მგონი გასაგებია თემის აზრი.
ზრდილობის და
ურთიერთპატივისცემის ფარგლებში ვილაპარაკოთ იმაზე, გავრცელებული შეხედულებებიდან რა და რატომ მიგვაჩნია არასწორად ან როგორც მინიმუმ საეჭვოდ.
ერთმა ადამიანმა მაინც რომ დაწეროს ისეთი რამ, რაზეც მე არ მიფიქრია უკვე ჩავთვლი, რომ თემამ სარგებელი მომიტანა. ასე რომ იაქტიურეთ და იცოდეთ რაიმე ახლის ძიებაში როგორც მინიმუმ ერთი იუზერი(თქვენი მონა-მორჩილი

) მაინც ყურადრებით წაიკითხავს ყველა პოსტს
ერთ პრიმიტულ მაგალითს მეც დავწერ და ამაზე რას ფიქრობთ იმასაც სიამოვნებით მოვისმენ/წავიკითხავ.
შეიძლება ეს ბოლო ხანები ცოტა შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ ჯეელობის ასაკში რაც კი ფეხბურთის მოყვარულ ადამიანებთან მქონია კონტაქტი, ყველა ასაკობრივ ფენაში იყო შემდეგი ასოციაციები: იტალიური ფეხბურთი-დაცვა, ბრაზილიური ფეხბურთი-შეტევა. შესაბამისად გავრცელებული იყო ან შეიძლება კიდევ არის აზრი, რომ ხშირ შემთხვევაში იტალიელებს ყავდათ საუკეთესო დაცვა და სუსტი თავდასხმა და ბრაზილიელებს კი პირიქით.
საკიტხი მდგოამრეობს შემდეგში:

როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში სადაც არ ყავთ კარგი თავდამსხმელები გაიზარდოს ბარეზი, მალდინი, ნესტა, კანავარო? ან ქვეყანაში სადაც არ იციან დაცვა გაიზარდოს რომარიო, რივალდო, რონალდო, რონალდინიო?
უმეტესობა აქაურმა ალბათ ზუსტად ამ ფეხბურთელების თამაშის დროს დაიწყო ფეხბურთის ყურება. სპეციალურად ამიტომ ჩამოვწერე ეს ხალხი, რომელიც უფრო კარგად გვახსოვს და რომელთა თამაშის დროსაც ნამდვილად იყო ზემოხსენებული ასოციაციები მოდაში.
განავრცეთ