რა სისულელეა 3 ლიტრი
ნამდვილად არარეალური ციფრია
პატარა მოტორი სულაც არ ნიშნავს შესაბამისად სწორხაზოვან ნაკლებ წვას
გააჩნია მანქანის წონას, თუ რა სიჩქარით ივლი,ქალაქში თუ ტრასაზე
ზოგადად პატარა კუბატურა 2500 ბრუნამდეა ეფექტური და შესაბამისად 60-80კმ/სთ წვავს თავისთვის იდეალურად
თუმცა 3 ლიტრი ზღაპარია
ყოველ მოტორს აქვს თავისი იდეალური ზონა
ამ ზონის გასაგებად საჭიროა მოტორის ტექ. დიაგრამა
3 კუთხა დიაგრამაში უნდა იყოს ბრუნი, სიმძლავრე და ბრუნვის მომენტი
სიმძლავრე და ბრუნვის მომენტი აუცილებლად დაუახლოვდება ერთმანეთს,გადაკვეთენ და მერე დაშორდებიან
მიახლოების მომენტიდან გადაკვეთის მომენტამდე არის უმაღლესი მ.ქ.კ. მოტორს და შესაბამის გადაკვეთაზე რა ბრუნვითი დიაპაზონიც შეესაბამება ის იქნება იდეალური წვის ზონა და იდეალური სიჩქარის გამოცვლის ზონა

მაგალითად ამ სურათზე იდეალურია 3200-3700 ბრუნვის ზონა
ბოლო სიჩქარით თუ ივლის მანქანა ამ ზონაში დაწვავს მაქსიმალურად ცოტას
გამოთვლაც შეიძლება პროცენტულად
პ.ს. რა თქმა უნდა ეს იდეალურ მდგოამრეობაშია და ახალ მოტორზე
როცა უკვე 500 000 აქვს გავლილი და ყველა ხვრელი გაჭედილია მანდ ეს დიაგრამა მხოლოდ უბორნიის ქაღალდად გამოდგება
This post has been edited by westsider on 10 Sep 2015, 13:56