ბავშვი არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც არც სიტყვით და არც ქამრით არ უნდა დაჩაგრონ. ბავშვების დამცირება არ გამოსდით არც მასწავლებლებს, ფინური შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე. მთავარი არის ის, რომ ყველა მასწავლებელი კონტრაქტს აფორმებს 1 წლით, შესაძლო გაგრძელების (ან არ გაგრძელების) პირობით
3. უფასო
სწავლის გარდა, ასევე უფასოა სადილი, ექსკურსიები, მუზეუმები და არასაკლასო აქტიურობა
ტრანსპორტი, რომელსაც დაჰყავს ბავშვი, თუ უახლოესი სკოლა მდებარეობს სახლიდან 2 კმ-ზე შორს
სასკოლო წიგნები, კანცელარული საგნები, კალკულატორები და ნოუთბუკები
ნებისმიერი მიზნებისათვის მშობლების მიერ თანხების შეგროვება აკრძალულია.
3. ინდივიდუალურობა.
თითოეული ბავშვისთვის შედგენილია მეცადინეობის ინდივიდუალური გეგმა.
ინდივიდუალიზაცია ეხება სავარჯიშოებს, სასკოლო სახელმძღვანელოებს, სასკოლო და სავარჯიშო დავალებების რაოდენობას და მათზე დახარჯულ დროს. ერთიდაიგივე კლასში ბავშვები ხსნიან სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოს. და შეფასებაც მათი პერსონალური დონის გათვალისწინებით აქვთ. თუ საწყისი სირთულის „შენი“ დავალება კარგად ამოხსენი, მიიღებ 10-ს. შემდეგ გაძლევენ უფრო რთულ დავალებას. თუ ვერ ამოხსნი, შემდეგ ისევ შედარებით ადვილ დავალებას მოგცემენ.
ფინურ სკოლებში ჩვეულებრივ სწავლასთან ერთად არის საგანმანათებლო პროცესის 2 უნიკალური განმასხვავებელი:
სუსტი მოსწავლეების მხარდაჭერა, იმას რასაც რუსეთში კერძო რეპეტიტორებს ეძახიათ. ფინეთში რეპეტიტორობა არ არის პოპულარული, სკოლის მასწავლებლები ნებაყოფლობით ასრულებენ ასეთ დამატებით დახმარებას გაკვეთილების დროს ან მის შემდეგ.
მაკორექტირებელი სწავლება - დაკავშირებულია მასალის ათვისების საერთო პრობლემებთან. მაგ. თუ ბავშს ცუდად ესმის მისთვის არამშობლიური ფინური ენა, რაზედაც მიდის სწავლება, ან აქვს სირთულე დაიმახსოვროს მასალა, ან ბავშვის ასოციალური ქცევა. მაკორექტირებელი სწავლება ტარდება პატარა ჯგუფებში ან ინდივიდუალურად.
4. პრაქტიკულობა
ფინელები ამბობენ, ან ჩვენ მათ ვამზადებთ ცხოვრებისთვის, ან გამოცდებისთვის.. ჩვენ ვირჩევთ პირველს. ამიტომ ფინურ სკოლებში გამოცდები არ არის. არის საკონტროლო და შუალედური ტესტები - მასწავლებლის შეხედულების მიხედვით. არის მხოლოდ ერთი აუცილებელი სტანდარტული ტესტი სკოლის დამთავრების დროს. თუმცა შედეგებზე მასწავლებლები არ დარდობენ, რადგან არავის წინაშე პასუხს არ აგებენ და მოსწავლეებს ამისთვის სპეციალურად არ ამზადებენ. რაც არის, ეგაც კარგია.
სკოლაში ასწავლიან იმას, რაც შეიძლება გამოადგეს ცხოვრებაში. ბუხრის მოწყობა, მაგ. არ გამოადგებათ და არც ასწავლიან. სამაგიეროდ აქაურმა ბავშვებმა ბავშვობიდან იციან რა არის „პორტფოლიო“, კონტრაქტი, საბანკო ბარათი. შეუძლიათ პროცენტის გამოთვლა მემკიდვრეობით მიღებულ ქონებაზე გადასახადისათვის, ან მომავალში მიღებულ შემოსავალზე, საიტის შექმნა ინტერნეტში, საქონლის ფასის დათვლა რამდენიმე ფასდაკლების შემდეგ
5. ნდობა
პირველ რიგში სკოლის მუშაკებთან და მასწავლებლებთან დამოკიდებულებაში. აქ არ არის არანაირი შემოწმება, მეთოდისტები, რომლებიც ასწავლიან თუ როგორ უნდა ასწავლონ. სასკოლო განათლება ქვეყანაში არის ერთიანი, მაგრამ მოიცავს ზოგად რეკომენდაციებს. და თითოეული პედაგოგი იყენებს იმ მეთოდს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.
მეორე, მოსწავლეების ნდობა: გაკვეთილზე ისინი აკეთებენ იმას რაც უნდათ. მაგ. თუ გაკვეთილზე ჩართულია სასწავლო ფილმი, მაგრამ მოსწავლეს არ აინტერესებს, მას შეუძლია წაიკითხოს წიგნი. ითვლება რომ მოსწავლე თვითონ შეარჩევს რა სჭირდება მას.
6. ნებაყოფლობითი
ითვლება რომ სწავლობს ის, ვისაც სწავლა უნდა. მასწავლებლები ცდილობენ მოსწავლის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ თუ მას ამის სურვილი არ აქვს ან არ აქვს მიდრეკილება სწავლისადმი, ცდილობენ მოსწავლის ორიენტირებას იმაზე რაც მისთვის სასარგებლო იქნება მომავალში, „შედარებით იოლი პროფესიისკენ და არ „დაბომბავენ“ ორიანებით. ყველა ვერ ააგებს თვითმფრინავებს, ვიღაცამ უნდა შეძლოს ავტობუსების კარგად ტარება
ამაში ხედავენ ფინელები საშუალო სკოლის ამოცანას - გამოავლინოს შეუძლია თუ არა მოსწავლებს სწავლის გაგრძელება ლიცეუმში, თუ საკმარისია ცოდნის რაღაც მინიმალური დონე, ვინც წავა პროფსასწავლებელში. უნდა აღინიშნოს რომ ერთიც და მეორეც ქვეყანაში თანაბრად არის დაფასებული
ბავშვის შესაძლებლობების გამოვლენით დაკავებული სკოლის საშტატო სპეციალისტი - „მომავლის მასწავლებელი“
სწავლის პროცესი ფინურ სკოლაში საკმაოდ დელიკატურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეიძლება „დაიკიდო“ სკოლა. სასკოლო რეჟიმის კონტროლი აუცილებელია. ყველა გაცდენილი გაკვეთილი აუცილებლად ანაზღაურდება. მაგ. მე-6 კლასის მოსწავლესათვის მასწავლებელმა შეიძლება გამონახოს „ფანჯარა“ და დასვას თავის გაკვეთილზე მე-2 კლასელებთან ერთად - დაჯექი და იფიქრე ცხოვრებაზე. არ ასრულებ დავალებას, არ მუშაობ კლასში - არავინ გამოიძახებს მშობლებს, დაგემუქრება, მოგაყენებს შეურაწყობას. თუ არც მშობლებს ადარდებს შვილის სწავლა-განათლება, ის წყნარად ჩარჩება კლასში.
ფინეთში კლასში ჩარჩენა სამარცხვინო არ არის, განსაკუთრებით მე-9 კლასის შემდეგ. ცხოვრებისთვის საჭიროა სერიოზული მომზადება, ამიტომ ფინეთში არის დამატებითი (არააუცილებელი) მე-10 კლასი
7. დამოუკიდებლობა
ფინელები თვლიან, რომ სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი მთავარისთვის - წარმატებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამიტომ აქ ასწავლიან აზროვნებას და ცოდნის თავად მიღებას. მასწავლებელი ახალ თემებს არ ჰყვება - ყველაფერი წერია წიგნებში. მთავარია არა ფორმულირების დაზეპირება, არამედ წიგნის, ტექსტის, ინტერნეტის, კალკულატორის გამოყენება - საჭირო რესურსების მოძება დასმული ამოცანის გადასაწყვეტად.
ასევე სკოლის პედაგოგები არ ერევიან მოსწავლეების კონფლიქტებში, აძლევენ რა შესაძლებლობას მოერგონ ცხოვრებისეულ სიტუაციებს და მიეჩვიონ დაიცვას საკუთარი თავი.
რას ასწავლიან:
1-2 კლასი: მშობლიური ენა (ფინური) და კითხვა, მათემატიკა, ბუნება, რელიგია (რწმენის შესაბამისად) ან ცხოვრების აღქმა (მათთვის, ვისაც არ აინტერესებს რელიგია), მუსიკა, შრომა და ფიზკულტურა. ერთ გაკვეთილზე შესაძლებელია რამდენიმე დისციპლინის სწავლება.
მე-3-მე-6 კლასი
იწყება ინგლისური ენის სწავლება. მე-4 კლასში ემატება კიდევ ერთი უცხო ენა ასარჩევად: ფრანგული, შვედური, გერმანული ან რუსული. შემოდის დამატებითი საგნები (ასარჩევად), სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა - კომპიუტერზე სწრაფად ბეჭდვა, კომპიუტერის შესწავლა, ხესთან მუშაობა, გუნდური სიმღერა. თითქმის ყველა სკოლაში - მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. 9 წლის მანძილზე ბავშვები მოსინჯავენ ყველაფერს - დუდუკიდან დაწყებული კონტრაბასით დამთავრებული.
მე-5 კლასში ემატება ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ისტორია. 1-დან მე-6 კლასამდე ყველა საგანს აწავლის 1 პედაგოგი. ფიზკულტურა - ნებისმიერი სპორტული თამაში -1-3 ჯერ კვირაში. გაკვეთილის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება. ლიტერატურა, ჩვენი გაგებით, ეს იმდენად სწავლება არ არის, რამდენიც უბრალოდ კითხვა. საგნის მასწავლებლები ჩნდებიან მე-7 კლასში.
მე-7 მე-9 კლასი
ფინური ენა და ლიტერატურა, შვედური, ინგლისური, მათემატიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ჯანმრთელობის საფუძვლები, რელიგია (ცხოვრების აღქმა), მუსიკა, ფიზკულტურა, ასარჩევი საგნები, შრომა. შრომაზე გაკვეთილი არ ტარდება ცალკე გოგოებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის. ყველა ერთად სწავლობს სუპის მომზადებას, ან ხეზე ჭრას.
ვის სჭირდება ნიშნები?
ქვეყანაში მიღებული შეფასების 10-ბალიანი სისტემა, მაგრამ მე-7 კლასამდე გამოიყენება ზეპირსიტყვიერი შეფასება, არაუშავს, დამაკმაყოფილებელი, კარგი
ყველა სკოლა მიერთებული სახელმწიფო ელექტრონულ სისტემასთან, ელექტრონული სკოლის დღიურის მაგვარი, რომელთანაც მშბლებს აქვთ წვდომა. პედაგოგები წერენ შეფასებებს, სხვადასხვა კომენტარს, აცნობენ მოსწავლის ცხოვრებაზე სკოლაი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, „მომავლის მასწავლებელი“, ფელდშერი ასევე ტოვებენ ინფორმაციას ბავშვის შესახებ.
ფინურ სკოლაში ნიშნებს არ აქვთ მრისხანე შეფერილობა და საჭიროა მხოლოდ მოსწავლისთვის, იმისათვის რომ მოხდეს მოსწავლის მოტივირება და დაეხმაროს მას დასახული ამოცანების მიღწებაში და თვითშეფასებისთვის, რომ გააუმჯობესოს შედეგები, თუ მას სურს. ნიშნები არანაირად არ აისახება მასწავლებლის რეპუტაციაზე, და სკოლის „რაიონულ“ მაჩვენებლებს არ აუარესებს.
სასკოლო ცხოვრების წვრილმანები
სკოლის ტერიტორია არ არის შემოღობილი, არც დაცვა არ დგას. სკოლების უმეტეს ნაწილს აქვს კარების ავტომატურად დაკეტვის სისტემა, შესაბამისად შენობაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ შესვენებების დროს
ბავშვები არ ზიან აუცილებელი წესით მერხებთან, მათ შეუძლიათ იატაკზე ხალიჩაზე დასხდნენ. არ არსებობს არც სკოლის ფორმა ან რაიმე მოთხოვნები ჩაცმის მიმართ, შესაძლებელია თუნდაც პიჟამოთი მისვლა. საჭიროა გამოსაცვლელი ფეხსაცმელით მისვლა, დაბალ კლასებში „ნასკებით’ დადიან კლასში. თბილ ამინდში გაკვეთილი ტარდება სუფთა ჰაერზე სკოლასთან, ბალახზე, ან სპეციალურად მოწყობილ „ამფითეატრებში“. დაბალი კლასის მოსწავლეები აუცილებელი წესით გაჰყავთ გარეთ თუნდაც 10 წუთით
საშინაო დავალებებს იშვიათად აძლევენ. ბავშვებმა უნდა დაისვენონ. და მშობლები არ უნდა იყონ ბავშვებთან დაკავებული გაკვეთილების მომზადებით. პედაგოგები რეკომენდაციას აძლევენ რომ ამის მაგივრად მშობლებმა ბავშვებთან ერთად მოაწყონ ოჯახური გასვლა მუზეუმში ან ბასეინზე.
დაფასთნა სწავლების მეთოდიც არ გამოიყენება. ბავშვებს არ იძახებენ მასალის მოსაყოლად. მასწავლებელი აძლევს საერთო მიმართულებას გაკვეთილს, დადის მოსწავლეებში, ეხმარება მათ და აკონტროლებს დავალებების შესრულებას. ამითვე არის დაკავებული მასწავლებლის დამხმარე (არის ასეთი პოზიციაც ფინურ სკოლებში)
ასე გამოიყურება მოკლედ ფინური საშუალო განათლება. ფინელები არ აცხადებენ პრეტენციას იდეალურ სისტემაზე, არ კმაყოფილდებიან მიღწეულით, რადგან კარგში შესაძლებელია ნაკლოვანაბების აღმოჩნეა. ისინი მუდმივად იკვლევენ, რამდენად არის მათი სასკოლო სისტემა შესაბამისობაში იმ ცვლილებებთან რომელიც საზოგადოებაში ხდება. მაგ. ამჟამად მზადდება რეფორმა რომელიც გულისხმობს მათემატიკის ალგებრად და გეომეტრიად დაყოფას და იზრდება საათების რაოდენობა ამ მიმართლები. ასევე უნდათ ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერების ცალკე სასწავლო საგნებად გამოყოფა.
ფინური სკოლა ერთ რამეს უპირობოდ აკეთებს. მათი ბავშვები არ იღვიძებენ ღამღაობით ნერვული დაძაბულობისგან, არ ოცნებობენ რაც შეიძლება მალე გაიზარდონ, არ გააჩნიათ ზიზღი სკოლის მიმართ, არც წვალობენ არც თვითონ და არც მშობლებს აწვალებენ გამოცდებისთვის მომზადების დროს. წყნარები, საზრიანები და ბედნიერები, ისინი კითხულობენ წიგნებს, უყურებენ ფილმებს ფინურ ენაზე თარგმანის გარეშე, თამაშობენ კომპიუტერზე, დარბიან როლიკებით, ველოსიპედებით, მღერიან, დგავენ თეატრალურ პიესებს. მათ უხარიათ ცხოვრება და ამ ყველაფერთან ერთად ასწრებენ სწავლასაც...
This post has been edited by Asmeta1084 on 22 Jan 2015, 15:00