მოკლედ რომ დავწერო კაროჩე, როგორც ჩემმა თანაპარტიელებმა აჭარიდან შემატყობინეს და როგროც ვასაძის წერილებიდანაც ირკვევა, მედეა ვასაძეს უჩალიჩნია და ევროპის რეგიონთა კონგრესში აჭარის რეგიონის წარმოჩინების მიზნით დაუგეგმავს ევროსაბჭოში აჭარის დღეების ჩატარება. მისი ტურისტული/ბიზნეს პოტენციალის წარმოჩინების მიზნით, შესაბამისად ღონისძიებაში, რომელიც ნახევრად თვითდაფინასებაზე და ნახევრად აჭარის ბიუჯეტზე იყო მიბმული ერთვებოდა როგორც აჭარის თვითმმარველი ორგანოების წარმომოადგელები ასევე ბიზნეს აკადემიური წრეები.
დაგეგმილი ვიზიტი ჩაუშლია არჩილ ხაბაძეს და ავთანდილ ბერიძეს საგარეოს მითითიებით, მიზეზი ბიუჯეტის ხარჯვა, ხოლო არაოფიციალურად რუსეთის არ გაღიზიანება, რაგდანაც ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა საქართველოს ისტორიაში, როცა ავტონომია მაღალ დონეზე წარმოჩნდებოდა სტრასბუტრგში, მითუმეტეს იგეგმებოდა აჭარული სუფრის, კულტურის,ხელოვნების, ანსამბლების და ასე შემდეგ წარმოდგენა ევროსაბჭოში.
ხოდა სკანდალებით ცნობილ მედეა ქალს უთქვას ქოლგიან ავთოზე ვტოვებ კოალციას და დედას გიტირებო, შენი უსუსურობის და კურდღლობის გამოო.
http://tv25.ge/?page=news&news_id=15239&addcomment=1http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/40845/აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ შესაძლოა „კოალიცია ქართული ოცნება“ დატოვოს. ვასაძის თქმით, მიზეზი მარტში სტრასბურგში დაგეგმილი აჭარის დელეგაციის ვიზიტის შესაძლო ჩაშლაა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოში ჩვენი რეგიონის პრეზენტაციას გეგმავდენენ, თუმცა ვასაძის ინფორმაციით ავთანდილ ბერიძეს გეგმაში ცვლილბები შეაქვს, მთავრობის თავმჯდომარის გავლენით.
ბატონო ავთანდილ,
ჩვენს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, რომელიც უკავშირდება სტრასბურგში, 2015 წლის 24-26 მარტს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენის ფორმატს და სხვა საკითხებს, მიმაჩნია მიუღებლად, მით უფრო, იმ ეტაპზე, როცა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
ისევე, როგორც გესმით ის, რომ ღონისძიებაში აკადემიური და ბიზნეს წრეების, მედისაა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯზე მონაწილეთა რაოდენობის შემცირებაც (რომლებიც თვითდაფინანსებით ხორციელდებოდა) არ გახლავთ მართებული, რადგან აღნიშნული წრეების, ამ ღონისძიებაში, ჩართულობას აქვს თავისი დანიშნულება, მიზანშეწონილობა და გარკვეული ხიბლიც კი. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამ ღონისძიების მიზანშეუწონლობას, მე ვწუხვარ ამ მოვლენების გამო, მაგრამ ასეთს ვერ აღვიქვამ ჩემი ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შემაფერხებელ გარემოებად, მით უფრო, რომ ჩვენი წინადადება მიღებული იქნა კონგრესის ბიუროს სხდომაზე.
ამიტომ, მიმაჩნია (თუ ჩემს პიროვნულ ფაქტორს გამოვრიცხავ), რომ ეს არის საბაბი და არა მიზეზი და აღიქმება რეგიონის ევროპასთან ინტეგრაციის მცდელობის (არამცთუ დაბლოკვად) არამედ ხელყოფად და იმათთვის, ვინც ამ ტერმინს გამიხდის სადაოდ, მთელი ორი წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მივლინებების მიზნობრიობაზე და ხარჯებზე ანალიზით, შევქმნი მტკიცებულებებს, რომ ყველა ერთად აღებული ამ მივლინების შინაარსი, შედეგი და დანახარჯი არ გახლავთ ამ ღონისძიების საპირწონე.
ვწუხვარ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ ვერ შეძელით პოზიციის დაცვა.
აჭარის ა.რ. უმაღლესი
საბჭოს წევრი მედეა ვასაძე
ევროსაბჭოში დაგეგმილი ვიზიტის თანახმად, სტრასბურგში ჩვენი რეგიონიდან 100-მდე წარმომადგენელი უნდა გამგზავრებულიყო, ხარჯებისათვის 50 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. თანხით იფარებოდა უმღლესი საბჭოს, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წევრების, საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოს წარმოამდგფენელთა სამივლინებო ხარჯები. ჩაიშლება თუ არა ვიზიტი მედეა ვასაძესა და არჩილ ხაბაძეს შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.