ბათუმში წყალდიდობა რო იყო ერთ მეტრიან წყალში ვიცურე პოლოთი, წყალი სალონში სიჩქარის კოლოფამდე იყო ლამის
მოკლედ მაგის მერე თბილისში რო ჩამოვედი დაიწყო აბეესმა ანთეება.
აინთება ხოლმე, მერე ზამოკს გავთიშავ- ისევ ჩავრთავ და ნათურა ქვრება. მანქანის დაქოქვის მომენტშიც თავიდან ინთება აბეესი და მერე ქრება
მე მგონია რო შეიძლება:
1. წყალდიდობამ რომელიმე სენსორი დააზიანა
2. წყალდიობის დროს ბოლოში შესაერთებელ შტეკერში წყალი შევიდა და დაჟანგა კონტაქტები
3. საბურავის უკან რო შევიხედე აბეესის შნური თავისი სპეციალური სამაგრიდან ამოვარდნილი იყო და ქანაობდა თავისთვის. შეიძლება ამ ქანაობაში კაბელში რომელიმე გამტარი დაზიანდა
4. შეიძლება ხუნდების ნამწვია სენსორში ჩაყრილი და დროდადრო ჭედავს ან საერთოდაც რამე თივა ჩაიჭედა ისეთ ადგილებში დამყავს
ეხლა რა მაინტერესებს:
ვაპირებ რო დიაგნოსტიკაზე მივუყვანო და ვინაა შედარებით კარგი ხელოსანი? თან ოთუზბირი რო არ ღირდეს?
თუ სენსორის. ბრალია ხო დაწერს კომპი, მარა იქნება იმ სენსორამდე მიმავალ კაბელს აქვს დარხეული და მაგ შემთხვევაში სენსორი რო შევცვალო შეიძლება არ უშველოს ხო?

ბლოკი არ მგონია, იმიტო რო მაშინ სულ აანთებდა და არა ხოლმე- ხოლმე

ხოდა კიდე დავუშვად დიაგნოსტიკაზე მითხრეს რომელი სენსორია, კარგად ვინ ცვლის მაგეებს?
* * *
ხო კიდე...
მანამ ბათუმშიბ წავიდოდი ბარდიურზე ავხტი 70 ით ,წინა საბურავი გავხიე, იგივენაირი, მაგრამ სულ ახალი დავაყენე ერთი ცალი. მაგის გამო ცოტათი მარცხნივ მიაქვს
შეიძლება მაგის გამო რო სუ ცოტა სხვაობაა ზომაში აბეესი გამოდებილდა? მარა იქამდე მასე 1500 კილომეტრზე მეტი ვიარე და არ აუნთია
* * *
ეხლა ვნახე კიდე სუბარუების ფორუმზე მსგავსი სიტუაცია ქონდა ერთ იუზერს და ბაკის ვინტილაციის ამბავიაო. აბეესი შემავალი კოლექტორის წნევაზე გრილდება და შეიძლება კლაპანი აჩმახებსო. შეიძლება ეგ იყოს?
This post has been edited by srt-8 on 8 Sep 2015, 21:33