პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულებულია
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულებულია
16:59 / 31.01.2015
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა. „ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა აქციის დასრულებამდე აქციაზე მისულ მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, საზოგადოება უნდა იყოს ერთსულოვანი, რათა ხელისუფლებამ აქციაზე დღეს წამოყენებული მოთხოვნები გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს.
ინაშვილის თქმით, უნდა დასრულდეს არსებული და წინა ხელისუფლების კოჰაბიტაცია, დამნაშავეებმა სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი და ქვეყანაში პროცესები განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია რუსთაველის ძეგლთან დაიწყო. მასში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მონაწილეობდა. დროებით გადაკეტილი იყო მოძრაობა ძეგლის მიმდებარედ, ამ დროისთვის კი აღდგენილია.
აქციაზე რამდენიმე მცირე ინციდენტიც მოხდა - შეუძლოდ გახდა 2012 წლის სექტემბერში გარდაცვლილი 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დეიდა, პარლამენტთან კი, შელაპარაკება დაფიქსრდა აქციების უცვლელი მონაწილე ომარ მაღლაქველიძის მისამართით. ინციდენტები მალევე ამოიწურა.
http://www.info9.ge/politika/107505-patrio...html?lang=ka-GE
ბათუმში ჩაატარეს და ბევრი ხალხი იყო.აქაც ბევრი ხალხი მივიდა.გამოდის ის,რომ ამ ქალს ბევრი ენდობა და სჯერა მისი. ერთადერთი რაც ხალხს უნდა ეს არის კანონის ამუშავება ყველასათვის ერთნაირად და ამას ვინც გააკეტებს ქვეყანასაც უშველის და თვითონაც სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ისტორიაში.ამ ქალს აქვს ამის შანსი და ვნახოთ.
ხო,სანამ თქვენ დაწერეთ მაგარი მკიდია ამ ქალის რუსეთის აგენტობა,რადგან ყველა თემაში გეკიტხებოდით ამას და პასუხი ვერავინ გამეცით.
This post has been edited by lasha1997 on 1 Feb 2015, 01:28