ძალიან ბევრი ვარიანტი მაქვს მოსმენილი, ან აზრად გავლებული ამ თემაზე. საინტერესოა თქვენი აზრი და ვერსიები. რამდენიმე ვერსიას ჩამოვწერ, რაც გამიგია:
1. მითოლოგიური ღმერთები.
დიდი შანსია, რომ ისინი მართლაც არსებობდნენ, როგორც პიროვნებები, რომლებსაც შეეძლოთ ბევრად მეტის გაკეთება, ვიდრე მათ შემყურე ადამიანებს. არის ორი ვარიანტი:
ა) შესაძლოა არსებობდა დედამიწაზე უფრო ძველი, ტექნოლოგიურად კარგად განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც რაღაც უბედურება დაატყდა თავს და მხოლოდ ხალხის მცირე ნაწილი გადარჩა, გამოიყოლეს მცირედი ცოდნა და ტექნიკა, რაც განუვითარებელ ხალხზე ზებუნებრიობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. წარმოიდგინეთ, ჩვენს დროში დიდი მსოფლიო ომი რომ ატყდეს, სასტავმა მოხიკოს წიგნები, ტექნიკა და სადმე ველურ ტომებში გაიხიზნოს.
ბ) შესაძლოა დედამიწას სტუმრობდა სხვა ცივილიზაცია კოსმოსიდან, რომელსაც სჭირდებოდა ბუნებრივი რესურსები დედამიწაზე და ადამიანებს აბოლებდნენ, რომ ღმერთები იყვნენ და ძღვენს (ანუ რესურსებს) ითხოვდნენ მათგან.
გაითვალისწინეთ, რომ დედამიწაზე უამრევი კვალია შემორჩენილი, რომლის წარმომავლობას ვერ ხსნიან. მარტო ინდოეთი რად ღირს, ატომური ბომბის აფეთქების კვალია ნაპოვნი.
2. რას მოვიაზრებთ ღმერთში? სამყაროს შემქმნელს? თუ სამოთხის "გამგეს"? ცერნში გამოკვლევებით დაადგინეს, რომ სამყაროები მუდამ იქმნება ჩვენს სამყაროში და გადადის ავტონომიურ დროში. სამყარო იქმნება ელემენტარული ნაწილაკების დიდი სიჩქარით შეჯახების შედეგად. ლაბორატორიაში ახლა არ აქვთ ასეთი სიმძლავრის მიღების საშუალება, თუმცა თეორიულად შესაძლებელია სამყაროს შექმნა ლაბორატორიაში. ბუნებრივად კი ისინი კოსმოსური სხივების შეჯახებისას წარმოიშობა. ვთქვათ, ვინმე დვალმა ლაბორატორიაში ექსპერიმენტისას გააკეთა ჩვენი სამყარო, მაშინ ის არის ღმერთი? თუ სხვა სამყაროში კოსმოსური სხივების შეჯახებისას წარმოიშვა ჩვენი სამყარო, ვინ არის ღმერთი? ვინც ჯაჭვის ბოლოში ლაბორატორიაში ცდას ატარებს?
სამოთხის გამგის ვერსიაზე: რა არის სამოთხე, პარალელური სამყარო ხომ? შესაძლებელია, ადამიანის გონება გადადიოდეს პარალელურ სამყაროში და იქ აგრძელებდეს არსებობას? ვთქვათ, გადავედით სხვა სამყაროში, რა გარემოში მოვხვდებით, კოსმოსში? რანაირადაა გაჭრილი გზა დედამიწიდან სხვა სამყაროს პლანეტა "სამოთხე"-მდე?
თუ გიფიქრიათ ასეთ თემებზე და რამე აზრი გაქვთ, რაც არ მომსვლია, სიამოვნებით მოგისმენთ