მირიან ყარაულაშვილი-მ(ა) დაამატა 2 new photos.
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hpho...b3bd7720b23eb66https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hpho...ee1823a7769e93chttps://www.facebook.com/mirian.karaulashvi...072187996142445... არ მინდოდა ამ დღეებში კიდევ ერთი საფიქრალი გამეჩინა საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის , ვეცადე უხმაუროდ, პირადი საუბრებით მიმეწვდინა ხმა დანიშნულებისამებრ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი არ გამომივიდა... იძულებული ვარ საჯარო განცხადება გავაკეთო, რადგან ვგრძნობ რომ ამ შემთხვევაში გაჩუმება დანაშაული თუ არა , დანაშაულში ხელშეწყობა მაინცაა...
საკითხი ეხება ე.წ. „თელავის ხევს“...
უფროს და ჩემს თაობას ახსოვს 1977 წელს კალაპოტიდან ამოვარდნილი თელავის ხევი , მის კალაპოტში საშინელი ძალითა და სისწრაფით მოვარდნილი ღვარცოფი და შესაბამისად, დანგრეული ქალაქის ცენტრი, დატბორილი საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, სავაჭრო და ადმნისტრაციული შენობები.. იყო მსხვერპლიც...
ამ კატასტროფის შემდგომში თავიდან ასაცილებლად თელავის ხევში, ქალაქის სამხრეთი საზღვრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მაშინდელი ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მოეწყო ე.წ. „ღვარცოფის საწინააღმდეგო დამბები“ , რომელიც წარმოადგეს ორიგინალურ, საკმაოდ სერიოზულ საინჟინრო ნაგებობას თავისი კონსტრუქციით და სიმტკიცითაც გამორჩეულია. მისი დანიშნულებაა ხევში მოულოდნელად მოვარდნილი ღვარცოფის და მეწყერის სიმძლავრის შესუსტება, წყლის ვარდნის სიჩქარის შენელება და დამანგრეველი ენერგიის შთანთქმა, რის შედეგადაც ქალაქის ფარგლებში ადიდებული თელავის ხევი დამანგრეველ ძალას ჰკარგავს...
ამ ნაგებობას გააჩნია საკუთარი ექსპოლატაციის წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მისი არსებობა ქალაქის დაცვის მაგივრად, აძლიერებს ღვარცოფისა და მეწყერის მიერ გამოწვეულ ნგრევას და უფრო დიდი საშიშროება ემუქრება ქალაქს.. საქმე იმაშია, რომ დროთა განმავლობაში ამ დამბებზე გროვდება წყლის მიერ ცივგომბორის ქედიდან ჩამოტანილი ინერტული მასალები, ხე-ტყის ნარჩენები, და სხვა ღვარცოფგამომწვევი მასები... ამიტომაც, ამ დამბების ექსპოლატაციაში გადაცემის აქტში მკაცრადაა განსაზღვრული, რომ უნდა მოხდეს მათი ინერტული და მინაშული მასალისგან რეგულარული გასუფთავება, სამ წელიწადში ერთხელ მაინც...
მე ზუსტად ვიცი, რომ ბოლო გასუფთავება მოხდა 1996 წელს რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელობის უშუალო მცდელობითა და ძალისხმევით... მე როგორც მახსოვს, ეს იყო მისი ბოლო სერიოზული გაწმენდითი სამუშაოები( თუ ვცდები, ბოდიშს ვუხდი საზოგადებას წინასწარ-უბრალოდ,მე სხვა, ამის დამატკიცებელი ინფორმაცია ვერ მოვიძიე)...
ანუ, თითქმის ოცი წელია ეს პრობლემა იზრდება და იზრდება ის „დამოკლეს მახვილის“ ზომებიც, რაც თელავის თავზეა დაკიდებული.... სულ მარტივი - „გუგლის“ რუკითაც კი ჩანს , თუ რამდენად გროვდება წყალი ამ დამბებში, რომლის რაოდენობამაც თუ მიაღწია კრიტიკულ ზღვარს , არანაკლები კატასტროფა მოხდება თელავში , თუ მეტი არა (თუ გავითვალისწინებთ, რომ თელავის ხევის სანაპიროს გასწვრივ ბოლო წლებში სოკოებივით გაჩნდა სხვადასხვა დანიშნულების შენობა -ნაგებობები, რომელთა იქ აშენება თავისთავად პირდაპირი დანაშაულია - ამშენებლის მხრიდანაც და ნებართვის გამცემის მხრიდანაც)..
ამ საშიშროების თვალსაჩინოებისთვის აქვე მომყავს ორი ფრაგმენტი „გუგლის“ რუკიდან...
მივმართავ საქართველოს მთავრობას, ქალაქ თელავის და თელავის თემის მუნიციპალიტეტებს- სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები დამბების გასაწმენდად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი კატასტროფა. მე პირადად მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ საშურ საქმეში ნებისმიერი ფორმით..
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს საზოგადოების აფორიაქებისთვის...
p.s. : რადგან ვისარგებლე "გუგლის" უფასო სერვისით, ფოტოები ცოტა მოძველებულია(2014 წლის ნოემბრის), მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის შემდეგ იქ მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ შეცვლილა, თუ არა გაუარესებისკენ...
https://www.facebook.com/mirian.karaulashvi...072187996142445რამდენადაც მე ვიცი ყვარელთანაც იგივე პრობლემაა - იქაც მოძველებული დამბებია....