ბოლო წვეთი იყო დღევანდელი ნიუსი
სახელმწიფო 15 მილიონ ლარს გამოყოფს ხეხილის გაშენების მსურველთათვის.
ჰოდა გადავწყვიტე შევკრიბო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები და კოლექტიური სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში..
სახელმწიფოს ეს ვალი ოფიციალურად აღიარებული აქვს
ქოცნებას საარჩევნო პროგრამაში ერთ ერთ პუნქტად ეწერა ამ ვალის გასტუმრება.
ჰოდა როდემდე ველოდო?
პ.ს. ნაცები არ მიხსენოთ
ისინი არც შეგვპირებიან..
აბა ვინ ხართ მსურველები?
"ყველას კარგად ახსოვს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებების ნუსხაში, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა პირველი რიგის ამოცანად განსაზღვრა..
მთავრობის 2004 წლის 108 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საბინაო სამშენებლო კოოპერატივების პრობლემების შემსწავლელი კომისია. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ესაა ყოვლად უშედეგო კომისია, სადაც წევრების გარდა, არაფერი იცვლება.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 105-ე დადგენილებით უკვე შეცვალა კომისიის წევრთა შემადგენლობა.."
http://planeta.ge/blog/13/entry-720-%E1%83...83%91%E1%83%98/ * * *
ბესო საღარაძე
29 იანვარი · რედაქტირებული
"აუცილებლად პირველი ტიპის პრობლემებში ჩავსვამთ ამ საკითხს, უახლოეს დროში გადავუწყვიტავთ პრობლემებს. მე კონკრეტულ დროს ვერ ვპირდები, რადგან არ ვიცით როგორი ბიუჯეტი დაგვხვდება, როდესაც მოვალთ. მე პირობა მივეცი, რომ არ გავაკეთებთ მსგავს უმეცრებას რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა" - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა.
თუმცა, ამ ადამიანების პრობლემები დღემდე მოუგვარებელია, ბედი - გაურკვეველი.
უკვე წლებია, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები რეაგირებას ელოდებიან. საქართველოს სახელმწიფომ მათ მიმართ ვალი ჯერ კიდევ 1998 წელს აღიარა, თუმცა დაზარალებულებს კომპენსაცია დღემდე არ მიუღიათ. როგორც "აიპრესს" განუცხადეს, დაზარალებულებზე კომპენსაცია ფინანსთა სამინისტოს შიდა ვალის შემსწავლელმა კომისიამ უნდა გამოყოს.
კოოპერატიული ბინათმშენებლობების დასრულებისთვის დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლითაც 4 კორპუსის დაფინანსება უნდა მოხდეს. როგორც დავით ნარმანიამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, თანხა სამი კორპუსის დასასრულებლად არის გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა რომ დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 4 კორპუსზეა საუბარი.
დავით ნარმანია "რეზონანსის" კითხვაზე: დიდი პრობლემაა დაუმთავრებელი ბინათმშენებლობები. ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?- პასუხობს:
"ეს კომპონენტი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. ერთი კერძო მშენებლობები და მეორე კოოპერატიული ბინათმშენებლობები, რომელიც დიდი ხნის წინათ შეჩერდა. კერძო მშენებლობებთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს საგადასახადო სტიმულირების ინსატრუმენტზე, რათა კომპანიებს ინტერესი გაუჩინონ. რაც შეეხება იმ მშენებლობებს, სადაც ჩვენ გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 5 მილიონი ლარი სამი კორპუსის დასასრულებლად. ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მშენებლობებს ბოლომდე მივიყვანთ".
რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სახელმწიფო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ და რა თანხით აშენდება აღნიშნული სამი კორპუსი - ამ კითხვით დედაქალაქის მერიას მივმართეთ. მერიაში კი განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხს პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭო სწავლობს. თუმცა, სახელმწიფო შიდა ვალის შემსწავლელ კომისიაში ყველა აღნიშნული უწყება შედის. ეკონომიკურმა საბჭომ კი თავის მხრივ კვლავ მერიასთან გადაგვამისამართა. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტში თანხა მუნიციპალური ბინათმშენებლობებისთვის არის გამოყოფილი და მისი ოდენობაც 5 მილიონი ლარია, კოოპერატიულ ბინათმშენებლობაზე პასუხისმგებლობას კი მათი განცხადებით, სახელმწიფო იღებს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროექტს მერია განახორციელებს. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, კოოპერატიული ბინათმშენებლობების საკითხი 2015 წლის ბიუჯეტში ასევე 5 მილიონით არის ასახული.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა კავშირ "ერთობაში" კი შიშობენ, რომ პროექტი მიმდინარე წელს არ განხორციელდება. ლაშა გეგეჭკორი "აიპრესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საკრებულოს დამტკიცებულ ბიუჯეტში, ხარჯვით ნაწილში აღნიშნული 5 მილიონი ასახული არ არის.
"ეს თემა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოდის. ურთულესი თემაა, 8 000 ადამიანზე მეტი ადამიანია დაზარალებული საქართველოს მასშტაბით , თბილისში კი 3500–მდე. თბილისში რამდენიმე კორპუსი არის დაწყებული, რომლებიც სასწრაფოდ დასასრულებელია, რადგან ხალხი ცხოვრობს შიგნით. ამ კორპუსების ტექნიკური მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. მათი მდგომარეობა სასწრაფოდ შესასწავლია. ქალაქის მერი აცხადებს, რომ წელს სამი კორპუსი დასრულდება, აღნიშნულისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. თუმცა როგორც საკანონმდებლო მაცნეში და საკრებულოს დამტკიცებულ ბიუჯეტში ვნახულობთ, ხარჯვის ნაწილში ასახული არ არის. შესაბამისად ვშიშობთ, რომ როგორც 2014 წელს პროექტი არ განხორციელდება. 2005 წელსაც 5 მილიონი იყო გამოყოფილი თუმცა არ შესრულდა".
ბიუჯეტში ასახული თანხის ბუნდოვანობაზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი თამარ ცინცაბაძე. ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი "აიპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ ბიუჯეტში არც აღნიშნული 4 კორპუსის მისამართია მითითებული და არც ტენდერის გამოცხადების სავარაუდო ვადა.
"2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტში, დანართის სახით იყო წარმოდგენილი კოოპერატიული ბინათმშენებლობები, აღნიშნული დოკუმენტით გამოიყოფა 5 მილიონი და დასრულდება 4 კორპუსის მშენებლობა. ჩანაწერი იყო ბუნდოვანი, რადგან არ იყო მითითებული რომელი 4 კორპუსი აშენდებოდა, არ იყო კარგად გაშიფრული დეტალები ტენდერთან დაკავშირებითაც. მერის განცხადება მიმდინარე წელს 3 კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩემთვისაც გაუგებარია".
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ბესო საღარაძე "აიპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემით ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კი მან სხვა დაზარალებულებთან ერთად, პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღო.
"სასამართლო დავა 2008 წლიდან დავიწყე, სახელმწიფოსგან კუთვნილი ვალის მიღებას ვითხოვდი. სასამრთლო ჩემს სარჩელებს არ აკმაყოფილებდა, არ არსებობს სამართლებლივი საფუძველი და წესი თუ როგორ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ ეს ვალიო. გამოდის, რომ კანონი არის, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმი არ არსებობს". - აცხადებს ბესო საღარაძე.
არც 2013 და არც 2014 წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს, არც კომპენსაციის სახით მიუღიათ თანხა და არც მათი მშენებლობების დაწყების თარიღი გაუგიათ.
მიუხედავად, ჩვენი ერთკვირიანი მცდელობისა, მიგვეღო პასუხი კითხვაზე - რა ბედი ელით ამ ადამიანებს, სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ
This post has been edited by rusa1960 on 9 Mar 2015, 16:04
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare