
ავსტრალიის ღია პირველობა არის ერთადერთი საჩოგბურთო დიდი შლემი სამხრეთ ნახევარსფეროზე.ტარდება ყოველ წელს იანვარში, მელბურნში , ავსტრალიაში და ითვლება პირველ დიდი მუზარადის ჩემპიონატად სეზონში.იგი პირველად 1905 წელს ჩატარდა, ავსტრალაზიის ჩემპიონატიის სახელწოდებით,17 -მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა და ფინალურ მატჩს დაესწრო 5 000 მაყურებელი. 1927 წელს ჩემპიონატს გადაერქვა სახელი - ავსტრალიის ჩემპიონატი გახდა. 1969 წელს კი მიიღო დღევანდელი სახელი - ავსტრალიის ღია პირველობა. 1987 წლამდე შეჯიბრება ბალახის საფარზე იმართებოდა .1972 წელს ტურნირი მელბურნში გადმოიტანეს. 1988-ში ბალახი ჰარდ კორტმა შეცვალა.
დღესდღეობით შლემს მელბურნ პარკი მასპინძლობს.
1905 წლიდან ჩემპიონატი ტარდებოდა 6 სხვა და სხვა ადგილზე :
მელბურნში (55 ჯერ)
სიდნეიში (17 ჯერ)
ადელაიდაში (14 ჯერ)
ბრისბეინში (7 ჯერ)
პერტში (3 ჯერ)
ახალ ზელანდიაში (2 ჯერ)
1972 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ ერთ ქალაქში ყოველ წელს და გადაწვიტეს ეს ადგილი ყოფილიყო მელბურნში , კუიონგში ბალახის კორტებზე. 1988 წელს ააშენეს ახალი კომპლექსი მელბურნ პარკი. ამის სემდეგ ჩემპიონატი ტარდება მელბურნ პარკში და საკმაოდ წარამტებულადაც
1977 წელს ჩემპიონატის მერე მიიღეს გადაწყვეტილება რომ ჩემპიონატი ჩატარდებოდა დეკემბერში , აქედან გამომდინარე 1977 წელს ჩემპიონატი ჩატარდა 2 ჯერ . ესე გრძელდებოდა 1987 წლამდე . 1986 წელს ისევ გადაიტანეს ჩემპიონატი იანვარში ამიტომ 1986 წელს ავსტრალის ღია პირველობა არ ჩატარებულა ...
კორტები:საჩოგბურთო კომპლექსი მელბურნ პარკი შედგება 3 ცენტრალური კორტისგან .
1) ცენტრალური კორტი გახლავთ
როდ ლეივერ არენა . კორტს დაერქვა ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის სახელი 2000 წელს . ის აშენდა 1988 წელს და იტევს 15 000 მაყურებელს
2) ჩემპიონატის მეორე კორტი გახლავთ ჰაისენს არენა (ყოფილი ვოდაფონე არენა), რომელიც აშენდა 2000 წელს. ის უნიკალურია იმით რომ, შეუძლია ტრანსფორმაცია .. აქ ტარდება ჩემპიონატები ველოსპორტში და კალათბურთში , ასევე მრავალი კონცერტი . ტრასნფორმირებასთან ერთად იცვლება დამსწრე საზოგადოების რიცხვიც . საჩოგბურთო მატჩებზე აქ მაქსიმუმ 11 000 მაყურებელი ეტევა
3) ჩემპიონატის მესამე კორტი გახლავთ
მარგარეტ კორტ არენა . მას საკმაოდ ცნობილი ავსტრალიელი ჩოგბურთელის სახელი ქვია რომელსაც მოგებული აქვს 62 დიდი მუზარადის ჩემპიონატი რაც დღეს დღეობითაც რეკორდია . მარგარეტ კორტ არენა დაერქვა 2003 წელს მანამდე კი - Show Court One ერქვა
საპრიზო ფონდი : 2015 წელს შეადგენს 40 მილიონ დოლარს , ქალთა და მამაცათა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულები მიიღებენ 3,1 მილიონს .
2014 წლის ჩემპიონები :
Men's Singles: სტანისლას ვავრინკა - რაფაელ ნადალი 6-3 6-2 3-6 6-3
Women's Singles: ლი ნა - დომინიკა ციბულკოვა 7-6 6-0
Men's Doubles: ლინდსტედი / კუბოტი - ბუტორაკ / კლაასენი 6-3 6-3
Women's Doubles: ერანი / ვინჩი - ვესნინა / მაკაროვა 6-4 3-6 7-5
Mixed Doubles: მლადენოვიჩი / ნესტორი - მირზა / ტეკაუ 6-3 6-2
რეკორდები :
ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები :
კაცები: კენ როზუოლლი (1953 წელს)
ქალები: მარტინა ჰინგისი (1997 წელს)
ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულები:
კასები: კენ როზუოლლი (1972 წელს)
ქალები: ტელმა ლონგი (1954 წელს)
არაგანთესილი ჩემპიონები:
კაცები: მარკ ედმონსონი (1976 წელი)
ქალები: კრის ონილი (1978 წელი)
პირველი უცხოელი გამარჯვებულები :
კაცები: ფრედ ალექსანდერი (ამერიკელი) (1908 წელს)
ქალები: დოროთი რაუნდ (ბრიტანელი) (1935 წელს)
ყველაზე ტიტულოვანები:
კაცები : ედრიან კუისტი (13 ჯერ) ჯეკ კროუფორდი (11ჯერ) ჯონ ბრომვიჩი (11 ჯერ)
ქალები: მარგარეტ კორტი (22 ჯერ) ნენსი ბოლტონი ( 20 ჯერ) ტელმა ლონგი (18 ჯერ)
არ წაუგიათ არცერთი გეიმი :
კაცები: ჯეიმს ანდერსონი (1 წრე) ფრედ პერრი (1/4 ფინალი) ჟონ ბრომვიჩი (1 წრე) ნილ ფრეზერი (1წრე) მარტინ მალიგანი (1 წრე) რიჩარდ რასელი (1 წრე)
ქალები: მარგარეტ კორტი (4 ჯერ) უენდი ტარნბოლი (3ჯერ) მარი პიერსი (2ჯერ) ვერა ზვონარევა (1ხელ 2009 წელს) ,მარია შარაპოვა (1ხელ 2013 წელს)
ყველაზე გრძელი მატჩი :
ნოვაკ ჯოკოვიჩი - რაფაელ ნადალი (2012 წელი . ფინალი) გრძელდებოდა 353 წუთი
Names of the winners are inscribed on the perpetual trophy Cups.
- The women's singles winner is presented with the Daphne Akhurst Memorial Cup.
- The men's singles winner is presented with the Norman Brookes Challenge Cup.

ტრანსლაციები დაიწყება ევრისპორტ და ევროსპორტ2ზე 19 იანვარს თბილისის დრიოთ დილის 4 საათზე
აბა სასიამოვნო ღამეების თენებებს გისურვებთ