VIVA_BARCA
Tennis Expert

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 465
წევრი No.: 100129
რეგისტრ.: 16-September 09
|
#43618051 · 31 Jan 2015, 15:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,ჩემ ძმას(მეორე კურსელი) აქვს უნივერსიტეტისათვის გასაკეთებელი დავალება, მჭირდება სპეციალისტი რომელიც შეასრულებს ქვემოთ მოცემულ დავალებას ანაზღაურებით... მსურველებმა შემეხმიანეთ...
1. შექმენით ორგანიზაცია და განსაზღვრეთ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა დასახელება, შექმნის თარიღი, ეკონომიკური საქმიანობის სფერო, 2. დაათარიღეთ ნებისმიერი სამეურნეო ოპერაციის განხორციელება ! 3. ორგანიზაცია დაარეგისტრირეთ დამატებითი ღირებულების გადამხდელად ! 4. განსაზღვრეთ რამოდენიმე დამფუძნებელი (მინიმუმ ორი), საწესდებო კაპიტალი ნებისმიერი ოდენობით, ნაწილობრივ თანხით და ნაწილობრივ ძირითადი საშუალებით, ამასთან თანხის ნაწილი შეავსეთ დაფუძნებისთანავე, ნაწილი მოგვიანებით 3-6 თვის შემდეგ, ხოლო ნაწილი მომავალ საანგარიშგებო პერიოდში 5. უნდა შექმენათ ძირითადი კაპიტალის მინიმუმ ხუთი ჯგუფი, მათ შორის არამატერიალური აქტივების ჯგუფიც კონკრეტული ჩამონათვალით, აგრეთვე გაითვალისწინეთ აქტივი რომელსაც არ ერიცხება ცვეთა 6. შეიძინეთ ძირითადი საშუალებები და განსაზღვრეთ თვითღირებულებები. შეადგინეთ სამეურნეო ოპერაციების შინაარსი სადაც შეძენაზე გაწეული დანახარჯები სრულად აისახება თვითღირებულებაში და სადაც შეძენაზე გაწეული დანახარჯები არასრულად აისახება (ანუ გამოიყენეთ დაბრუნებადი გადასახადები) თვითღირებულებაში. 7. შეიძინეთ ძირითადი კაპიტალი (საშუალებები) როგორც შემდგომი გადახდის პირობით (ნაწილი გადაიხადეთ 6 თვის შემდეგ, ნაწილი დატოვეთ მომავალ საანგარიშგებო პერიოდში გადასახდელად ანუ მიმდინარე საანგარშგებო პერიოდში იგი უნდა ასახოთ ვალდებულების მუხლში) ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე შეიძინეთ კრედიტით, მინიმუმ ორწლიანი განვადებით, აწარმოეთ საკუთარი ძალებით, მიიღეთ უსასყიდლოდ და გაცვალეთ სხვა კომპანიის აქტივზე 8. ძირითადი კაპიტალის აღიარების შეწყვეტა განახორციელეთ გაყიდვის, ლიკვიდაციის, უსასყიდლოდ გადაცემით და დემონტაჟის ოპერაციებით 9. პერიოდის ბოლოსთვის დათვალეთ ძირითადი კაპიტალის ცვეთა სამი მეთოდის (წრფივი, შემცირებადი ნაშთის და წარმოების ერთეულთა ჯამის ან წლების ერთეულა ჯამის) მიხედვით 10. პერიოდის ბოლოსთვის დათვალეთ ძირითადი კაპიტალის ცვეთა და ამორტიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ეს თანხა გამოიყენეთ შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებაში 11. გამოიყენეთ კაპიტალური და მიმდინარე რემონტის მინიმუმ ოთხი შემთხვევა 12. განახორციელეთ რამოდენიმე აქტივების გადაფასება (აფასება, ჩამოფასება) ორივე მეთოდის (პროპორციული/ინდექსაციის და ელიმინირების/იგნორირების) მეთოდებით 13. უნდა შექმნათ სასქონლო-მატერიალური მარაგების მინიმუმ ოთხი ჯგუფი კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე 14. შეიძინეთ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და განსაზღვრეთ თვითღირებულებები. შეადგინეთ სამეურნეო ოპერაციების შინაარსები, სადაც შეძენაზე გაწეული დანახარჯები სრულად აისახება თვითღირებულებაში და სადაც შეძენაზე გაწეული დანახარჯები არასრულად აისახება (ანუ გამოიყენეთ დაბრუნებადი გადასახადები) თვითღირებულებაში. 15. განსაზრვრეთ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება (საშუალო შეწონილი მეთოდი, იდენტიფიცირებული ფასების მეთოდი, ფიფო მეთოდი, ლიფო მეთოდი) მეთოდების მიხედვით 16. მოახდინეთ შეძენილი საქონლის რეალიზაცია როგორც უწყვეტი (მუდმივი) ასევე, პერიოდული (ცვალებადი) აღრიცხვის მეთოდების მიხედვით. გაითვალისწინეთ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) ნაშთის დატოვება პერიოდის ბოლოსთვის 17. მოახდინეთ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია და გამოიყენეთ ნორმირებული და არანორმირებული დანაკლისების/დანაკარგების სახეები 18. განახორციელეთ სასქონლო- მატერიალური ფასეულობების გადაფასება (აფასება, ჩამოფასება) მარაგის თითოეული ერთეულის და მარაგის ძირითადი ჯგუფების მიხედვით 19. გააფორმეთ კონტრაქტები და აღიარეთ შემოსავლები მთელი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში შემდეგი პირობების გამოყენებით: საქონლის/მომსახურების მიწოდება, საქონლის/მომსახურების გაყიდვა განვადებით, შემოსავლების აღიარება საქონლის/მომსახურების აღიარება მიწოდების შემდეგ, გაყიდვა კონსიგნაციით, საკომისიო კონტრაქტით და შუამავლების მეშვეობით 20. გაითვალისწინთ პროცენტის ,დივიდებდის და როიალტის აღრიცხვის მაგალითები კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე (ერთ-ერთი მათგანი მაინც) 21. გააფორმეთ კონტრაქტი გამოიყენეთ მიღებული ავანსის შემთხვევა, წლის ბოლოს დააზუსტეთ შემოსავლის ოდენობა და გააკორექტირეთ მიღებული ავანსი შემოსავალის სახით. 22. გააფორმეთ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში შეძენილი პროდუქციის, მასალების და სხვა (პროდუქციის თვითღირებულება) რამოდენიმე ხელშეკრულება 23. გააფორმეთ შემდეგი შინარსის ხელშეკრულებები საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯების გაწევისთვის, შრომის ანაზღაურების ხელშეკრულებები, სხვადასხვა ტიპის ხარჯების ხელშეკრულებები (საკანცელარიო ნივთები, ოფისის მცირეფასიანი ინვენტარი, იჯარა, საკომუნიკაციო, საწვავი და სხვა) 24. საანგარიშგებო პერიოდში ასახეთ რამოდენიმე მივლინების ოპერაცია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ 25. გააფორმეთ და წინასწარ გადაიხადეთ რამოდენიმე კონტრაქტის თანხა, წლის ბოლოს დააზუსტეთ ხარჯის ნაწილი და გააკორექტირეთ წინასწარ გადახდილი თანხები 26. გააფორმეთ ორ-ორი კონტრაქტი ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პირობით უცხოურ ვალუტაში, (ერთი კონტრაქტის პირობით გადახდის თარიღი აიღეთ მიმდინარე პერიოდი, ხოლო მეორე კონტრაქტის პირობებით გადახდის თარიღი აიღეთ მომავალი საანგარიშგებო პერიოდი) 27. გააფორმეთ ორ-ორი კონტრაქტი ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაყიდვის პირობით უცხოურ ვალუტაში, (ერთი კონტრაქტის პირობით გადახდის თარიღი აიღეთ მიმდინარე პერიოდი, ხოლო მეორე კონტრაქტის პირობებით გადახდის თარიღი აიღეთ მომავალი საანგარიშგებო პერიოდი) 28. გააფორმეთ ორი კონტრაქტი და ანგარიშსწორებისთვის გამოიყენეთ აკრედიტივი (ერთ შემთხვევაში გადაიხადეთ საკუთარი ფულადი სახსრებით და მეორე შემთხვევაში გადაიხადეთ ბანკის კრედიტით და კრედიტი დაფარეთ წლის ბოლოს), ამასთან ასახეთ აკრედიტივის მომსახურების და სესხის მომსახურების/პროცენტის ხარჯებიც 29. წლის დასაწყისში (პირველ იანვარს) გააფორმეთ 5 წლიანი სასესხო ხელშეკრულება ბანკთან, 6 თვიანი გადახდის პერიოდით. გაითვალისწინეთ სესხის მომსახურების საკომისიო (1 %) ხარჯი და სარგებლის/პროცენტის ხარჯი 30. გააფორმეთ ორი კონტრაქტი ფასდათმობის პირობით განახორციელეთ საქონელის/მომსახურების მიწოდება და ერთ შემთხვევაში გამოიყენეთ მთლიანი თანხის მეთოდი და მეორე შემთხვევაში წმინდა თანხის მეთოდი 31. გააფორმეთ კონტრაქტი საქონლის/მომსახურების უკან დაბრუნების პირობით 32. 15 მარტს 6 თვის ვადით მიღებულია მარტივი თამასუქი (დანარჩენი პირობები შეადგინეთ დამოუკიდებლად) 33. 1 ნოემბერს 6 თვის ვადით მიღებულია მარტივი თამასუქი უცხოურ ვალუტაში 34. გააფორმეთ კონტრაქტი საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე, კონტრაქტის თანხის 10 % მიიღეთ ავანსის სახით, საქონლის /მომსახურების მოწოდება მოხდება საანგარიშგებო პერიოდში 35. გააფორმეთ კონტრაქტი საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე, კონტრაქტის თანხის 10 % მიიღეთ ავანსის სახით, საქონლის /მომსახურების მოწოდება მოხდება საანგარიშგებო პერიოდში 36. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს დარჩენილი მოთხოვნებიდან განსაზღვრეთ უიმედო და საეჭვო ვალი (ნეტო კრედიტით რეალიზაციის მეთოდი და დებიტორული დავალიანების ანალიზის მეთოდი) შესაბამისი/სასურველი მეთოდის მიხედვით 37. გააფორმეთ კონტრაქტი საქონლის/მომსახურების შეძენაზე, კონტრაქტის თანხის 10 % გადარიცხეთ ავანსის სახით, საქონლის /მომსახურების მოწოდება მოხდება საანგარიშგებო პერიოდში 38. გააფორმეთ კონტრაქტი საქონლის/მომსახურების შეძენაზე, კონტრაქტის თანხის 10 % გადარიცხეთ ავანსის სახით, საქონლის /მომსახურების მოწოდება მოხდება შემდეგ საანგარიშგებო პერიოდში 39. გაითვალისწინეთ ყველა უცხოური ვალუტის შინაარსის გაკორეტირება 31 დეკემბრის მდგომარეობით ! 40. გაითვალისწინეთ ყველა გადასახადის აღიარება და გადახდა ! ფინანსური ანგარიშგება 41. შეადგინეთ საკუთარი კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება 42. შეადგინეთ ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება 43. შეადგინეთ სრული შემოსულობების ანგარიშგება 44. შეადგინეთ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 45. განმარტებითი შენიშვნები რჩევა! გამოიყენეთ T ანგარიშები და ექსელის დოკუმენტის გვერდებზე განათავსეთ ანგარიშგების ფორმები
|