ჩემი და მსოფლიო პატრიარქატული დემოკრატიის აზრით ნამდვილ ნაღდ დარბაისელ ჩვენებურ მურთაზ ბატონს, ოჯახის თავს და მბრძანებელს, უნდა ჰყავდეს მინიმუმ ოთხი ცოლი, აქედან: ერთი _ საკუხნე (საჭმელებს უნდა ამზადებდეს, რეცხავდეს-აუთოვებდეს და ალაგებდეს ბინას, დაღლილ ქმარს ჩუსტები უნდა მიართვას, ნასკები გახადოს, ტვ-პულტში დროზე გამოუცვალოს ელემენტები და მსგავსი), მეორე _ ექსპედიტორი (ბაზარში და ბაზრობებზე, სუპერმარკეტებში საყიდლებზე გასაშვებად, ბავშვების წასაყვან-წამოსაყვანად, ცნობების და განცხადებების წასაღებ-წამოსაღებად, სიგარეტის და ლუდის შუსტრად ამოსარბენინებლად და ა.შ.), მესამე _ გამოსასვლელი (გვერდი უნდა დაუმშვენოს საქმიანი შეხვედრებისას, გაუწიოს ფეშენ-მეგზურობა სვეცკი ვეჩერინკებზე და რანდევუებზე, ჰყავდეს ეფექტურ ანტურაჟად მისი საქმიანი რეპუტაციის უმაღლესი დონის მაჩვენებელი აუცილებელი შტრიხ-კოდთა სრულად წარმოსაჩენად და მისთანა) და ბოლო, მეოთხე _ საყვარლის პონტში (სრულფასოვანი და მისი ყველა სურვილიანი სექსისთვის, რისთვისაც ასეთი ცოლი უნდა ფლობდეს ქმრის მოფერების და მოალერსების, მისი დარელაქსირების უმაღლეს ხელოვნებას და უდიდეს გამოცდილებას, არ უნდა თაკილობდეს და ირიდებდეს ეროთიულ ნოვაციებს და აქეთ უნდა შთააგონებდეს მათ თავის მბრძანებელ მეფე-ქმარს, უნდა იცმევდეს აღგზნებადად, ხოლო გარეთ არ უნდა დეეთრეოდეს ამის მსგავსად, მუდამ უნდა იყოს სუპერსექს-ფორმაში და ასე რა, ყოველთვის უნდა ანდომებდეს თავის თავს თავის ერთადერთ და განუმეორებელ საყვარელ ქმარს)...
აი ასეთი ოჯახური პირობებისას ნებისმიერი მამრი ყოველთვის მზად იქნება მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ქვეყნის მართვა-გამგეობის პოლიტიკის საკითხებში...

პ.ს. მამრ-მურთაზეთული პოპულაციიდან ვინც არ გვეთანხმებით ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებში, ვერასდროს ეღირსებით გასაოცარ დემოკრატიას არათუ ქვეყანაში, არამედ ცალკედ აღებულ თქვენს მამაკაცეთურ ციხე-კოშკიან სამფლობელოშიც...
This post has been edited by kodeqsi on 1 May 2015, 01:27
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...