ქედის „ბეთლემის“ კაპიტანს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა

ინფორმაციას ქედის ბეთლემის კაპიტნისა და თავდამსხმელის, 28 წლის არჩილ ფარტენაძის სტადიონზე გარდაცვალების შესახებ ადასტურებს გუნდის მთავარი მწვრთნელი. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა. ავთო კუნჭულია ამბობს, რომ არჩილ ფარტენაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
„ჩვენ, ფეხბურთელები ყოველ ექვს თვეში ერთხელ გავდივართ სამედიცინო შემოწმებას. არჩილმაც გაიარა ეს შემოწმება და ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ვარჯიშის გარგძელება“, - გვითხრა ავთო კუნჭულიამ. ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, რაც მისთვის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ გამხდარა ცნობილი, არჩილ ფარტენაძე ყოველდღიურად იღებდა სხვადასხვა სახის აბებს. „ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება, უთქვამს - ვარჯიშით უნდა გადავლახოო“.
როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, არჩილ ფარტენაძეს გული გაუჩერდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
http://rustavi2.com/ka/news/13469მთავარი მწვრთნელი ბათუმის 25-ე არხთან ამბობს პატარა პრობლემები ჰქონდაო გულისო და რუსთავი2-თან არ ვიცოდი გულის პრობლემები თუ ჰქონდაო
ამ სეზონში არჩილს 23 მატჩი ჰქონდა ნათამაშები, ჯამში 1513 წუთი...ბოლოს 2 აპრილს 90 წუთი ითამაშა ოზურგეთში მერცხალთან და 4 აპრილს ვარჯიშზე გარდაიცვალა...თან არსებობს ინფორმაცია, რომ უკრაინაში იყო ერთ-ერთ კლუბში გასინჯვაზე და სწორედ გულის პრობლემის გამო არ გაუფორმეს კონტრაქტი და აქ როგორ მისცეს თამაშის უფლება??? მანამდე 2009 წელს ბელორუსიის მტზ-რიპოში ჰქონდა იგივე პრობლემა და მალევე წამოვიდა
სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს...კლუბის, ფედერაციის და ექიმების საერთო პასუხისმგებლობაა...სპორტული მედიცინა არის ნულზე ჩვენთან სამწუხაროდ..და უამრავი მოყვარული (განსაკუთრებით ბავშვები) თუ პროფესიონალი სპორტსმენია რისკის ქვეშ
დღეს ქედის ბეთლემის სტადიონს მიანიჭეს არჩილ ფარტენაძის სახელი
http://keda.ge/%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%93...1-%E1%83%A1-10/