მეგობრებო, თავს უფლებას მივცემ და ახალ თემას გავაკეთებ ამ განყოფილებაში, ზუსტად ვიცი ბევრს დააინტერესებს და მოეწონება.
ინტერის გვერდიდან ვაკოპირებ ამ ყველაფერს, ცოტა ბევრის დაწერა გამომივიდა, მაგრამ ალბათ მოგეწონებათ.
ფაქტიურად ჩვენი პრიორიტეტი იყო ხავიერ ძანეტი, ამას ყველაფერს მიხვდებით რომ წაიკითხავთ.
2014 წლის დეკემბრის დაუვიწყარი დღეები ქართველი ინტერისტების ცხოვრებაში.
მოკლედ ძმებო დავიწყებ იქიდან, რომ ევროპის ლიგის კენჭისყრის შემდეგ, როდესაც ინტერი აზერბაიჯანულ გუნდს შეხვდა, იმის მერე აგერ 3 თვეა ამ დღეების მოახლოვებას ველოდებოდით მოუთმენლად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველას გვინდოდა რომ ეს ვოიაჟი საუკეთესო ყოფილიყო. ამისთვის ბევრი რამე გავაკეთეთ ყველამ და რაც მთავარია ხავიერ ძანეტისთვის აუცილებლად უნდა გადაგვეცა რამე ძვირფასი საჩუქარი იმ მადლიერების, ერთგულების, პროფესიონალიზმის და განუზომელი სიყვარულის ნიშნად, რაც მან წლების მანძილზე გვაჩუქა ჩვენ და ჩვენს საყვარელ გუნდს.
წამომსვლელთა რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, ვიდრე მანამდე ვიფიქრებდით. ბილეთების პრობლემა რა თქმა უნდა მოგვარებული იყო იტალიელი ფანების მხარდაჭერით, ამაზე არ გვქონდა საფიქრალი.
რა იყო გასაკეთებელი: ხავიერ ძანეტისთვის საჩუქრის ყიდვა, არსებული დროშების და ტრანსფარანტების კიდევ გაუმჯობესება. თბილისში რა თამაშზეც ვიკრიბებოდით მთავარი განხილვის თემები ზუსტად ეს იყო, რა ტექსტები დაგვეწერა, რა გაგვეკეთებინა დ.ა.შ. შევაგროვეთ გარკვეული თანხა ყველამ, შეიკრიბა საერთო თანხა და დავაბეჭდინეთ 2 ახალი სიმბოლო, 1 ახალი დიდი დროშა, ბაქოშიც კიდევ რაღაცეები დავამატეთ და გადავაკეთეთ. რაც მთავარია მშრალ ხიდზე თითქმის მთელი დღის ძებნის შემდეგ შევარჩიეთ და ვიყიდეთ მართლა საუკეთესო ნივთი რაც შეიძლებოდა მოგვეძებნა. თანხებზე და ფულზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ მაინც თუ ვინმეს დააინტერესებს ხანჯალი საკმაოდ ძვირი ღირდა, 600-700 ლარი გვქონდა გათვალისწინებული ძანეტის საჩუქრისთვის და არ გვეყო, 800 დოლარს აფასებდა პატრონი და ამ თანხას ფეხს არ უცვლიდა,დიდი ხნის ვაჭრობის და მცდელობის შედეგად სერიოზულ დათმობებზე წამოვიდა, ცოტა ჩვენს გავიჭირვეთ და შეგროვებულ თანხაში ჩავეტიეთ, დროშების, ტრანსფარანტების თანხაც ამას შევაშველეთ, ნაწილი ჩვენც დავამატეთ და მოკლედ ისე მოგვეწონა რომ ღირდა რა.
უკვე თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს და კვირას წავედით 7 კაცი, 4 კაცი ჩამოვიდა მეორე დღეს და კიდევ 5 თამაშის დღეს, ეს სულ ჩვენები.
კვირას ეს 7 კაცი ჩემი მანქანით ჩავედით წითელ ხიდზე, მარჯვენა რულიანი მანქანა მყავს მიცუბიში დელიკაა და ამით ვერ გადავიდოდით, თანაც საშინელი ჯარიმებია იქ, კორუფციის ზეიმია და გადავწყვიტეთ უმანქანოთ წასვლა. მერსედესი ვიტო ვიქირავეთ და წავედით. გზაში მხოლოდ 1 რამ გვქონდა სანერვიულო, ხანჯალის გადატანა. მოკლედ ქართულ მხარეს პრობლემა არ გვქონია, აზერბაიჯანის მხარეს დეტექტორმა დაინახა ხანჯალი და ამომაღებინეს ჩანთიდან. ჩამოგვართვეს და წაიღეს, მაგათი კანონმდებლობით ეს დარღვევა იყო და ჯარიმის გამოწერას ველოდებოდით, ხანჯლის ჩამორთმევასაც, მაგრამ რაღაც წილად ტკბილად მოუბარი ენის და რაღაც წილად კიდევ რა ვიცი რისი წყალობით ხანჯალი დაგვიბრუნეს, ოღონს ეს მოხდა თითქმის 3 საათიანი ლოდინის და ნერვიულობის ხარჯზე, იქ რა მომენტები იყო და რა დეტალები ამის მოყოლას აღარ დავიწყებ. მოკლედ დავბრუნდი ჩვენს მხარეს, ხანჯალი შევინახე მანქანაში, თანაც საგულდაგულოდ დავმალე და წავედით ბაქოში.
ბაქოდან დავურეკეთ ლევანს, რუსთავიდან ჩამოვიდა თბილისში, მივიდა ჩემთან სახლში, აიღო ჩემი მანქანის მეორე გასაღები, რომელიც ჩემი ბავშვების ხელში სასწაულებრივად გადაურჩა დაკარგვას, წაიღო ეს გასაღები წითელ ხიდზე, გააღო მანქანა, წამოიღო ხანჯალი, მეორე დღეს ჩაჯდა მატარებელში და სადღაც რაღაცნაირად დამალა რომ გადმოეტანა. ამ დროს ჩვენ უკვე ვნერვიულობთ, არ ვიცით მოახერხებს თუ არა ჩამოტანას, რადგან მატარებელს ძალიან დიდი ყურადღებით ამოწმებენ.
ამ დროს რა ხდება ბაქოში: ჩვენ გადავაკეთეთ კიდევ რაღაც-რაღაცეები და წავედით სტადიონზე გუნდის დასახვედრად. გავშალეთ გასახდელის შესასვლელთან ჩვენი ატრიბუტიკები და ველოდებით გუნდის მოსვლას. ამ დროს მოვიდა 2 ვირისშვილი ოქროსკბილებიანი და ბანძი ულვაშებიანი აზერი მილიციონერი და გვთხოვეს პლაკატების და დროშების ჩამოხსნა,
აი ამ დროშების ჩამოხსნას ითხოვდნენ ამ ადგილიდან:

ამათ მოყვნენ კიდევ სხვები და უკვე ჩვენც დაძაბულები ვუტრაკებთ და არ ვახსნევინებთ, წავიდა იქ გაწევ გამოწევა, ყვირილები, ხელის კვრები და ამ დროს მოვიდა მათი უფროსი, შეატყვეს რომ ასე იოლად არ დავთმობდით, თვითონაც შედარებით ნორმალური აღმოჩნდა ის კაცი და ამ ყვირილიდან და წიოკიდან ბოლო-ბოლო ჩვენც დაგვაწყნარა და თვითონაც წყნარად დაგვიწყო ლაპარაკი, სტადიონზე ვარჯიშზე დასწრებაც უკვე სათუო იყო, მაგრამ გვთხოვა, რასაც ქვია გვთხოვა, მეგობრულად გთხოვთ რომ კომფლიქტი არ შევქმნათ, ეს ჩვენი გუნდის ტერიტორიაა, ჩვენ ძალით არ ჩამოგიხსნით, თქვენ თვითონ ჩამოხსენით და სტადიონზე შეგატანინებთ, იქ პრობლემა არ გექნებათო. ასეც მოხდა, შევთანხმდით, 2 სართულით ზემოთ ავედით, ძანეტის მოსვლას დაველოდეთ, 5 წუთში გაჩერდა გასრიალებული შავი მერსედესი და იქიდან გადმოვიდნენ ხავიერი და რობერტო მანჩინი, ჩვენ ზემოდან გადმოფენილი გვქონდა ყველაფერი, ძანეტი და მანჩო მოგვესალმნენ და შევიდნენ,

ჩვენც გადავინაცვლეთ ტრიბუნებზე. პრესკონფერენცია დამთავრდა, გუნდიც მოვიდა და გამოვიდნენ სავარჯიშოდ.
ყველა აღაფრთოვანა ძანეტის პლაკატზე დაწერილმა სიტყვებმა ALWAYS IN OUR HEARTS თვითონ ხავიერი წამოვიდა და ტელეფონით ბევრი სურათები გადაუღო ბანერს, მერე ქვემოთ გადავფინეთ, მოვიდა თვითონ ხავიერი დადგა პლაკატთან, მოცვივცნენ რეპორტიორები აპარატებით, კამერებით და გადაუღეს ბევრი სურათები რაც ინტერის საიტზეც დადეს.



ვარჯიშზე დასწრებაც მხოლოდ 15 წუთით იყო შესაძლებელი უეფას კანონით, რომ დამთავრდა ვარჯიში გამოვედით და გარეთ დაველოდეთ ძანეტის, რომ გამოიარა და დაგვინახა მძღოლს უთხრა გააჩერეო, გადმოვიდა და ამ პლაკატზე ხელი მოგვიწერა, სურათებიც გადავიღეთ.



ხო მართლა დამავიწყდა, მანამდე კიდევ ერთი რაღაცა მოხდა, უტამ იტალიური გამართულად იცის და ტრიბუნებიდან ხავიერს უთხრა, რომ ჩვენ მისთვის საჩუქარი გვაქვს და გვინდა ხვალ დილას გადმოგცეთ სასტუმროშიო, ხავიერს გაეღიმა და რა თქმა უნდა გვითხრა მობრძანდით და შეგხვდებითო, მაგრამ ერთი გაუთვალისწინებელი შეცდომა დავუშვით. წინა თამაშზე გუნდი იყო ჰაიატში, ამ სასტუმროში ცხოვრობდა 2-ჯერ იტალიის ნაკრებიც და ჩვენ ვკითხეთ ხო ჰაიატში ხართო, ხავიერმაც ალბათ კარგად ვერ გაიგო რას ვეკითხებოდით, ხმაური იყო და ამის გამო დიდ პრობლემას გადავეყარეთ მეორე დღეს.
გაჩნდა სანერვიულო, ხავიერი ელოდება ჩვენგან საჩუქარს და არ ვიცით ჩამოიტანს თუ ვერა ლევანი. დილით ადრე გავვარდი რკინიგზის სადგურში, შევხვდი ლევანს და მის მეგობრებს და გააძრო ხანჯალი, რა მომივიდოდა ხომ წარმოგიდგენიათ.
შემდეგ მე და ნიკა (ფარაო) ჩვენს იტალიელ მეგობრებს სტეფანოს და ლუკას გავუარეთ მათ სასტუმროში, უკვე ეზოში გველოდებოდნენ (ფარაო და სტეფანო მგონი ერთმანეთს მალე ბავშვებს მოანათვლინებენ), ამათი შეხვედრა კიდე ცალკე თემაა, წიოკი ატეხა სტეფანომ. ნიკას გილისთვის ჩამოვიდა ბაქოში, ისე არ აპირებდა.
წავედით სტადიონზე ბილეთების ასაღებად და ვანახეთ სტეფანოს ხავიერის საჩუქარი, WOOOOOOOOOOOOOOOOOOWWWWW!!!!!!!!ძალიან მაგარიაო, მაგრად მოეწონათ. მოკლედ მივედით ავიღეთ ბილეთები და წავედით ჰაიატში გუნდის გრაფიკის გასარკვევად, უნდა გვცოდნოდა დრო როდის შევძლებდით ძანეტისთან შეხვედრას, საჩუქრის გადაცემას ყველა უნდა დასწრებოდა. მაგრამ აი იქ დაგვენძრა, მივედით ჰაიატში და რა ინტერიო, რის იტალიელებიო, აქ ეგეთი არავინ არ მოსულაო. რამის გავრეკეთ მართლა, რომ ვერ გვენახა თამაშის დროს სტადიონზე როგორ გადავცემდით, იქ არ შეგვატანინებდნენ, სერიოზული შმონი მიდის.
ვთხოვეთ მისაღებში რომ დაგვხმარებოდნენ, რაც არის სერიოზული სასტუმროები ბევრგან დარეკეს, ზოგან უთხრეს აქ ინტერი არ მოსულაო, ზოგან უთხრეს კონფიდენციალურია და ვერ გეტყვითო. რა გინდა ქნა, სტეფანოს ვეუბნებით იქნებ როგორმე დაგვეხმაროო, მაგრამ რა თქმა უნდოდა, თვითონაც საგონებელში იყო ჩავარდნილი.
წამოვედით შევედით ინტერნეტ კაფეში, ინტერის საიტი ვათვალიერეთ იქნებ სადმე დაგვენახა სასტუმროს სურათები, მაგრამ არაფერი. ინტერის ოფისში დარეკვას აზრი არა აქვს არაფერს არ გეტყვიანო. მერე სტეფანომ თქვა ერთს მოვწერ ფეისბუქზე, იქნებ გაგვირკვიოსო და მიწერა თუ გაარკვევ ბაქოში რომელ სასტუმროში ცხოვრობენ SMS მომწერეო, მაგრამ იმედი არ გვქონდა, ჯერ მილანში ის ვიღაც ფეისბუქს ან ნახავდა ან არა, მერე ან გაარკვევდა ან არა და მერე კიდევ ან მოწერდა SMS ან არა.
დავშორდით სტეფანოს და ლუკას, 3 საათზე ნაცნობ ადგილზე დავთქვით შეხვედრა და მე და ნიკამ გავაგრძელეთ ფეხით სიარული, რაც კი მაგარი სასტუმრო ვიცოდით ყველგან მივედით, ალბათ ჯამში 15 კილომეტრი მაინც ვიარეთ ფეხით ამ დღეს, სიარულიც აღარ შეგვეძლო უკვე, მაგრამ არაფერი არ გამოდიოდა, ვერ მივაგენით გუნდს. სხვათაშორის კარგი ხალხი არიან აზერები, სასტუმროებში რომ იგებდნენ ასე მონდომებით ვეძებდით ყველგან მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ, რეკავდნენ, არკვევდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგეთ. Mმოახლოვდა 3 საათიც და გავვარდით სტეფანოსთან ძველ ბაქოში. დაგვინახა სტეფანომ და HEIII RAGAZIIII სად ხართ, მომწერეს სასტუმროს ადგილმდებარეობაო. რამის წავიქეცი.
გავვარდით ყველა იმ სასტუმროში, შევედით მიმღებში და გვეუბნებიან, კი იყო აქ ინტერი, მაგრამ ნომრები დილით დაცალეს და დატოვეს უკვე სასტუმროო. ღამის გული გამიჩერდა, გამოვდივართ გამწარებულები, ვფიქრობთ რა ვქნათ და არ გაიჩითნენ ჯიგრები? სტაფის წევრები, მივხვდით რომ გვატყუებდნენ ის ბოზები. გამოველაპარაკეთ იტალიელებს და ძანეტი საქმიან შეხვედრაზეა წასული და მალე მოვა დაელოდეთო. გვეგონა რომ მეორედ დავიბადეთ. არადა ბიჭებთან უკვე დარეკილი გვაქვს რომ ვიპოვეთ და არიქა მოდით ყველა ამა და ამ სასტუმროშიო, ამ დროს მოვიდა ძანეტი თავისი მერსედესით, შემოვიდნენ ფოიეში და აი ეხლა უკვე მიჭირს გადმოგცეთ ყველაფერი, მივესალმე, შემოგვხედა და ეგრევე გვიცნო, ააა თქვენ ხართო? გაეღიმა. გადავიღეთ სურათები, ვთხოვეთ ჩვენს მეგობრებს ველოდებით საჩუქარი უნდა გადმოგცეთ, უნდა მოვიდნენ და ნახევარ საათში იქნებ მოახერხო და ჩამოხვიდე, აქ შევხვდეთო. გაღიმებული მეგობრული სახით გვითხრა რა თქმა უნდაო და ავიდა ზემოთ. მე და ნიკა ერთმანეთს ვუყურებთ და რა ვუთხრათ ერთმანეთს ვერ მოვიფიქრეთ ამდენი წვალების შემდეგ.........




აი ამ სურათზე დააკვირდით, T-ზე ძანეტის ხელმოწერა ჩანს.

მოკლედ ველოდებით ბიჭების მოსვლას, ორნი მოვიდნენ ირაკლი და ბაჩო, მაგრამ დანარჩენებმა დააგვიანეს სამწუხაროდ. დათქმულ დროს ჩამოვიდა ძანეტი, მოვიდა, დროშაზე გაგვიკეთა ავტოგრაფი, ფურცლებზე დაგვიწერა და აღარ გამოდიოდა დალოდება, ხომ ვერ ვეტყოდით ჯერ არ მოსულან ჩვენი მეგობრები, ადი და ისევ ჩამოდიო, ამოვიღეთ ჩანთიდან და გადავეცით საჩუქარი. ვთხოვე ნიკას ვიდეო გადაიღე მეთქი და სურათები გადაუღია, უნდა გენახათ მისი რეაქცია, ასეთ რაღაცას არ ელოდებოდა. Aარ ვიცი რას ფიქრობდა რომ უნდა გვეჩუქებინა, მაგრამ მართლა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მისთვის, თან ნიკამ აუხსნა, რომ უძველესი ქართული ხანჯალია და ძალიან ბევრი მადლობები გვიხადა, თან დახედავდა და თვალს არ აცილებდა. ვილაპარაკეთ მერე კიდევ ცოტა ხანი, ეს სურათები გადავიღეთ, კიდევ ერთხელ მადლობები მოგვიხადა და თამაშამდეო, დაგვემშვიდობა.
რომ მიდიოდა ლიფტისკეთ თვალი არ მომიცილებია, 2-ჯერ დახედა, მერე ლიფტში შევიდა, სართულს ხელი დააჭირა და ისევ ხანჯალს უყურებდა, ძალიან მაგრამ მოეწონა როგორც თვითონ ფაქტი, ასევე ნივთი.
ამ დროს ჩვენ რას ვგრძნობთ ამის ენით გადმოცემა უკვე მართლა შეუძლებელია, თანაც ამდენი წვალების და უიმედობის შემდეგ.
ამის შემდეგ კი რა უნდა მოვყვე, მთავარი და უმთავრესი ჩვენთვის ყველასთვის ეს იყო. ძანეტი ჩამოვიდოდა თუ არა ესეც არ ვიცოდით, ამაზეც ვნერვიულობდით და რომ გავიგეთ ჩამოვიდა უზომოდ გაგვიხარდა. გადავიღეთ სურათები სხვა ფეხბურთელებთან, ყველაზე მეტად ნიკამ იყოჩაღა თამაშის მერე, თამაში დიდი არაფერი, იტალიელებთან ერთად ვიჯექით რა თქმა უნდა, უღიმღამო თამაში იყო, უაზრო, ერთი სული ქონდათ ჩვენებს (ფეხბურთელებს) როდის დამთავრდება და როდის წავალთო, არადა ისეთი ხალხი თამაშობდნენ წესით თავის გამოჩენაზე უნდა ეფიქრათ. ეკიდათ რა.



სხვათაშორის მინდა ავღნიშნო აზერების კეთილი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, მოდიოდნენ, დროშებთან და პლაკატებთან სურათების გადაღებას გვთხოვდნენ მუდმივად, ერთი ის პრობლემა იყო წინა დღეს პოლიციელებთან რაც უკვე მოვყევი და მეტი არაფერი.
აი ასე ლამაზად მოხდა ეს ყველაფერი, თამაშის დაწყებამდე თბილისიდან გვირეკავდნენ, ვიღაც გამოსირებულები რაღაცეებს წერენ თქვენზეო, ეხლაც ვუყურებთ და ბევრია შურით გატენილი ხალხი ამ ქვეყანაზე და მართლა საცოდავები არიან, საქმე მხოლოს ინტერს, ძანეტის და ფეხბურთს კი არ შეეხება, ზოგადად შურიანი ადამიანი საცოდავია.
აქ საქართველოს დროშები იტალიელებს დავაჭერინეთ ხელში, კურველებს.

ძანეტის პლაკატზე ის წარწერა და ამ შავ პლაკატზე JZ4EVER ბაქოში სახლში გამოვჭერი, თბილისში ვეღარ მოესწრო, მე და ნიკამ ბევრი ვირბინეთ ამაზეც და ვიშოვეთ ეს კლიონკები, როგორც წინა პოსტში დავწერე ამ ყველაფერის კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ვიცოდი რა შედეგსაც მივიღებდით, მართლა ყველას მოეწონა.
კიდევ ბევრი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მომენტები იყო ამ დრეებში, მაგრამ ისედაც ძალიან ბევრი გამომივიდა და სხვა დროს გავიხსენებთ კიდევ რაღაც-რაღაცეებს. ვეცადე ნორმალურად და ყველასთვის გასაგებად დამეწერა და რა ვიცი მგონი ცუდი არ გამოვიდა.
ყველას ვუსურვებ ასეთი რამე გამოცადოთ, მაგრამ ეს რომ მოხდეს პირველ რიგში თქვენს გუნდებს უნდა ყავდეთ ხავიერ ძანეტისნაირი ბუმბერაზი ადამიანები. ამიტომ ყველას გისურვებთ რომ თქვენს გუნდებშიც ითამაშონ ასეთმა ღირსეულმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ასე შეგაყვარებენ თავს.
ხავიერს რაც შეეხება, ის განუმეორებელია, ასეთები ძალიან იშვიათად იბადებიან, მას ვერავისოდეს ვერავინ ვერ შეგვიცვლის და ამიტომაც დავუწერეთ იმ უაზრმაზარ პლაკატზე ლამაზი და დიდი ასოებით:
ALWAYS IN OUR HEARTS!!!!!!!!!!!!!!!!!
This post has been edited by internazionale on 14 Dec 2014, 04:37