დაპირისპირება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვაზაგაშვილების და დაპატიმრებულ ყოფილი პოლიციელების მხარდამჭერებს შორის!
წყარო საინფორმაციო 12 საათიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა იწყება, სხდომათა დარბაზთან შელაპარაკება მოხდა.
როგორც „ინფო 9“-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ირაკლი კაკაბაძე ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი ცააძის ნათესავს სიტყვიერად დაუპირისპირდა. როგორც ცააძის დისშვილი აცხადებს, იგი 9 წელია უკვე ისმენს ბრალდებებს, რომ ბიძამისი მკვლელია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ვითარება მანდატურებმა მალევე განმუხტეს, ირაკლი კაკაბაძე კი, სასამართლო შენობიდან უკვე გაიყვანეს. სასამართლოს ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 11 პირია დაკავებული. მათგან სწორედ ცააძეს ედავება გამოძიება ალექსანდრე ხუბულოვისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მისამართით საკონტროლო გასროლის განხორციელებას.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&...02-2015%2014:01 This post has been edited by qutaiseli teroristi on 4 Feb 2015, 14:02