პირველ რიგში მინდა იცოდეთ:
ა) პროცესორსაც და კვებასაც არის ახალივით, არა აქვთ არანაირი დეფექტი.
ბ) კვებას მოყვება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ახალს მოყვება. და ეს ყველაფერი, ყუთის ჩათვლით, არის მშვენიერ მდგომარეობაში, არც შელახულია, არც გაცვეთილი და არც მიჭეჭყილ-მოჭეჭყილი.
გ) გაყიდვის მიზეზი არის მხოლოდ ერთი: ამ პატივცემული მოწყობილობების შესაძლებლობების 50%-საც ვერ ვითვისებ და ჯობს იმან შეიძინოს, ვისაც ჩემზე მეტად გამოადგება.
დ) ვინაიდან გაყიდვის მიზეზი არ არის კომერციული მოგების ნახვა, არც სასწრაფოდ თანხის შოვნა და არც დეფექტიანი პროდუქციის თავიდან მოცილება, ფასის დაკლებას ტყუილად ელოდებით. ბოლობოლოს ამაზე ნაკლებად გადაყრას, ჩავსვამ ქეისში და ვამუშავებ ნახევარ დატვირთვაზე, რა პრობლემაა.
გაცვლით ორივე გაიცვლება, ოღონდ:
კვება უნდა იყოს არანაკლებ 1000W gold და რაიმე პატივცემული ბრენდის (და არა ჭუჭმექს Green Hui Edition);
პროცესორიც, შესაბამისად იგივე სოკეტზე.
გასაყიდი ფასები საკმაოდ ნორმალური მიწერია, ასე რომ გაცვლისას თქვენც ნორმალური თანხის დამატება შემომთავაზეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ნაწილების ჩამოტანა და შეფასება მეც არ მეშლება.
ერთ-ორ დღეს კიდევ ვაცდი, მერე ჩავსვამ სისტემაში და აღარც დავშლი.
ასე რომ მყიდველმა დროზე იყიდოს.
ცოტა ოფიციალურად კი გამომივიდა, მაგრამ საქმის ვითარება ზედმიწევნითაა გადმოცემული