...ალბათ უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტერმინები - "რუსეთუმე" და "პროდასავლეთუმე", აქტიური ვერბალური პოლიტიკის განუყრელ თანამგზავრებად იქცნენ!
გაიხედავ და ტელევიზიით, პრესით თუ რადიოთი, ვისაც კი პოლიტიკასთან და მასმედიასთან რაიმე შეხება აქვს, მათი მხრიდან ყოველდღიურად აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის გამიჯვნა და დეფინიცირება...პრორუსულ თუ პროდასავლურ რაკურსებში!
...ეს ჩემი, როგორც იუზერის პირადი აზრია და არა მგონია მას არ იზიარებდნენ ის იუზერები, ვისთვისაც პოლიტგანყი კაი ხანია გამოიყურება როგორც ერთგვარი "რუსეთუმ-პროდასავლეთუმეური" ნათლობის ჯაზ-კლუბი!...შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანების კატეგორიას უბრალოდ არ შეუძლია სიცოცხლე, თუ არ მოახდინა ამა თუ იმ მოვლენის და შეხედულების კვალიფიცირება ... "რუსეთუმეულ" ან "პროდასავლურ" პრიზმაში! ამ ტენდენციამ კი უკვე ისეთი ხასიათი მიიღო, რომ ეს ტერმინები ლამის ჩვენი საზოგადოების არქეტიპებად იქცნენ და ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში ჩვენი ქვეყანა დასახლებული იქნება მხოლოდ "უცხოთუმეებით", რომელთა ერთი ნაწილის ტვინის ვექტორები მიმართული იქნებიან დასავლეთით, მეორე ნაწილის კი - ჩრდილოეთით!
მაშინ ისმის ასეთი არსებითი საკითხი - რაში სჭირდება საქართველოს გარეშე მტერი, როცა მის საქმეს, თავად რუსეთუმე და პროდასავლეთუმე ქართველებიც შესანიშნავად გააკეთებენ?!...ამ არსებით საკითხზე კი დაფიქრება მართებს საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ჯერ არ განუცდია ამდაგვარი ტერმინოლოგიური ტვინისღრძობა და მიმდინარე მოვლენებს ჯერ ისევ ქართული თვალსაწიერიდან აფასებს!
...ერთ ფაქტს, რომელსაც ვერსად გავექცევით ისაა, რომ პოსტსაბჭოურ ეპოქაში, ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენ მოგვიწია ისეთ გეოპოლიტიკურ ინტერესებში ჩართვა, რომლის მოთამაშეებიც ჩვენზე გაცილებით გამოცდილნი და განსწავლულნი იყვნენ გლობალურ პოლიტიკურ მენეჯმენტში და მარკეტინგში, რაც მარტივი ენით რომ ვთქვათ, გარდა ეკონომიკური მანიპულირებისა, გულისხმობს ჩვენისთანა განვითარებადი ქვეყნების იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურ მანიპულირებასაც!
...მსოფლიო გავლენის სფეროთა გაფართოების მარათონში, ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ იქნებიან მისი თვითმყობადობისთვის და საქართველოდ არსებობისათვის საფრთხის შემცველნი - რუსეთი, ბუსეთი, აშუჭუ, ყირანი, ჩინეთი თუ ჩურთეთი!...მნიშვნელობაში ვგულისხმობ იმ ფორმებს, რა ფორმიებითაც შეიძლება მოხდეს ქართული ეროვნული ფასეულობების ნიველირება, დაკნინება და ქვეყნის "პრახადნოიდვორიზაცია"!...თემას ძაან შორს რომ არ გადავუხვიოთ, აქვე აღვნიშნავ, რომ ე.წ. - "რუსეთუმ-პროდასავლეთუმეობის" ქართული ფენომენიც ამ უცხოურ იდეოლოგიური ექსპანსიის პირდაპირ გამოძახილს წარმოადგენს...
ქართული-მაჩვოსოფია და დეილ კარნეგი. (post #39922371)...როცა წმინდა ილია მართალი მოკლეს, უკეთ გამოჩნდა ვინ ვინ იყო. ზოგიერთ მაშინდელი დასავლურად მოაზროვნე სოციალ-დემოკრატ სტუდენტთა ნაწილი სიამოვნებით იმეორებდნენ თავიანთი ლიდერის ნოე ჟორდანიას `ფრთოვან~ ფრაზას, ნათქვამს ილიას მკვლელობაზე: `ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა~(აღსანიშნავია, რომ 30 წლის მერეც ჟორდანია იგივეს იმეორებდა, ილია ჭავჭავაძემ გლეხებს უღალატაო). `ეს ნაფოტი თურმე ილია მართალი ყოფილა, რომელიც პირველი ალაპარაკდა ქართველთა უცხოთუმეობის მოურჩენელ სენზე! მართლაც და სადამდე შეიძლება იყოს კაცი გაბოროტებული საკუთარ ერზე, რომ მისი სულიერი მამა, მოკლული, ნაწამებიც კი არ დაინდოს და შეურაცხყოს?!!!
(მენშევიკ გენერალ კვინიტაძს მოგონებებიდან)......მაშინაც თითქმის იგივე პრობლემა იდგა - თავად ილია ჭავჭავაძეც კი არ ჯდებოდა მაშინდელ "პროდასავლურად" მოაზროვნე ქართველ სოციალ-დემოკრატთა გემოვნებების ცვეტში, ისევე როგორც დღეს ჩვენი პატრიარქი ილია II, "რუსეთუმედ" და ლამის პუტინის მრჩევლად რომ ნათლავენ ზოგიერთი ტვნინგაწყალებული ვაი-პროდასავლენი!
...არსებითი მომენტი აქ ერთია - მთავარია რაღაც ადამიანთა მასა დააჯერო და ე.წ. პროგრესულ-დემოკრატიული ღირებულებების შირმით და შემდგომ მათი საშუალებით მოახდინო საზოგადოების დაყოფა და ტერმინოლოგიური ნათლობა - "რუსეთუმ -პროდასავეთუმეებად", დანარჩენს ამ ტერმინთა მაგიური ძალა მიხედავს...
პ.ს. ..ისევე როგორც, ბიბლიაშია ნათქვამი - "პირველად იყო სიტყვა"-ო!...თუმცა უმეტესწილად "სიტყვა და სიტყვები" დღეს ღმერთთან და ღმერთისგან კი არაა, არამედ უღმერთო და წამხდარი ადამიანების ურთიერთგადაბრალების, თავის მართლების გაპრავებისა და საზოგადოების ტვინის გამორეცხვის ეფექტური საშუალებადაა დამკვიდრებული!
...თუ მიმიხვდით რისი თქმაც მინდა, ხო კაი...თუ არა და ჯიმი ლევი აქაა და მას მაინც არ შეეშლება!