"პირველად მედიცინის ისტორიაში სამკურნალოდ ორგანიზმში ნანო რობოტები შეიყვანეს"
http://www.doctrina.ge/Geo/2013-02-23-17-1...-01-27-09-28-36ვეცდები უცხოურ წყაროებშიც გადავამოწმო, მე უკვე ქართული თარგმანი ვნახე და არაფერი არაა დაუჯერებელი, მართლაც, კუჭ-ნაწლავი პირველი სამიზნე უნდა იყოს ნანორობოტებისათვის, იქ და კიდევ კანზე ყველაზე იოლია მოხვედრა. აი სტატიის ძირითადი შინაარსი:
მეცნიერებაში ხშირად მოიხსენიებენ ნანო რობოტ ნანიტებს, რომელთაც ორგანიზმში ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლიათ. მაგალითად, ორგანიზმის შიგნით ვირუსულ უჯრედებთან ბრძოლა ან ცოცხალი ორგანიზმისთვის სამკურნალო საშუალებების მიწოდება უჯრედოვან დონეზე. თითქოს არარეალურად ჟღერს, თუმცა ნანო რობოტები უკვე შექმნილია და მეცნიერების მიერ სატესტო გაშვებაც წარმატებით გაიარა.
სან-დიეგოში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალმა წამლების ნაწილაკების მიწოდების ტექნოლოგია ცოცხალი ორგანიზმის შიგნით ნანო რობოტების დახმარებით წარმატებულად გამოიყენა. პროცედურა მიკროსკოპული რობოტების მეშვეობით განხორციელდა; აღსანიშნავია, რომ არ გამოვლენილა არანაირი უკუჩვენება.
თითოეული ასეთი რობოტთაგანი აღჭურვილია პატარა მილების ფორმის მოლეკულარული ძრავით, რომლის სიგრძე 20 მიკრომეტრია (1 მიკრომეტრი=0.001 მილიმეტრი), ხოლო დიამეტრი 5 მმ. ამასთან, ასეთი მიკროძრავების საწვავს წარმოადგენენ გაზის ბუშტუკები, რომელიც წარმოქმნილია ცოცხალი ორგანიზმის კუჭშიქიმიური რეაქციების შედეგად.
სატესტო სუბიექტს ცოცხალი თაგვი წარმოადგენდა, რომელიც როგორც მეცნიერები აღნიშნავენ ექსპერიმენტის შედეგად სრულიად ჯანმრთელია.
ორგანიზმის შიგნით, ნანიტების მოძრაობის სიჩქარეა 60 მიკრომეტრი წამში; ამის გამო ნანიტებს გარკვეული დრო სჭირდებათ კუჭის ლორწოვან გარსამდე მისასვლელად. მთავარი მიზნის მიღწევის შემდეგ, ნანიტებმა კუჭ-ნაწლავის ქსოვილს წამლის ნაწილაკები მიაწოდეს.
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)