მთავრობამ ხომ გააკეთა საყოველთაო დაზღვევა და ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა -
დამირეკა უბნის ექიმმა, თქვენც უნდა მიმართოდ 6-დან - 65 მამაკაცმა, და 6-60 წლამდე ქალბატონებმა უნდა მიმართოდ თქვენს უბნის კლინიკას და უბნის ექიმს შეავსოთ განაცხადი, წაიღეთ პირადობები და მოგცემენ სახელმწიფო დაზღვევას !!!
ამას ავსებთ:
http://ssa.gov.ge/files/01_GEO/JAN_PROG/sa...olatoriul/3.pdf ან მიგაქვთ ჯამრთელობის სამინისტროში და აბარებთ ან თქვენს უბნის პოლიკლინიკაში
http://www.moh.gov.ge/ოღონდ არ უნდა იყოს სხვა კერძო კომპანიაში დაზღვეული !!!!
სამინისტრო ამოწმებს ამას !!!
ერთი სიტყვით ვიყავი დაზღვეული ჯი-პი-აი-ში 10 მარტამდე, 1 წლიანი დაზღვევა მქონდა 5 ლარიანი თვეში და გათავდა 10 მარტს, მერე 20 მარტს შევავსე პოლიკლინიკაში ანკეტა და სამინისტროდან დაბრუნდა და აწერია, რომ დაზღვეული ვარ, ანდა არ ვარ დაზღვეული, მერე მოვთხოვე ჯი-პი-აი-ს ცნობა, რომ არ ვარ დაზღვეული, ცოტას მევაჭრებიან ვალი გაქვსო და რაღაცა ჩვენთან და არ გაუქმებულა, და რაღაცა ეს ოჯახის წევრებზეც, ცნობას მიწელავენ, ჩვენთან ჯობია ისევ, და ჩვენ მაგარი კადრები და კლინიკა გვაქვსო..
ანდა ბლეფი, მათ დაზღვევაში არაფერი შედის აზრიანი, თუ ავად ხარ გეუბნებიან კარგად ხარ, არ ქრონიკულია, მარტო შარის და სისხლის ანალიზი არის უფასო...
ახლა მიდის ბრძოლა, კერძო კომპანიები კარგავენ კლიენტებს და ყველა აკეთებს უფასო სახელმწიფო დაზღვევას და არ აწყობთ ხალხის უფასოზე გადასვლა და კერძო კომპნიები აწვდიან ცრუ ინფორმაციას ვითომ მაგათთან დაზღვეული ხარ, ანდა არ ხარ, როგორც ჩემს შემთხვევაში - დაზღვევა მორჩა, მაგრამ რაღაცნაირად უგრძელებენ და ატყუებენ სამინისტროს, უბნის ექიმმა თქვა ბევრი დაბრუნდა და ბევრი არ არის დაზღვეული კერძოში...
ჯი-პი-აი და ალდაგი და სხვა კერძოები კარგავენ კლიეტებს,
ყველას გირჩევთ შეავსოთ ანკეტები და დაიზღვიოთ თავი, კარგი რამე ჩანს, და უფასოა...
რას ჩალიჩობენ ხედავთ...
1 ივლისიდან უკეთესდება ეს დაზღვევა:
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებს
უფასოდ ეკუთვნით შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:
ა. ამბულატორიული მომსახურება
ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის:
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა;
ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა
პერიფერიულ სისხლში;
ელექტროკარდიოგრაფია,სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე;
სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის
მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა);
სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში).
ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი და
შარდის საერთო ანალიზი.
ბ. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
სახელმწიფო პროგრამითგანსაზღვრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას - ულიმიტოდ
გ. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება (ჰოსპიტალიზაცია)
სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას - შემთხვე-
ვის ლიმიტი 15 ათასი ლარი.
This post has been edited by freecooler on 1 Apr 2013, 22:47