RedBullabeka-1985 ქუთაისი ლ.ასათიანის 96
spider77არადა წინა მთავრობას აგინებენ ესენი

სრული სტატია აღარ დავდე თავში იმენა ეს მთავრობა ფარავს
სტატიის გაგრძელება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კომპანიის დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლებმა 27 იანვარს პრეზენტაცია გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლებმა კომპანიის მიერ განვლილ გზაზეც ისაუბრეს და როგორც აღინიშნეს, რომ არ ყოფილიყო ახალი მთავრობის ურყევი ნება ბიზნესის წნეხისაგან განთავისუფლების შესახებ, კომპანია საქმიანობის ხელახლა დაწყებას ვერ მოახერხებდა.
„სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ კლიენტებთან და პარტნიორებთან ერთად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივიწევდით წინ, ვისახავდით სულ ახალ და ახალ მიზნებს, ვგეგმავდით სულ უფრო და უფრო რთულ და ინოვაციურ ამოცანებს, მოხდა ის რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით. ყოფილმა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ რუდუნებით აწყობილ ბიზნესს თვალი დაადგა და ყოველგავრი ცერემონიის გარეშე დაიწყო ჩვენი აქტივების ექსპროპრიაცია. დაგვაპატიმრეს და გლდანის ავადსახსენებელ ციხეში გამოგვკეტეს. მუქარით, შანტაჟითა და ძალადობით, რომელიც ციხეში ორი თვე გაგრძელდა, ჩვენი კუთვნილი აქტივები კომპანია „გალფის“ სასარგებლოდ დაგვათმობინეს, რომლის უკანაც ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი იდგა. მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ხსნა არსაიდან ჩანდა - ჩვენს გამო საფრთხე უკვე ჩვენი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა.
საბოლოოდ ციხეს თავი დავაღწიეთ და ოჯახებიც ვიხსენით, მაგრამ დავკარგეთ ყველაფერი და 2012 წლის არჩევნებამდე არაერთი შეურაცხყოფისა და დამცირების გადატანა მოგვიხდა. და ისევ, მოულოდნელად, როცა უკვე აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა, სულზე მოგვისწრო ახალმა ხელისუფლებამ. გაჩნდა სამართლიანობის აღდგენის იმედი და პერსპექტივა. გამოჩნდა გზა და ქვეყანაში დაწყებული სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში დავიწყეთ ბრძოლა წართმეული აქტივების დასაბრუნებლად“, - განაცხადეს "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლებმა ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა.
„ეს არის სამართლიანობის აღდგენის მაგალითი. ჩვენ გვერდით ვუდგავართ „სენტას“, რადგან წარმატებული ბიზნესი ბევრ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს და ხელისუფლება ყოველთვის უნდა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. ამ პრეზენტაციაზე კარგად ჩანს, როგორ შეიძლება დიდი შრომის წყალობით, კომპანიამ ნოლიდან დაიწყოს ყველაფერი და მიაღწიოს წარმატებას.''
განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.