პარდონ აშენდება უნდა დამეწერა......მოდერებო გთხოვთ ჩაასწოროთ...............
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ინტეგრაციისათვის რუხში სავაჭრო ცენტრი იხსნებაhttp://commersant.ge/index.php?m=5&news_id=19570&cat_id=7,22საპარტნიორო ფონდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტზე მუშაობას გაზაფხულზე დაასრულებს, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდება. პროექტს ფონდი უკვე რამდენიმე თვეა ამუშავებს.
ქართულ მედიაში ეს თემა ცნობილი იყო, როგორც ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ინიციატივა ერგნეთის ბაზრობის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს იდეა დაიხვეწა და მთავრობაში საუბარი დაიწყო კონფლიქტურ ზონებთან მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების შექმნაზე. დღეს კი, მხოლოდ რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ხორციელდება.
მთავრობის მთავარი არგუმენტი ცენტრების მშენებელობასთან დაკავშირებით საოკუპაციო ზოლის მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან დაახლოება და მათთან ინტეგრაცია იყო. თუმცა, კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი როგორ მოხდება ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა და გასაყიდი პროდუქციის გადმოტანა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება, სადაც სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სხვა სახის ობიექტებიც განთავსდება. აქვე იქნება ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა.
ამჟამად საპარტნიორო ფონდი სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული მშენებლობის დეტალური პროექტირების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის თანახმად, ცენტრის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
This post has been edited by kvarkvare on 10 Mar 2015, 22:15