კარგია ალბათ...
როცა იცი რო შენ.... და იმასაც.
ყველაზე მაგარია ალბათ.
აი ეხლა გარშემო დადიან, ლაპარაკობენ, ვითომ დასტო უჭირავთ.
"ხოო შეჩემა გაუსწორდება..."
"რას იცინი ###ო მაგარი ვეშია, გაუსწორდება.."
თოვლზე სახელები დაწერეს და სურათები გაუგზავნეს თავიანთებს....
ვუყურებ და მიჩვეულები არიან ამ შეგრძნებას რო იქ ვიღაცას იგივენაირად... ან მეტად.
და რაც მთავარია ისე იციან რო მშვიდად არიან.
ანუ ბედნიერები არიან.
ვუყურებ და ეს მათთვის ჩვეულებრივი რამაა.
ამ მოუდში არიან ე.ი.
თანმდევია...
პარალელური რეჟიმი კი არ არის.
ამის გარეშე ალბათ სხვანაირები არიან.
ეს მდგომარეობაა.
სულიერი...
ხორციელი...
გულის პულსირების...
აზრების და განწყობილებების გენერირების...
აღქმის...
შთაგონების...
მოტივაციის...
დარწმუნებულები არიან.
Happyness is not being afraid
ამიტომ კიდიათ ყველაფერი გარშემო მე კიდე უკრაინის ომს განვიცდი...
სულელი ვარ რო მიკვირს რატო კიდიათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი რამე.
ყველას გილოცავთ.
ასე ბედნიერი ყოფილიყავით.