მე არაფერ შუაში ვარ სტატია დავდე განსჯისთვის უბრალოდ
http://www.newspress.ge/politika/60889-mik...avbrundebi.html--------
მიხეილ სააკაშვილი: მაქსიმუმ ერთ წელიწადში საქართველოში დავბრუნდები
15:19 11.02.2015
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მისი
„ძალიან ორგანიზებული“ პარტია, წარმატებულად მუშაობს. სააკაშვილის განცხადებითვე, იმის მიუხედავად, რომ პარტიის უამრავი ლიდერი ციხეშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ფუნქციონირებას ძალიან კარგად აგრძელებს და საკმაოდ აქტიურიცაა.
როგორც სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ლექციებს კითხულობს, ქართულ პოლიტიკაშიც აქტიურად მონაწილეობს.
„იმის მიუხედავად რომ მუდმივად ვმოგზაურობ, ქართულ პოლიტიკაშიც აქტიურად ვმონაწილეობ. ახლახანს კიევში ქართველ დეპუტებთან მქონდა შეხვედრა. თურქეთშიც ხშირდაც ჩავდივარ. ჩემზე ახლა ივანიშვილი სერიალს იღებს. ის ამბობს. რომ ჩემ დროს იყო მკვლელობები, დაჭერები, თუმცა რეალურად სწორედ ახლა ხდება საქართველოში მსგავსი ფაქტები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ის თავის გუნდთან ერთად საქართველოში დაბრუნდება.
...