თბილისში Dominno`s Pizza მარტის შუა რიცხვებში გაიხსნებაhttp://commersant.ge/index.php?m=5&news_id=18585&cat_id=6მერიკული რესტორნების უმსხვილესი ქსელის, „დომინოს პიცას" პირველი ობიექტი თბილისში მარტის შუა რიცხვებში გაიხსნება. პიცერია კოსტავას 74-ში განთავსდება და ის სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
როგორც „კომერსანტს" კომპანიის დირექტორმა, თეა შენგელიამ განუცხადა, „დომინოს პიცას" პირველ ფილიალში ცომის საწარმოს აშენებაცაა დაგეგმილი. რაც შეეხება ინვესტიციას, ამისათვის დაახლოებით 200-250 ათასი დოლარი დაიხარჯება.
აპრილის ბოლოს „დომინოს პიცის" მეორე ობიექტი ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება, კომპანიაში უკვე არჩევენ მესამე ფილიალის შესაძლო მდებარეობას.
ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელ, Domino`s Pizza-ს ფრენჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი შპს „ჯეოპიცამ" გასული წლის ბოლოს მოაწერა.
ცნობილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოში Domino`s Pizza-ს მინიმუმ 10 რესტორანი უნდა გაიხსნას.
Domino`s Pizza ყველა სეგმენტზეა გათვლილი და მას ერთნაირად დიდი სიამოვნებით მიირთმევენ როგორც დაბალი, ისე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები.
რესტორნების ახალ ქსელში დაახლოებით იგივე ფასები იქნება, რაც თბილისში დღეს არსებულ სხვა პიცერიებშია დაწესებული. 12-14 სახეობის პიცასთან ერთად, მომხმარებელს სხვა, რამდენიმე სახეობის საკვების დაგემოვნებაც შეეძლება. რესტორნების ქსელში მომხმარებელს ადგილზე მიტანის მომსახურებასაც შესთავაზებენ.
„Domino's Pizza" ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960 წელს დაარსდა და დღეს პიცერიების უდიდესი ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში, რომელიც 11,000-ზე მეტ რესტორანს ფლობს 70 ქვეყანაში. კომპანია წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას პიცის მიწოდების სერვისშიდა მომხმარებელს პიცის მრავალფეროვან მენუს სთავაზობს