kino222
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4610
წევრი No.: 18502
რეგისტრ.: 22-March 06
|
#43878635 · 25 Feb 2015, 23:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მატერიალური სამყარო: დიდი სიზუსტით მომუშავე საათი რომ გენახათ, იფიქრებდით, რომ ის თავისით, არაფრისგან გაჩნდა? აშკარაა, რომ ის ვიღაცის გაკეთებულია. არსებობს გაცილებით დიდებული „საათი“. ჩვენი მზის სისტემის პლანეტები და სამყაროში არსებული ვარსკვლავები ადამიანის მიერ შექმნილ უზუსტეს საათებზე უფრო ზუსტად მოძრაობენ. გალაქტიკაში, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა შედის, 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია. ასტრონომების გამოთვლით, სამყაროში დაახლოებით 100 მილიარდი ასეთი გალაქტიკაა. თუ საათის დამზადებას სჭირდება გონიერი ადამიანი, რა შეიძლება ითქვას გაცილებით რთულ და უზარმაზარ სამყაროზე? ბიბლია ამბობს, რომ სამყაროს შემქმნელი არის „ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა, ცის შემოქმედი და მისი დიდებული გადამჭიმავი“ (ეს. 42:5; 40:26; ფსალმ. 19:1). პლანეტა დედამიწა: შუა უდაბნოში ლამაზი, კეთილმოწყობილი, საჭმელ-სასმელით სავსე სახლი რომ გენახათ, დაასკვნიდით, რომ ის შემთხვევით გაჩნდა? ცხადია, არა. თქვენ იფიქრებდით, რომ სახლი ვიღაცამ ააშენა, რისთვისაც მას საკმაო ცოდნა და გამოცდილება დასჭირდებოდა. მეცნიერებმა დღემდე მზის სისტემაში ვერც ერთ პლანეტაზე ვერ აღმოაჩინეს სიცოცხლე დედამიწის გარდა. მათ ხელთ არსებული მონაცემები იმაზე მოწმობს, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლე არ არსებობს. ჩვენს პლანეტას უწოდებენ „სამყაროს საოცრებას, უნიკალურ სფეროს“ („The Earth“, ართურ ბაისერი, ნიუ-იორკი, 1963, გვ. 10). დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რაც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, და ზუსტად იმ სიჩქარით მოძრაობს, რაც მის ორბიტაზე დარჩენას სჭირდება. დედამიწა მეცნიერთათვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ატმოსფერო აკრავს. ატმოსფეროში აირები ზუსტად იმ თანაფარდობითაა, რაც აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მზის სინათლე, ჰაერში შემავალი ნახშირორჟანგი და ნიადაგში არსებული წყალი და მინერალები სათანადო პირობებს ქმნის იმისათვის, რომ ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს საკვებით. ნუთუ ეს ყველაფერი კოსმოსში მომხდარი აფეთქების შედეგია? „რთულია იმის დაჯერება, რომ ყოველმხრივ გაანგარიშებული და ასეთი განსაკუთრებული პირობები შემთხვევით შეიქმნა“ („Science News“, 24 და 31 აგვისტო, 1974, გვ. 124). უდავოდ ლოგიკურია ის, რასაც ბიბლია ამბობს: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4). ადამიანის ტვინი: თანამედროვე კომპიუტერები ინტენსიური კვლევებისა და უდიდესი შრომის შედეგად გამოიგონეს. ისინი თავისთავად არ შექმნილა. მაშ, რაღას ვიტყვით ადამიანის ტვინზე? ნებისმიერი ცხოველის ტვინისგან განსხვავებით, ბავშვის ტვინის მოცულობა დაბადების შემდეგ პირველი წლის განმავლობაში სამჯერ იზრდება. მისი ფუნქციონირების შესახებ მეცნიერთათვის ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. ადამიანებს გვაქვს ენების ათვისების, სილამაზის აღქმისა და მუსიკალური ნაწარმოებების შექმნის თანდაყოლილი უნარი. ჩვენ ვფიქრობთ სიცოცხლის წარმოშობაზე და სიცოცხლის აზრზე. ნეიროქირურგი რობერტ უაიტი აღნიშნავს: „ისღა დამრჩენია, რომ ვაღიარო უდიდესი ინტელექტის მქონე უზენაესის არსებობა, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ტვინისა და აზროვნების გასაოცარ ურთიერთკავშირს. ამის გაგება ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება“ („The Reader’s Digest“, სექტემბერი, 1978, გვ. 99). ყველაფერი კი იწყება ერთი ციდა განაყოფიერებული უჯრედიდან. ბიბლიის დამწერი დავითი იეჰოვას მიმართავდა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“ (ფსალმ. 139:14). ცოცხალი უჯრედი: უჯრედს ზოგი სიცოცხლის „მარტივ“ ფორმასაც უწოდებს. ერთუჯრედიან ორგანიზმებსაც კი აქვთ საკვების მოპოვებისა და გადამუშავების, ნარჩენების გამოყოფის, თავშესაფრის „აშენებისა“ და სქესობრივი გამრავლების უნარი. ადამიანის თითოეული უჯრედი შეიძლება შევადაროთ გალავნიან ქალაქს, რომელსაც ჰყავს მთავრობა წესრიგის შესანარჩუნებლად და გუშაგები ქალაქში შემსვლელ-გამსვლელთა შესამოწმებლად, აგრეთვე აქვს ელექტროსადგური საჭირო ენერგიის გამოსამუშავებლად, ქარხნები ცილების საწარმოებლად და რთული სატრანსპორტო ქსელი. ადამიანის ორგანიზმში 100 ტრილიონამდე უჯრედია. მართლაც, ჭეშმარიტია ფსალმუნის 104:24-ში ჩაწერილი სიტყვები: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი“.
--------------------
ყველაფერი გენიალური მარტივია!!!!
(1 კორინთელები 2:9) . . .„რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს. . .
|