კი მქონია. მაღაზიების ქსელი იბერულა თუ გახსოვს, მაგასთან მქონდა ძალიან ახლო შეხება. ყველაზე კარგად რაც მახსენდება, ის დღეა როცა ხორცს შევეშვი

ნატახტარში ბოლოს რო ვნახე დაიკეტა სასაკლაო ეხლა რას შვება არვიცი..... მანდ არ იყო საბითუმო, მანდ იყო უბრალოდ სასაკლაო. მებითუმეებს მიყავდათ მანდ საქონელი, აკვლევინებდნენ და მერე თბილისის ოფტავოებზე თვითონვე ყიდდნენ.
როგორ გითხრა......
პირველი ყასაბი თუ არ იპოვე სასწაულად მაგარი არაფერი გამოგივა. ყასაბი უნდა იყოს იცი როგორი? საქონელს რო შეხედავს ეგრევე გითხრას რამდენი ძვალი აქვს, რამდენი რბილი, რამდენი ქონი.... პლიუს მინუს რამდენიმე კილო

მთლიანი საქონელი ისე უნდა დაჭრას რო რაც ძვალი აქვს ხორცთან ერთად ისე გაყიდოს რო კლიენტსაც არ აწყენინოს და შენც არ გაზარალოს......
უნდა გყავდეს ძალიან მაგარი მომმარაგებელი, ყოველდღე უნდა გქონდეს საუკეთესო ხორცი. მერე კლიენტის მიჩვევას დაჭირდება ოხრად დრო. მესამე საკითხავია კიდე მაგ ყველაფრის მერე მოგებაზე საერთოდ გახვალ თუ არა

ანუ იმას ვამბობ რომ სუფთად მაინც ვერ იმუშავებ. ან ლევად უნდა გქონდეს ხორცი, ან გაყინულზე იჩალიჩო, იქ ფარშში მარილწყალი შეურიო რო წონა მოემატოს და კიდე ათასი რაღაც.
დ.ღ.გ-ს გადამხდელი თუ გახდი მერე საერთოდ.....
მარჟა ძალიან პატარაა.........
ყოველ დილით ფეხზე უნდა იყო და დარბოდე, მოსვენება არ გექნება.
მოკლედ მინუსები ძალიან ბევრი აქვს მაგ საქმეს. პლიუსის კიდე რა გითხრა, სახლში შენთვის მიგაქვს საუკეთესო ხორცი, ეგაა და ეგ

მე ძმაკაცმა მიმიყვანა მაგ საქმეზე, თვითონ იყო და მომეხმარეო. რამდენიმე თვე დილიდან საღამომდე ვანგარიშობდი და დავრბოდი აქეთ იქით რო საქმე გამოსულიყო, ოფტავშიკებთან რო არ გამოდიოდა მარნეულში ჩავედი საქონლის ბაზარზე, ვიფიქრე ოფტავშიკებს ამოვაგდებ და მაგით კიდე უფრო ვიხეირებ მეთქი. რამდენიმე საათი ვუტრიალე საქონელი ვერ შევარჩიე. ტიპები მგლებივით იყვნენ ეგრევე ატყობდნენ რომელს რამდენი ხორცი ექნებოდა. იქ თათრები მოგიხევდნენ ძალიან ძვირს და უნდა ევაჭრო იმათ...... მანდაც რო არ გამოვიდა მერე ფერმაზე დავიწყე ჩალიჩი რო გამეკეთებინა....
მოკლედ არ გირჩევ რა..... მაგარი ცუდი საქმეა
lipu