საქართველოში "ევროკავშირის კინოფესტივალი 2015" იწყება
15:19 16-02-2015
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, "ევროკავშირის კინოფესტივალი 2015"-ის გახსნის ცერემონია 20 თებერვალს, 18:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანის" დიდ დარბაზში გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება იტალიელი რეჟისორის, ფრანჩესკა კომენსინის ფილმი "განსაკუთრებული დღე" და პორტუგალიური მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
ევროკავშრის ფილმების ფესტივალი 20 თებერვალს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.
"საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი უკვე მეორედ იმართება. ფესტივალის მიზანია, კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების გაცნობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის კინოფესტივალი 20 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ერთდროულად გაიმართება საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით, ქართველი მაყურებელი იხილავს მნიშვნელოვან ევროპულ ფილმებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ჩვენებები შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, იტალიის, ლიტვის, პორტუგალიის, ნიდერლანდების, ესტონეთისა და დანიის საელჩოების მიერ წოდებული ფილმებისა. წარმოდგენილ ფილმებს არაერთი აღიარება და ჯილდო აქვს მოპოვებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში", - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ცნობილი ქართველი კინოკრიტიკოსები სხვადასხვა ქალაქებში დისკუსიებს გაუძღვებიან. სეანსებზე დასწრება თავისუფალია.
ფილმებისა და ჩვენებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.eufilm.ge
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...5q-itsyeba.html
წადით
This post has been edited by მაწო:) on 16 Feb 2015, 15:44