გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი
ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში
გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, ამა წლის 24 მაისს, კვირას, (მომდევნო ორშაბათი გერმანიაში დასვენების დღეა) გაიმართება მეხუთე ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი მიუნხენი უმასპინძლებს.
ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების გაცნობა-დამეგობრებას. მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.
10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია გასული წლის გამარჯვებული - „კოდალები“ (მიუნხენი). ტურნირის ბოლოს ასევე გამოვლინდება საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.
შენატანის ოდენობა გუნდზე შეადგენს 100 ევროს. თანხა მოხმარდება დარბაზის, მსაჯების, პრიზების და ა.შ. ხარჯის ანაზღაურებას. გულშემატკივართა დასწრება უფასოა.
დასაწყისი 14:00 საათზე.
ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქვემოთ მოხესენებული მონაცემები 2015 წლის 10 მაისამდე შემდეგ მისამართზე iverieli@satvistomo.de:
- ქალაქი
- გუნდის სახელი
- მოთამაშეთა რაოდენობა
- გუნდის კაპიტნის კოორდინატები.
ტურნირის დასასრულს ტრადიციისამებრ დაგეგმილია „მესამე ტაიმის“ ჩატარება.
სპორტი აერთიენებსო ნათქვამია, ეს ტურნირი სამშობლოს მოშორებული ქართველების გაერთიანების ჩვენეული მცდელობაა!
ველით თქვენს გამოხმაურებას!
გერმანიის ქართული სათვისტომო
www.satvistomo.net
https://www.youtube.com/watch?v=SmxBML-PVdU&feature=youtu.be