#43567615 · 26 Jan 2015, 15:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით. მაინტერესებს თუ იცით ვინმემ ეს პროგრამა და თუ გიმუშავიათ. მოკლედ, დამაინტერესა " Office 2010. Project"–მა და მინდა კონკრეტული ამოცანების ამოხსნა მაგრამ სამწუხაროდ ვერც გაიდებში და ვერც Youtube.com - ზე ვერ ვნახე თუ როგორ კეთდება. ჩემი პროექტი ეხება ბრენდის მარკეტინგულ განვითარებას , სადაც მაქვს 2 პროექტი და უნდა იყოს გაერთიანებული. 1) კომპანია და მისი თანამშრომლები რომლებიც მუშაობენ დილის 10:00 -დან 18:00 საათამდე.(შაბათ - კვირის გარდა) 2) ამავე კომპანიის მაღაზია რომელიც მუშაობს ყოველ დღე დილის 11:00 - დან 22:00 საათამდე. თანამშრომლების წყობა 2/2 -ზეა. ანუ 2 დღე მუშაობენ 2 დღე ისვენებენ.
დავალებაში მაქვს აქციების დაგეგარება და ასევე მათი გადაჭრა და მაღაზიაში აქციების ჩატარება.
საქმე იმაშია, რომ როდესაც ბიზნეს გეგმას ვაკეთებდეი ბრენდ მენეჯერისათვის ყველაფერი იდეალურად მუშაობდა რადგან სამუშაო გრაფიკი იყო სტანდარტული 8 საათიანი. ხოლო როდესაც გადავედი მაღაზიის აქციებზე და მჭირდებოდა არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი " Office 2010. Project"-მა ვერ გამიგო და საათები და დღეები ამირია.
თუ იცით ვინმემ როგორ გადავჭრა ეს პრობლემა დამეხმარეთ. უკვე 2 ღამე გავათენე და ვერსად ვერ ვიპოვე გადაჭრის მეთოდი. სხვა და სხვა ფაილებში გაკეთებას ნუ მირჩევთ მაშინ " Office 2010. Project"-ში მუშაობას აზრი არ ექნება.
წინასწარ დიდი მადლობა
--------------------
BE ORIGINAL FOR ONE THING... TAKE CARE ABOUT SEX. USE FAVORITOR DIE WITH HIGH SPEED!!!
|